Breaking News

სენეგალის ნაკრები

სენეგალი მესამე მსოფლიო ომს იწყებს

სამშაბათს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავი მოხდა: აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის ჩემპიონის ორი თვის წინ მოპოვებული ტიტული ჩამოართვა სენეგალის ნაკრებს და ის ფინალში დამარცხებულ მარკოს გადასცა. მიზეზი: მეტოქის კარში გოლის არ-ჩათვლისა და მათ კარში პენალტის დანიშვნის გამო გაბრაზებულმა სენეგალელმა ფეხბურთელებმა მოედანი პროტესტის ნიშნად 20 წუთით დატოვეს, რაც კანონით (შეჯიბრების 82-ე და 84-ე პუნქტები)…

Read more

მართალი ყოფილა მაროკო…

ორი თვე გავიდა მას მერე, რაც სენეგალმა აფრიკის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და… გამოცხადდა, რომ მას ტიტული ჩამოერთმევა. ამიერიდან ჩემპიონი მაროკოა. ასეთი უცნაური რამ ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა. ინგლისურმა ტაბლოიდმა „სანმა’’ ვითარებაში გარკვევა სცადა. რა მოხდა? წაგებულმა მაროკომ ფინალი გააპროტესტა. მისი ხელმძღვანელობის აზრით სენეგალს გამარჯვება უნდა ჩამორთმეოდა, რადგან მისმა მწვრთნელმა ფეხბურთელები პროტესტის ნიშნად მოედნიდან გაიყვანა. მატჩი…

Read more

სენეგალი მოედნიდან გავიდა, დაბრუნდა და აფრიკის ჩემპიონი გახდა

საერთაშორისო მედიის წინაშე მას მომავალში მოუწევს წარდგომა, აფრიკის ერთა თასის ფინალის შემდეგ კი რაბატის სტადიონზე სენეგალის ნაკრების მწვრთნელის პაპე ტიავის პრეს-კონფერენცია ჩაიშალა. მიზეზი: დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა მის დაუჯერებელ გადაწყვეტილებას თამაშის მსვლელობისას გუნდი მოედნიდან გაეყვანა. ტიავი განრისხდა, რომ მსაჯმა მისი გუნდის კარში მაროკოელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა. მისი აზრით დარღვევა აშკარა არ იყო ან, უფრო ზუსტად, კონტაქტი…

Read more

აფრიკელები ნახევარფინალისტებს არკვევენ

აფრიკის ერთა თასზე მეოთხედფინალები დაიწყო. პარასკევის პირველ შეხვედრაში სენეგალმა მალის 1:0 მოუგო. პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში მალის „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ნახევარმცველი ივ ბისუმა გაუძევეს მოედნიდან. მან ორი ყვითელი მიიღო. სენეგალი გახდა შეჯიბრების პირველი ნახევარფინალისტი. მისი პირადი რეკორდი ასეთია: სენეგალის ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უკვე 16 თამაშია არ წაუგია, 11 მოიგო და 5 ფრედ…

Read more

პირველი მარცხი აფრიკის გუნდთან

თომას ტუხელმა ინგლისის ნაკრების მაისურზე მეორე ვარსკვლავის ამოქარგვს თავი დაანებოს, ფუჭი ოცნებაა, გაისად ამერიკაში გამგზავრების უფლება თუ მოიპოვა, ესეც დიდი ამბავი იქნებაო, დაწერეს ბრიტანულ მედიაში. დასკვნა გამოტანილია: „სამი ლომი’’ მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება. მან ისტორიაში პირველად წააგო აფრიკულ გუნდთან. ეს იყო ამხანაგური შეხვედრა შინ სენეგალთან – 1:3. აქამდე ინგლისელებს აფრიკელებთან 21-ჯერ ჰქონდათ ნათამაშევი. და კიდევ,…

Read more

ერი ლივერპულიდან წასვლას სთხოვს

სადიო მანემ ისეთი რამ თქვა, რასაც ბრიტანულ პრესაში სენსაციური განცხადება უწოდეს. თურმე სენეგალელი ხალხის 60-70% მის „ლივერპულიდან” წასვლას ითხოვს. ამის შესახებ 30 წლის თავდამსხმელმა პარასკევს ნაკრების პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა. მანეზე ამბობდნენ, რომ „ბაიერნში” უნდა გადასულიყო, მაგრამ თვითონ გადაჭრით ლაპარაკს არ ჩქარობს. თავდამსხმელმა თქვა: „ლივერპულელ ფანებსა და გუნდს პატივს ვცემ, მაგრამ სენეგალელი ხალხის 60-70 პროცენტს უნდა, რომ…

Read more

მანე: განა ოქროს ბურთს არ ვიმსახურებ?

სადიო მანე უკმაყოფილოა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს „ოქროს ბურთის” გამოკითხვაში სერიოზულ კანდიდატებად არ მიიჩნევენ. მას სურს გახდეს მეორე აფრიკელი, რომელიც „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში გაიმარჯვებს. პირველი, 1995 წელს, ლიბერიის დღევანდელი პრეზიდენტი ჯორჯ ვეა იყო. 2022 წელს მანეს საქმეები ისე მიდის, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს. მისი ლიდერობით სენეგალის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასი მოიპოვა. სენეგალელები მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატის…

Read more

თვალში ლაზერი, თავში საგნები

მო სალაჰს ტრიბუნებიდან თვალებში ლაზერი მიანათეს და ბოთლებიც დააყარეს — შედეგად, ეგვიპტური ფეხბურთის ლეგენდამ პენალტების სერიაში ბურთი კარში ვერ შეაგდო და „ფარაონები” მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ. სალაჰის ლივერპულელმა მეგობარმა სადიო მანემ კი თავისი წილი თერთმეტმეტრიანი გაიტანა — სენეგალის ნაკრები „ყატარი 2022″-ზე გაემგზავრება. ბედის ირონიით ეს შეხვედრა აფრიკის თასის ფინალის გამეორება გამოვიდა. მონდიალის შესარჩევი ფლეი-ოფის საპასუხო…

Read more

სადიო მანემ მო სალაჰს მოუგო

სენეგალის ნაკრები პირველად გახდა აფრიკის ჩემპიონი. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში გადამწყვეტი გოლი სადიო მანემ გაიტანა და „ენფილდზე“ რომ დაბრუნდება, ტრაბახის ექსკლუზიური უფლება მას ექნება. მანეს ეგვიპტელ თანაგუნდელ მო სალაჰს კი გაჩუმება მოუწევს. მატჩის მე-7 წუთზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ეგვიპტის კარში პენალტი დაინიშნა. „ფარაონებმა“ მსაჯთან სამი წუთი იკამათეს, შემდეგ კი სალაჰი თავის მეკარესთან გაბასკისთან მივიდა…

Read more

თუ მანეს კვირას ათამაშებენ

აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში სენეგალის ნაკრები ეკვატორულ გვინეას ხვდება. ითამაშებს კვირას წინა მატჩში ნოკდაუნსა თუ ნოკაუტში ჩავარდნილი ლივერპულელი სადიო მანე თუ არა, დიდი სჯა-ბაასის საკითხად არის ქცეული. შეგახსენებთ, რომ კაბო ვერდესთან მერვედფინალური შეხვედრის 53-ე წუთზე მანე მეტოქის მეკარე ვოზინიასთან პირისპირ შევიდა, ფეხბურთელები ერთმანეთს შეეჯახნენ და სენეგალელი ნოკდაუნში ჩავარდა. ამის მიუხედავად, თავდამსხმელმა თამაში განაგრძო და 63-ე…

Read more

კლოპის აფროხლაფორთი

„ლივერპულმა“ გადაწყვიტა რაიმე იღონოს, რათა მისი აფრიკელი ფეხბურთელები თავიანთი კონტინენტის თასზე სათამაშოდ დიდი ხნით არ წავიდნენ. ბოლოს და ბოლოს მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზეა ლაპარაკი. გასულ სეზონში მერსისაიდელთა საჩემპიონო ამბიციებს ტრავმიანობამ მიაყენა დიდი ზარალი, ახლა კი კლუბი ფეხბურთელების გარეშე შესაძლოა აფრიკის ერთა თასმა დატოვოს. სალაჰი ეგვიპტელია, მანე — სენეგალელი და არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც…

Read more

ყვითლით დამარცხებული

სენეგალი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც შეჯიბრებას ფეარ-ფლეის კრიტერიუმით, მეტი ყვითელი ბარათის გამო გამოეთიშა. დამარცხების სიმწარის მიუხედავად, აფრიკული გუნდის თავკაცი ალიუ სისე თავისი გუნდით ამაყობს და ამბობს, რომ ის ვერ ეტყოდა თავის ფეხბურთელებს სხვანაირად ეთამაშათ — რამენაირად ისე მოეხერხებინათ, რომ მსაჯებს მათთვის ნაკლები ყვითელი ეჩვენებინათ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კოლუმბიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ…

Read more