ჭდე: ტორპედო

Home ტორპედო
ჩანაწერი

აფსუს, ტორპედოც…

„საბურთალომ“ „ტორპედოს“ სტუმრად 3:2 მოუგო და რადგან ბათუმის „დინამო“ გორში დამარცხდა, პირველ ადგილზე დაბრუნდა, თუმცა „ტორპედოს“ შესაძლო დაშლის ამბავმა ყველაფერი გადაფარა. ბოლო დროს მოარული ხმები გამართლდა. ქუთაისური კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ „ტორპედოს“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა. „პირველ რიგში, ვადასტურებ, რომ ასეთ პირობებში კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმ კრიზისისა, რაც კლუბიდან უცხოელი ინვესტორის წასვლამ განაპირობა,...

ჩანაწერი

… ამიტომაც ნუ დაიჯერებთ, რომ ყველაფერი კარგად არის

13 ტური მიილია ეროვნულ ლიგაში, ანუ სეზონის თითქმის მესამედი. ამიტომაც უკვე გვაქვს უფლება კარგზეც ვთქვათ, ისე რა კარგზე და ცუდზეც. მოდით, „კარგით“ დავიწყოთ და ამის მიზეზი ბათუმის „დინამოა“. ჯერ ერთი, თამაშითაც პეწი შესძინა მთავარ ლიგას და მეორეც, სასწაული ატმოსფეროა მათ სტადიონზე. უყურებ და სხვაგან გგონია თავი – დავიჯეროთ, ეს საქართველოს ჩემპიონატში ხდება?! იმიტომ, რომ გადაჩვეულები...

ჩანაწერი

რა მოხდა ბათუმში?

გაცოცხლებული რუსთავი ყველაფერი პარასკევს დაიწყო. ცხრილის სათავეში მდგომმა „საბურთალომ“ ბოლოში მყოფ „რუსთავთან“ 1:3 წააგო. ეს თბილისელთა მეორე მარცხი გახლდათ ბოლო ოთხ შეხვედრაში. გაცოცხლებულმა რუსთაველებმა კი ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს, ქულებით „ლოკომოტივს“ გაუსწორდნენ და უიმედო აუტსაიდერობიდან, ბრძოლაში დაბრუნდნენ. მათი წარმატების საიდუმლოც ცნობილია – ვარლამ კილასონია და… როსტოველი ახალწვეული ფარხად გისტაროვი. მან მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა და...

ჩანაწერი

ნიკოლაი

საქართველოში წვიმს. ფეხბურთელებმაც ეროვნულ ლიგაში ამინდს მხარი აუბეს და გოლების წვიმა მოიყვანეს. მე-11 ტურის სამ შეხვედრაში 16 გოლი გავიდა, რაც სეზონის რეკორდს უმიზნებს. (ჯერჯერობით ყველზე მეტი გოლი მე-5 ტურშია გასული – 18). 60 დღე ტურის პირველი მატჩი წყალტუბოში გაიმართა. მოგეხსენებათ, „ტორპედოს“ სტადიონზე რემონტია და ქუთაისელები საშინაო შეხვედრებს მახლობელ ქალაქებში მართავენ. მანამდე სამი მატჩი სამტრედიის „ეროსი...

საქართველო ყაზახეთთან დინამოს და ქაირათის ფონზე
ჩანაწერი

საქართველო ყაზახეთთან დინამოს და ქაირათის ფონზე

ყაზახეთი – საქართველო. 6 სექტემბერს ასტანაში ისეთი მატჩია, ბევრს რომ გადაწყვეტს ერთა ლიგის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჯგუფში. საქართველოს ნაკრებს უმთავრეს კონკურენტთან მოუწევს სტუმრად თამაში. მასპინძელი კარგ გუნებაზეა, იქაურ პრესას ხშირად ქედმაღლური ელფერი დაჰკრავს და თავი ჯგუფის მთავარ ფავორიტად მიაჩნიათ. ჩვენ კი ცოტა წარსულში გავიხედოთ. თბილისის „დინამო“ და ალმაათის „ქაირატი“ – როგორ თამაშობდნენ ერთმანეთში საბჭოეთის დროს? რა...