ჭდე: საფრანგეთი

Home საფრანგეთი
სწავლა სიბერემდეო
ჩანაწერი

სწავლა სიბერემდეო

სწავლა სიბერემდეო და, საფრანგეთის ნაკრების ექვსი გულშემატკივარი ევროპის გეოგრაფიის შესწავლას ახლა აპირებს. საქმე ის არის, რომ ზემოთ ნახსენები ექვსეული 19 ივნისს საკუთარი ქვეყნის ნაკრების მხარდასაჭერად ბუქარესტში გაემგზავრა, მაშინ, როდესაც ფრანგებს თამაში ბუდაპეშტში ჰქონდათ. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ფრანგები ვერ მიხვდნენ სად იმყოფებოდნენ. არადა, გზად უკრაინელ გულშემატკივრებს შეუერთდნენ, რომლებიც ორი დღით ადრე ჩავიდნენ ბუქარესტში, სადაც ავსტრიასთან...

ვილის გზა
ჩანაწერი

ვილის გზა

ქართული ფეხბურთის 31-ე წლისთავზე ეროვნულ გუნდს 21-ე მწვრთნელი ჰყავს. მერვე უცხოელი, მეორე ფრანგი… ის 43 წლის ვილი სანიოლი გახლავთ. წარსულში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს 2006 წლის 2 სექტემბერს თბილისში, განახლებული „დინამო არენის“ გახსნაზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია. ფრანგებმა 3:0 მოიგეს. სანიოლის „მამლების“ მაისური 58-ჯერ მოურგია. საკლუბო დონეზე კი, „სენტ ეტიენში“, „მონაკოსა“ და მიუნხენის „ბაიერნში“ უბურთავია. მშვენიერი საფეხბურთო...

ვის შევჩივლო, მარადონა მკვდარია…
ჩანაწერი

ვის შევჩივლო, მარადონა მკვდარია…

გეხსომებათ საფრანგეთის ნაკრების ექსდამრიგებელი რაიმონ დომენეკი. მუსიე რაიმონი 2004-2010 წლებში წვრთნიდა „მამლებს“ და 2006-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალსაც უწია. და რა შუაშია მარადონა? დიეგო თავად 68 წლის ფრანგმა გაიხსენა, რომელიც ფრანგულსავე „ნანტში“ სამუშაოდ სეზონის ბოლომდე მიიწვიეს. „მინდოდა, გუნდში მარადონა ამეყვანა, მაგრამ მკვდარია და რა ვქნა?! იმ კონტინგენტით უნდა დავკმაყოფილდე, რომელიც გვყავს. იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ვერავის დავიმატებთ,“...

ჩანაწერი

მშვიდობით, პაპა

გახსოვთ პაპა ბუბა დიოპი? როგორ არ გეხსომებათ ეს სენეგალელი გოლიათი, მეტსახელად „გარდერობი“, ვინაც 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარსკვლავებით გაძეძგილი საფრანგეთი დაასამარა. ფაბიენ ბარტეზის კარში მის მიერ გატანილი გოლით ჩემპიონატი სენსაციურად გაიხსნა. მესამე წრეში დიოპის დუბლით სენეგალმა ურუგვაისთან 3:3 ითამაშა და ჯერ მერვედ, მერე მეოთხედფინალში გავიდა. ეს წარმოუდგენელი მიღწევა დიდწილად დიოპის დამსახურება იყო. მოგვიანებით, პრემიერლიგაში ჭიდილებისას...

მზიანი ღამე
ჩანაწერი

მზიანი ღამე

ბევრი ჩემი კოლეგის თუ უბრალოდ ქართული ფეხბურთის ქომაგის მოსაზრება წავიკითხე. ბუნებრივია, ბელარუსთან მოგება ყველას უხარია, მაგრამ საყვედურიც ბევრი იყო – თამაშის ხარისხი არ გვივარგოდაო. კარგით, რაა… მივიგეთ! თავად ეს ვიკმარე და თანახმა ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 90-წუთიანი უსახური თამაშით გავიმარჯვოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს ბიჭებს, მათ შორის სულ ყმაწვილებსაც, ქართული ფეხბურთის რამდენიმე თაობის წინაშე ვალი დააწვათ...

ამაშუკელი „რვა ერის“ მატჩებში!
ჩანაწერი

ამაშუკელი „რვა ერის“ მატჩებში!

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩს მოემსახურება. 22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრაში უეინ ბარნსის, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისის დამხმარე იქნება „ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის...

ფელიშმა გოლი დააჭაშნიკა
ჩანაწერი

ფელიშმა გოლი დააჭაშნიკა

20 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიშმა მეექვსე მატჩი ჩაატარა ერონული გუნდის შემადგენლობაში და სადებიუტო გოლით გამოირჩა. ეს ხორვატისთან (4:1) მოგებულ მატჩში მოხდა. „ხან ძელს გავარტყი ბურთი, ხანაც მეკარეები თამაშობდნენ შესანიშნავად. როგორც იქნა, გამიმართლა და გავიტანე. ბედნიერი ვარ, რომ ამჯერად ყველაფერი გამომივიდა. კმაყოფილი ვარ. საერთოდ, მთელმა გუნდმა ძალიან ძლიერ მეტოქესთან ჩინებული მატჩი ჩავატარეთ. ბევრი მომენტი შევქმენით,...

საფრანგეთი თასით იწყებს
ჩანაწერი

საფრანგეთი თასით იწყებს

თავდაპირველად, საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე აკრძალა და ქვეყნის ჩემპიონატიც ვადაზე ადრე დაასრულა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა. ოღონდ ეს ჯერ საფეხბურთო ლიგა 1-ს არ ეხება. უკვე დადგენილია, რომ 11 ივლისიდან საფრანგეთში გუნდურ ტურნირებს დაუშვებენ. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაბამისად მიიღეს, რაც ეროვნულ ფედერაციას საშუალებას მისცემს საფრანგეთისა და ლიგის...

ფეხბურთის ყურების დროს
ჩანაწერი

ფეხბურთის ყურების დროს

ამ სვეტს რომ ვწერ თქვენთვის, ძვირფასო ტელემაყურებლებო, „საფრანგეთის ტურნირის“ ბოლო მატჩი მიმდინარეობს. მეზობელთა შორის თამაშს საომარი პირი უჩანს, ხომ არ შეიძლება, რომ გამუდმებით ფრეები ჩაიწერო აქტივში და იძახო, მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს, კმაყოფილი ვარო? ბოლოს და ბოლოს, თამაშს ხალხი ესწრება და თვით საქართველოშიც, სადაც ძალიან კარგად და აზრიანად თამაშობენ ფეხბურთს, არაერთი მწვრთნელი ღამეს სტეხს, ახალი...

ესპანური კალათბურთის ევერესტი
ჩანაწერი

ესპანური კალათბურთის ევერესტი

ვისაც არ უნდა მოეგო ფინალი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდებოდა. არგენტინა თუ შორეულ 1950 მოპოვებული ოქროთი იწონებდა თავს, ესპანეთს აგერ, 2006 წელს ჰქონდა ნაგემი ტრიუმფი. მარკ გაზოლი ძმასთან NBA-ს ჩემპიონობაში 1:2 კი აგებს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონობაში აქეთ მოუგო 2:1. სამი მეოთხედის შემდეგ ესპანეთი უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო (23:14, 20:17, 23:16). არ ჰგავდა არგენტინა 19 ქულის 10...