ჭდე: ფიორენტინა

Home ფიორენტინა
კვარა, შენ მონსტრი ხარ!
ჩანაწერი

კვარა, შენ მონსტრი ხარ!

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე” „ფიორენტინას” ხვდება. პირველ ორ ტურში გამარჯვების შემდეგ ნეაპოლელ ფანებში დიდი ოპტიმიზმია. გულშემატკივრები იმედით შეჰყურებენ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დარჩენილ რამდენიმე დღესაც. „აძურის” ნეაპოლის ცენტრალურ სადგურზე ოცზე მეტი გულშემატკივარი აცილებდა. calciomercato წერს, რომ მათი შეძახილებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ორი. პირველ შემთხვევაში მათ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დაინახეს და დაუძახეს: „მიდი მისტერ,...

დუშანი დუ-შაში
ჩანაწერი

დუშანი დუ-შაში

დუშან ვლაჰოვიჩი გოლებს ითვლის და ალბათ „ფიორენტინაც“ თვეებს (ვინ იცის, დღეებსაც კი) ითვლის, როდის მოუწევს მასთან განშორება. 21 წლის სერბმა თავდამსხმელმა სერია A-ს ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა  – დღეს, „სასუოლოსთან“ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. ზედიზედ 6 — ეს რეკორდის გამეორებაა „ფიორენტინას“ ფეხბურთელისთვის. ადრე 1994 წელს ეს გაბრიელ ბატისტუტამ მოახერხა. ამასთან, ვლაჰოვიჩმა წლეულს 33 გოლი გაიტანა და...

რიბერი – აუტსაიდერთა ლიდერი
ჩანაწერი

რიბერი – აუტსაიდერთა ლიდერი

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ფრანკ რიბერი იტალიური სერია A-ს აუტსადერ „ვერონას“ შეუერთდება. 38 წლის ფრანგმა კარიერის საუკეთესო წლები მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა, ბოლო ორი წელი კი ფლორენციის „ფიორენტინას“ ემსახურა. გასული სეზონის 29 მატჩში ფრანკმა 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მართალია, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ თავისუფალ აგენტებზე შეზღუდვა არ ვრცელდება, ვეტერანი ნახევარმცველი კი სწორედ ამ...

მოურინიუს ახალი რეკორდი
ჩანაწერი

მოურინიუს ახალი რეკორდი

ჟოზე მოურინიუმ ახალი რეკორდი დაამყარა. კვირას, მისმა „რომამ“ სერია A-ს გახსნით შეხვედრაში „ფიორენტინას“ 3:1 მოუგო. ეს გამარჯვება პორტუგალიელისთვის 50-ე აღმოჩნდა იტალიის უმაღლეს ლიგაში. ამისათვის მას 77 მატჩი დასჭირდა, რაც ყველაზე სწრაფი შედეგია ლიგის ისტორიაში. საინტერესოა, რომ მოურინიუმ ადრე ასევე ყველაზე სწრაფად მოიგო 50 შეხვედრა ინგლისურ პრემიერლიგაში (63 მატჩი) და ესპანურ პრიმერაში (62).

გატუზოს სამი კვირა
ჩანაწერი

გატუზოს სამი კვირა

ჯენარო გატუზომ, რომელიც „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელად 25 მაისს დაინიშნა, კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, გატუზოს, კლუბის მფლობელ როკო კომისოს და სპორტულ დირექტორ ჯანკარლო ანტონიონის შორის საკადრო საკითხებზე მოხდა უთანხმოება. კერძოდ: რინოს ნიკოლას გონსალვეშის და სერჟიუ ოლივეირას შეძენა სურდა. ამ ფეხბურთელთა აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელიც გატუზოს ინტერესებსაც წარმოადგენს. ეჭვიც იმან გააჩინა, რომ ამ...

ნაპოლის ახალი მესაჭე
ჩანაწერი

ნაპოლის ახალი მესაჭე

იტალიურმა „ნაპოლიმ“ სერია ა-ში მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. შედეგად, კლუბის და მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს გზები გაიყარა. უკვე ცნობილია, რომ რინო „ფიორენტინას“ ჩაიბარებს. რაც შეეხება „ნაპოლის“, 62 წლის ლუჩანო სპალეტი ჩაუდგება სათავეში. 2019 წელს „ინტერიდან“ წასვლის შემდეგ სპალეტი უქმობდა, მანამ კი „ემპოლიში“, „სამპდორიაში“, „უდინეზეში“, „ზენიტსა“ და „რომაში“ მუშაობდა. კლუბის ხელმძღვანელობა სპალეტის...

გატუზოს იები შესთავაზეს
ჩანაწერი

გატუზოს იები შესთავაზეს

ფლორენციის „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ჯენარო გატუზოს წარმომადგენლებს და მომავალი სეზონიდან გუნდის გაძღოლა შესთავაზა. იდეა „იების“ პრეზიდენტ როკო კომისოს ეკუთვნის, რომელიც გუნდის ამჟამინდელი თავკაცის მუშაობით უკმაყოფილოა. ჩეზარე პრანდელის გაწვრთნილი „ფიორენტინა“ მხოლოდ მე-14 ადგილზეა. რაც შეეხება ჯენარო გატუზოს, მისი პერსპექტივა „ნაპოლიში“ ჯერ კიდევ გაურკვეველია – კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს ეწურება და ნეაპოლელთა ბოსებს მისთვის ახალი წინადადებით...

რიბერი თავად იტყვის რა უნდა
ჩანაწერი

რიბერი თავად იტყვის რა უნდა

„ფიორენტინას” ვეტერანმა თავდამსხმელმა, 37 წლის ფრანკ რიბერიმ „ტორინოს” კარში გოლი შეაგდო (იხ. ვიდეო) და მატჩის შემდეგ თქვა, რომ ფლორენციაში თავს კარგად გრძნობს. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ერთი ხნის წინ კი გავრცელდა ხმა, თითქოს ფრანგის „იებში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხი ღიად იყო. ფეხბურთელმა თავისი პირით თქვა, რომ გერმანიაში სურდა დაბრუნება — რიბერიმ 2007-19 წლები „ბაიერნში” გაატარა. ტურინელებთან შეხვედრის შემდეგ...

ჩანაწერი

იუვეს შავი სამშაბათი

არცთუ კარგი განწყობით ხვდებიან კათოლიკურ შობას ტურინის „იუვენტუსში“. მორიგ ტურში „ფიორენტინასთან“ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტურინში უკვე იცოდნენ: იტალიის ოლიმპიური კომიტეტის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება „იუვე“ – „ნაპოლის“ ოქტომბრის შეხვედრაში ტურინელთათვის ტექნიკური გამარჯვების მიკუთვნების შესახებ… მაშინ საქმეში კორონავირუსი ჩაერია. „ნაპოლის“ ჩამორთმეული საჯარიმო ქულა დაუბრუნეს, მატჩი კი მოგვინებით შედგება. მერე კი იყო დამამცირებელი...

დისკვალიფიკაცია მკრეხელობის გამო
ჩანაწერი

დისკვალიფიკაცია მკრეხელობის გამო

ესეც კორონავირუსი და ცარიელი ტრიბუნები… გამაყრუებელ ხმაურში თამაშს მიჩვეულ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ავიწყდებათ, რომ ცარიელ სტადიონებს საოცარი აკუსტიკა აქვთ. თითოეული გადაძახილი ტელემაყურებლამდე მიდის და არამხოლოდ. „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელ ჯუზეპე იაკინის და მცველ მარტინ კასერესს დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. სადისციპლინო კომისიამ ჩათვალა, რომ „ბრეშასთან“ 1:1 დასრულებული შეხვედრის მსვლელობისას მათ ემოციურ ნიადაგზე რამდენჯერმე მკრეხელური ფრაზები წამოიძახეს. ფრაზები გაშიფრულია, მაგრამ...