„მანჩესტერ სიტის“ აწ უკვე ყოფილ ფორვარდ სერხიო აგუეროსა და „ბარსელონას“ შორის ორწლიანი კონტრაქტის ხელმოწერამდე მხოლოდ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს… მისი კონტრაქტი მანჩესტერელებთან 2021 წლიის ივნისამდე იყო ძალაში. ახლა ის თავისუფალი აგენტია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო შეცვლაზე შევიდა და სულ 13 წუთი ითამაშა. მას დანაპარების ასრულების კარგი შანსი ჰქონდა. აკი დაიქადნა 6 წლის წინ, „სიტისთან“ ერთად...
ჭდე: სიტი
ვის ხედავს სულშერი?
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი. მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ის 5 ფეხბურთელი დაასახელა ვისთან მუშაობაც სურს შემდეგ სეზონში. „მანჩესტერი“ პირველ ყოვლისა ორი მადრიდული გუნდის ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღბას. მადრიდის „რეალიდან“ ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის შეძენა სურთ, ხოლო „ატლეტიკოდან“ ინგლისელი განაპირა მცველის კიერან ტრიპიერის გადაბირებას ცდილობენ. სულშერმა, არა მარტო დაცვის, შეტევის გაძლიერებაზეც ბევრი იფიქრა....
აგუერო იტალიაში მიდის
მართალია, ამ სეზონში ტრავმებმა გატანჯა და მოედანზე იშვიათად გადიოდა, მაგრამ 32 წლის სერხიო აგუეროს ჩამოწერა მაინც ძალიან ადრეა. როგორც კი „სიტიმ“ გამოაცხადა, რომ მასთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს, ევროპის რამდენიმე ბობოლა კლუბი დაფაცურდა: „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“. შეგახსენებთ, სერხიო რა კაცია. სერხიო ის კაცია, გოლებს რომ თლის და გუნდი ჩემპიონობამდე მიჰყავს. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს...
მზად ვარ წავიდე, თუ…
ერლინგ ჰოლანდი კვლავაც რჩება ევროპული ფეხბურთის ერთერთ მთავარ ნიუსმეიკერად. 20 წლის ნორვეგიელი გოლეადორი მზად არის ამ ზაფხულსვე დატოვოს „დორტმუნდი“ , თუ გუნდი ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ჯერჯერობით კი დორტმუნდელები 31 ტურის შემდეგ მოპოვებული 55 ქულით მეხუთე ადგილზე არიან. რაც შეეხება ჰოლანდის პირად მონაგარს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჯამში გამართულ 38 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა...
დე ბრუინის კიდევ ორი
„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმა კევინ დე ბრუინთან. უფრო სწორად, უკვე არსებული კონტრაქტი კიდევ ორი წლით გახანგრძლივდა. 29 წლის ბელგიელი ნახევარმცველი „სიტიში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. კევინ დე ბრუინი მანჩეტერელთა ღირსებას უკვე 6 წელიწადია იცავს და ინგლისის ჩემპიონის ორი ტიტულიც აქვს მოგებული.
მბაპეს გულშემატკივარი იყიდის
„პარი სენ-ჟერმენის“ 22 წლის ფორვარდმა კილიამ მბაპემ ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის დეტალები პირდაპირ გამოუცხადა. ფრანგი ფეხბურთელი წელიწადში 35 მილიონ ევროს ითხოვს, იმდენს, რამდენიც ნეიმარს აქვს. ფრანგული მედია წერს, რომ პსჟ ამის გადამხდელი არ არის და ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაყიდის, მის სანაცვლოდ რომ სატრანსფერო თანხა აიღოს. პარიზული კლუბი კი საკმაოდ მადიანია და მბაპეში არანაკლებ...
ძრწოდე, ევროპავ: მეორე ჰოლანდი მოდის!
ერლინგ ბროტ ჰოლანდს ვინ არ იცნობს – „დორტმუნდის“ მაისურით 45 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა და მის ხელში ჩაგდებაზე მსოფლიოს ყველა სუპერკლუბი ოცნებობს. ამასობაში კი ნორვეგიაში „ჰოლანდ II“ გამოჩნდა. ეს ყმაწვილი მხოლოდ 17 წლისაა, ერლინგის ბიძაშვილია და ტყუპისცალივით ჰგავს მას. ალბერტ ბროტ ტიულანდი ბიძაშვილივით ფორვარდია, თამაში მანაც „ბრიუნეს“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო და 37 შეხვედრაში 64 გოლი...
ქინქლაძე და ახმახი პაბში
… მესამე ტური იყო, გიოს „სიტის“ მატჩს პირველად რომ დავესწარი. „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ ეთამაშებოდა ლონდონში და მეგობართან ერთად მივადექი „ლოფტუს როუდს“. ცხადია, სტუმარი ფანებისთვის განკუთვნილ პაბში შევედით. გაძეძგილია, ოღონდ არავინ ზის – სვამენ, ხტიან და მღერიან. ჩვენ დავჯექით და ვაკვირდებით. ცოტა ხანში მოვიდა ვიღაც ახმახი ტიპი, არცთუ სათნო გამომეტყველებით და წინ „ჩამოგვიჯდა“, ოღონდ ასე –...
მესიმ დარჩენაზე მიანიშნა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდა და „ბარსელონას“ არგენტინელი კაპიტანი ლეო მესიც ხან „მანჩესტერ სიტის“ დაუკავშირეს, ხანაც – „პარი სენ-ჟერმენს“. თუმცა, თავად ფეხბურთელი მზად არის გუნდს ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმაროს. ეს კი ნიშნავს, რომ მინიმუმ ზაფხულამდე ის გუნდში დარჩენას აპირებს. „მართალია, რომ შარშან ცუდი ზაფხული მქონდა. ვნერვიულობდი, თუმცა, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და მზად...
სამი წელი გვარდიოლას
„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი, სამწლიანი კონტრატი გაუფორმა და 2023 წლის ივნისამდე დაიტოვა. შეთანხმების ფინანსური დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ესპანელი მწვრთნელის ხელფასი გაიზარდა. გვარდიოლა უკვე 5 წელიწადია, „სიტის“ წვრთნის. ამ დროის განმავლობაში გუნდი ორჯერ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ქვეყნის და სამჯერაც ლიგის თასი მოიგო.








