აფრიკის ერთა თასზე მეოთხედფინალები დაიწყო. პარასკევის პირველ შეხვედრაში სენეგალმა მალის 1:0 მოუგო. პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში მალის „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ნახევარმცველი ივ ბისუმა გაუძევეს მოედნიდან. მან ორი ყვითელი მიიღო.
სენეგალი გახდა შეჯიბრების პირველი ნახევარფინალისტი. მისი პირადი რეკორდი ასეთია: სენეგალის ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უკვე 16 თამაშია არ წაუგია, 11 მოიგო და 5 ფრედ ითამაშა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე „ევერტონის’’ თავდამსხმელმა ილიმან ნდიაიემ გაიტანა.
მედია წერს, რომ გამარჯვების მიუხედავად სენეგალის ეროვნულმა გუნდმა დამაჯერებლად ვერ ითამაშა. ამაზე ანგარიშიც მეტყველებს. ბოლო ოთხ წელიწადში, აფრიკის ერთა თასის ფინალურ ეტაპზე (2021, 2023, 2025) სენეგალს შეხვედრა ასეთი მცირე ანგარიშით არ მოუგია. მისი შემდეგი მეტოქე ეგვიპტესა და კოტ დ’ივუარს შორის გამარჯვებული იქნება.
პარასკევის მეორე თამაში კი კამერუნსა და ჩემპიონატის მასპინძელ მაროკოს შორის გაიმართა. ეს გახლდათ კონტინენტის ორი ძლიერი საფეხბურთო ქვეყნის დაპირისპირება, რომელშიც ფავორიტად მაროკო ითვლებოდა. მიზეზი ძნელი მისახვედრი არ არის: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში კამერუნი მაროკოელებს იოლად არაფერს უთმობს, შინ თამაში მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია.
მაროკოელთაგან გოლები გაიტანეს „რეალის’’ ნახევარმცველმა ბრაჰიმ დიასმა და „ეინდჰოვენის’’ ისმაელ საიბარიმ. მაროკო ნახევარფინალში ნიგერიასა და ალჟირს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
