ჭდე: უემბლი

Home უემბლი
ფინალი შეიძლება ლისაბონში ჩატარდეს
ჩანაწერი

ფინალი შეიძლება ლისაბონში ჩატარდეს

„მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწრებიან, მაგრამ, დიდი შანსია, რომ ეს „უემბლიზე” კი არა, პორტუგალიაში, მოხდება. თავიდან, ფინალის მასპინძლად სტამბოლი იყო დადგენილი, თუმცა თურქეთს covid 19-მა ახალი ძალით შეუტია და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს მოუვიდა იდეა, ორი ინგლისური გუნდის შეხვედრა ინგლისშივე ჩაეტარებინათ. აქ, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრიტანეთში მასობრივი ვაქცინაციის წყალობით,...

ბრიტანეთს მთელი ჩემპიონატი მოუნდა
ჩანაწერი

ბრიტანეთს მთელი ჩემპიონატი მოუნდა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უეფას ევროპის მოახლოებული ჩემპიონატისთვის თავისი ქვეყნის სტადიონებს სთავაზობს. აქ, ლაპარაკია მთელს შეჯიბრებაზე და არა იმ რამდენიმე შეხვედრაზე, რომლებიც ბრიტანეთში ისედაც უნდა გაიმართოს. განვმარტავთ: მსოფლიოში კორონაპანდემია მძვინვარებს, გაერთიანებულ სამეფოს კი „ბებერ კონტინენტზე” ვაქცინაციაში ბადალი არ ჰყავს. შესაბამისად, თუ ევრო 2020-ის (აწ უკვე ევრო 2021-ის) მასპინძლებად ჩანიშნული ქვეყნებიდან ბევრი ვერ შეძლებს სტუმრების...

რატომ?
ჩანაწერი

რატომ?

ის, რასაც ახლა ანგრევენ, „უემბლის” ნაწილი იყო. ახლანდელი თაღი ხომ თვალწინ გიდგათ? მანამდე, ლეგენდარული სტადიონის საქვეყნოდ ცნობილ სიმბოლოდ ტყუპი კოშკი ითვლებოდა, თუმცა არანაკლებ რიტუალური გახლდათ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი ფანების სვლა მეტროს სადგურიდან სტადიონამდე. ეს გზა 1974 წელს იმიტომ ააშენეს, რომ გულშემატკივარს მიტოვებული ავტოპარკის გადაკვეთა არ დასჭირვებოდა. ახლა, ტყუპი კოშკისა არ იყოს, ეს გზაც უკვე ისტორიაა....

გულშემატკივრის ცნობარი (ნაწყვეტი)
ჩანაწერი

გულშემატკივრის ცნობარი (ნაწყვეტი)

ამიერიდან კარგად ვიცი, როგორ მოვიქცე სტადიონზე. უფრო სწორად, ვიცი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდმა ქომაგის მხარდაჭერა იგრძნოს. ამისათვის უპირველესად ის არის საჭირო, რომ ქომაგმა ანალიტიკოსობას არ მიჰყოს ხელი და საყვარელი გუნდის ავ-კარგის გარჩევას სტადიონზევე, თამაშის მსოვლეობისას არ მოჰყვეს. სტადიონზე გუნდს მხარდაჭერა უფრო სჭირდება, ვიდრე ანალიზი და კომენტარი. რახან გულშემატკივარი ანალიტიკოსობას შეეშვება, ამით ნახევარი საქმე...

პრემიერლიგა 35-დღეში
ჩანაწერი

პრემიერლიგა 35-დღეში

ინგლისში აქტიურად ვრცელდება სხვადახვა ვარიანტი საფეხბურთო ცხოვრების გაგრძრლებასთან დაკავშირებით. ყველაზე სარწმუნო ვერსიას კი ბრიტანული Telegraph-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პრემიერლიგა ივნისის დასაწყისში უნდა განახლდეს და სულ რაღაც 35 დღეში დასრულდეს. მატჩების რაოდენობა არ შემცირდება, უბრალოდ გუნდები ყოველ სამ დღეში ერთხელ ითამაშებენ, ანუ კვირაში ორ მატჩს ჩაატარებენ, თანაც დახურულ კარს მიღმა. არსებობს ვერსია, რომ შეხვედრები ნეიტრალურ მოედნებზე...

რა ხდებოდა ბრიტანეთში სანამ ლივერპული იგებდა?
ჩანაწერი

რა ხდებოდა ბრიტანეთში სანამ ლივერპული იგებდა?

„შეფილდ იუნაიტედთან” გამარჯვების შემდეგ „ლივერპული” შინ, პრემიერლიგაში, უკვე 51 თამაშია არ დამარცხებულა. ამ შთამბეჭდავ შედეგს 2017 წლის აპრილში, „კრისტალ პალასთან” წაგების შემდეგ დაედო საფუძველი. რასაკვირველია, „ენფილდი” მერსისაიდელებისთვის ისტორიულად ციხე-სიმაგრე იყო, მაგრამ რაც პრემიერლიგა დაფუძნდა (1992), მისმა ყოვლისშემძლეობამ წინა ათწლეულებთან შედარებით იკლო. და აი, გამოჩნდა გერმანელი კაცი, იურგენ კლოპი, რომელმაც ყველაფერთან ერთად რამდენიმე გამჭრიახი ტრანსფერი განახორციელა და…...

ჩემპიონთა ლიგა პეტერბურგში მიდის
ჩანაწერი

ჩემპიონთა ლიგა პეტერბურგში მიდის

სლოვენიურ ლუბლიანაში შეკრებილმა უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთის სანკტ-პეტერბურგმა უმასპინძლოს. რუსთა ჩრდილოეთის დედაქალაქს და მის მთავარ სტადიონს, 65-ათასიან „კრესტოვსკის“ ერთადერთ კონკურენტად მიუნხენის „ალიანც არენა“ ჰყავდა. გერმანელებს გული არ დასწყვიტეს და 2022 წლის ფინალის მასპინძლობა დაუბევეს, 2023 წელს კი ევროპის უმთავრესი ტურნირის გადამწყვეტ მატჩს ლონდონის 90-ათასიანი „უემბლი“ უმასპინძლებს. ისე, „ალიანც...

ჩანაწერი

სიტი თავხედია თუ თავდაჯერებული?

„მანჩესტერ სიტის” სწამს, რომ გაისადაც ყველა ინგლისური შეჯიბრების ფინალში გავა. პეპ გვარდიოლამ და მისმა გუნდმა ამთავითვე შეუკვეთეს „უემბლის” წინ მდებარე სასტუმროში ადგილები, თან სამჯერ. უფრო სწორად ოთხჯერ, მაგრამ ოთხიდან ერთი ფინალი ისედაც დაბევებული ჰქონდათ. ეს სასტუმრო „ჰილტონია”, სადაც „ქალაქელები” ხვალაც გაჩერდებიან — შაბათს, 18 მაისს, ხომ ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალია, „სიტი” „უოტფორდს” ხვდება. ამრიგად, „მანჩესტერ...