ხუთშაბათს ეროვნულ ლიგაში მე-14 ტურის ორი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ორივე ერთობ მნიშვნელოვანი გახლდათ სატურნირო თვალსაზრისით. „დინამო“ ჩემპიონობისთვის იბრძვის, „ტორპედო“ კი ფლეი აუტის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს. ამჯერად „კლასიკო“ თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. დუბლი მიითვალა ნოდარ ქავთარძემ. ორივე გოლი მან თერთმეტმეტრიანით გაიტანა. კულმინაცია 84-ე წუთზე დადგა, როცა დინამოელთა შეტევისას, საჯარიმოში დავით სხირტლაძეს სტუმარი გიორგი ჯანელიძე შეეჯახა. შედეგად...
ჭდე: ტორპედო
ტიტიკოს გოგო
კარგი ფეხბურთელი იყო ცხონებული მამუკა ფანცულაია, საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებშიც ბევრჯერ უთამაშია… მერე სსრკ დაიშალა და… საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგი ფეხბურთელია მისი შვილი, გიორგი ფანცულაია, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ აგორებს ბურთს. ეს სახელ-გვარები ალბათ ბევრმაც იცით… მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება ნათია ტიტიკოს ასული ფანცულაია… გვარია ქართული, თორემ ისე უკრაინისთვის ირჯება და საკმაოდ კარგადაც. დღეს საბერძნეთი-უკრაინის (0:4) ნაკრებების...
ბათუმი თავშია
ელიგის ტურის ყველაზე „მყვირალა“ შეხვედრა „მიხეილ მესხზე“ გაიმართა. „საბურთალომ“ და „ჩიხურამ,“ „ბაიერნი“ – „ბარსელონას“ ამასწინანდელი შედეგი გაიმეორეს, თბილისელებმა ზემოიმერლებს 8:2 მოუგეს… მაგრამ რა იყო ეს? ცხადია, რომ სოსო ფრუიძის წასვლის შემდეგ, საჩხერელების საქმე ცუდად მიდის, მაგრამ ასეთი უსუსურობა თუ უყურადღებობა, მართლაც საოცარია. მათი მცველები და მეკარე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ შეცდომების დაშვებაში. იმაში, თუ როგორ არ უნდა...
კახური არომატით
13 წლის შემდეგ ქართულ საფეხბურთო ელიტაში ისევ გამოჩნდა კახური გუნდი. თანაც ისეთი, არავისთვის საჩუქარი რომ არ იქნება. კახელთაგან ბოლოს უმაღლეს ლიგაში 2006-07 წლების სეზონში თელავის „კახეთმა“ ითამაშა და სამარცხვინოდ გავარდა – 26 თამაშიდან 2 ფრე და 24 წაგება… ეს „თელავი“ კი აშკარად ამბიციური გუნდია. სულ ხუთი წელიწადია არსებობს და სიმაღლეებს სიმაღლეებზე იპყრობს. აი, ეროვნულ ლიგაშიც...
სხვა დინამო
109 დღიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით იყო გამოწვეული, ეროვნული ლიგა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურის ხუთი მატჩიდან, ოთხი ფრედ დამთავრდა, უინტერესო შეხვედრები ნამდვილად არ ყოფილა. პირველი სათამაშო დღე სამწუხარო ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ „საბურთალო“ – „დინამოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით...
მოუგებელი ჩემპიონობის კანდიდატები
მეორე ტურის მთავარმა მატჩმა, რომელშიც ერთმანეთს ჩემპიონობის თეორიული კანდიდატები ხვდებოდნენ, არ გაამართლა. თბილისის და ბათუმის „დინამოების“ შეხვედრა ცოტა უფრო მძაფრი და ჟინიანი წარმოგვედგინა, ერთმანეთს ხომ წინა სეზონის ჩემპიონ-ვიცეჩემპიონი ხვდებოდნენ. მაგრამ ნუ განვსჯით მკაცრად, სეზონი ჯერ მხოლოდ იწყება და ყველაფერი წინ არის. პლუსი ის არის, რომ პირველი ტურისგან განსხვავებით, მეტოქეებმა გოლების გატანა მოახერხეს. ბათუმელთაგან თავი ჯაბა...
ბოსმანი და მზიური საქართველო
ჟან მარკ ბოსმანის სახელი გაგეგონებათ – უმისოდ დღეს სუფრა არ გაიშლება ევროპაში. იმსიშორეს გაუვარდა სახელი, რომ ყველას უნდა ეს საოცარი ახალგაზრდა კაცი დაპატიჟოს. ძველ და კურთხეულ დროში კი საქმე ისე იყო, რომ ფეხბურთელს მხოლოდ თამაშით თუ გაიცნობდი. მისი სახელი მისსავე თამაშე იყო დამოკიდებული, თორემ კარიერის დასრულების შემდეგ ესა თუ ის მოთამაშე აღარავის ახსოვდა. ვინც ალღოს...
პირველი მეჩვიდმეტეს ამბავი…
კვირას, 1 დეკემბერს, ეროვნული ლიგის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. ლიდერი, თბილისის „დინამო,“ უკვე კარგა ხნის გავარდნილ „ვიტ ჯორჯიას“ შინ დაუპირისპირდება, მისი კონკურენტი და თანაკლუბელი „ბათუმი“ კი თბილისში, ასევე უმოტივაციო „ლოკომოტივს“ ეწვევა. თბილისელები 2 ქულით უსწრებენ უშუალო კონკურენტს და მოგების შემთხვევაში, ჩემპიონობას გაიფორმებენ, თანაბარქულიანობის შემთხვევაში კი (ვთქვათ, „დინამომ“ ფრედ ითამაშა და „ბათუმმა“ მოიგო) ჩემპიონი „ბათუმი“ გახდება, რადგან...
ქულების ომი
საინტერესო ტური გამოდგა. საჩემპიონო ბრძოლა უფრო დაიძაბა, „ვიტ ჯორჯია“ ოფიციალურად გავარდა, პლეი აუტის ამბებიც ჯერ გაურკვეველია. ტურის პირველივე შეხვედრაში სენსაცია მოხდა. ჩემპიონობის მთავარმა კანდიდატმა, ბათუმის „დინამომ“ ბოლო ადგილზე მდგარ „ვიტ ჯორჯიას“ ვერ მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ბათუმელები იგებდნენ და ვეტერინარებმა 86-ე წუთზე გაათანაბრეს, გოლი ზურაბ სეხნიაშვილმა გაიტანა. ყოჩაღობის მიუხედავად, ამ შეხვედრის შემდეგ, „ვიტ ჯორჯია“...
ე, ლიგა
ეროვნულ ლიგაში სულ 6 ტური დარჩა. ზოგი გუნდისთვის ეს 6 ფინალია. საქართველოს ჩემპიონატში პირველად შეიძლება მოხდეს, რომ უმაღლესში დაწინაურებული გუნდი პირველივე სეზონში ჩემპიონი გახდეს. ეს მსოფლიო ფეხბურთშიც იშვიათი მოვლენაა. ტოპ–ლიგებში ბოლოს ასეთი რამ 1999 წელს მოხდა, როცა ოტო რეჰაგელის „კაიზერსლაუტერნი“ ბუნდესლიგაში გადავიდა, დაიწყო და აღარ გაჩერდა. რა თქმა უნდა, არც ბუნდესლიგასა და ელიგას არ ვადარებთ,...









