თბილისში, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მისია უნდა აღსრულდეს, და არა მარტო თბილისში, არამედ არანორმალურად ლამაზი საქართველოს ყველა კუთხეში ყველა სამშაბათის თამაშზე ფიქრობს. ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ამ შეხვედრას არ წააგებენ და მარჩინიაკის საფინალო სასტვენის შემდეგ ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე სწორედ მათი გუნდი გავა. ეს საბერძნეთისთვის აუტანელი სტრესია, არა? ან იქნებ პირიქითაა და ის, რაც...
ჭდე: საბერძნეთის ნაკრები
მეტოქე: ფოტის იოანიდისი
ვინ არის საბერძნეთის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი? ევრო 2024-ის შესარჩევი ფლეი-ოფის ნახევარფინალში, ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ამ პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში 24 წლის ფოტის იოანიდისმა ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ბერძნებმა მოიგეს 5:0. იოანიდისს flashscore-მა 7.5 ქულა დაუწერა. „პანათინაიკოსის” 24 წლის თავდამსხმელმა, რომლის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა, მოედანზე 63 წუთი დაჰყო, შემდეგ კი ის პაოკ-ის...
ფრთხილად, მარჯვნივ მასურასია
საბერძნეთის ეროვნული გუნდი თბილისში საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ამ შეხვედრას ბერძნული პრესა ათწლეულის მატჩს უწოდებს. მისი გამარჯვებული ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდება. საქართველომდე კი ბერძნებს ჰქონდათ ნახევარფინალი ყაზახეთთან, რომელიც შთამბეჭდავად მოიგეს – 5:0. ეს შეხვედრა საბერძნეთის გუნდმა მეტად ეფექტურად ჩაატარა, თუმცა საიტი sport24 მაინც გამოარჩევს ერთ ფეხბურთელს — „ოლიმპიაკოსის” 30 წლის მარჯვენა ნახევარმცველ-გარემარბ გიორგიოს მასურასს....
საბერძნეთის ნაკრებმა საღამო რესტორანში გაატარა
საბერძნეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის გზაზე, შესარჩევი ტურნირის ნახევარფინალში ყაზახეთს 5:0 მოუგო და 26 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ფინალს თამაშობს. ყაზახებთან შთამბეჭდავმა გამარჯვებამ მთელი საბერძნეთი ოპტიმიზმით აღავსო. როგორც sport24 წერს, 22 მარტს, განმუხტვისა და დასვენების მიზნით ნაკრების ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა რამდენიმე საათი ათენის ცენტრში, ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში გაატარეს. ეს იყო სადილი შესარჩევი შეჯიბრების ვნებათაღელვასთან...
ბერძნების ერთი საღამო, ერთი ოცნება, ერთი ბრძოლა!
ევრო 2024-ის შესარჩევი ფლეი-ოფის მეორე ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა ყაზახეთს 5:0 მოუგო და 26 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ფინალის სათამაშოდ ჩამოდის. გთავაზობთ ამონარიდებს ბერძნული საიტის sport24-ის წერილიდან, რომელსაც ჰქვია „შეუპოვარ თაობას ცოდვათა გამოსყიდვამდე ერთი თამაშიღა დარჩა”. „საბერძნეთის ნაკრებმა შეძლო ყაზახეთთან სამკვდრო-საციცოცხლო შეხვედრა საზეიმო წვეულებად ექცია და ახლა საქართველოსთან „ფინალს” ელოდება. შეხვედრას, რომელიც მას ათწლიანი შესვენების შემდეგ...
საბერძნეთმა საქართველოში ყაზახეთი გამოუშვა
ჩრდილო ირლანდიელ ჯონი ევანსი ნაკრებში მე-100 თამაშს ატარებდა, მაგრამ ზეიმი არ გამოუვიდა. ევანსს და მის თანაგუნდელებს საბერძნეთმა მოუგო 3:1. ამ შეხვედრის ანგარიშს ინტერესით ველოდით საქართველოში, რადგან მასზე იყო დამოკიდებული თუ ვინ შეგვხვდებოდა ერთა ლიგის ფორმატით ევრო 2024-ის შესარჩევის ნახევარფინალში. გაირკვა, რომ 2024 წლის მარტში საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს, საბერძნეთი — თურქეთს, გამარჯვებულები კი ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს....
საბერძნეთის და კოსოვოს პროქართული შედეგი
კოსოვოში 2:1 და შინ, შვედეთთან 2:0 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრების B ჯგუფის ცხრილში ბევრი ვეღარაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ბერძენთა და კოსოვართა ბოლო ტურის დაპირისპირების სამი შესაძლო შედეგიდან ყველაზე სასიამოვნო ალბათ სწორედ ფრე უნდა ყოფილიყო. საბერძნეთს რომ მოეგო, 12 ქულას მოაგროვებდა და 7 ქულიან საქართველოს საგრძნობლად გაუსწრებდა. კოსოვოს რომ მოეგო, მასაც 7 ქულა...
კვირას სევილიაში ჯოჯოხეთს ველით
პაბლო სარაბიას მიერ პირველი ტაიმის 26-ე წუთზე გატანილმა პენალტმა ესპანეთის ნაკრებს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე სამი ქულა მოუტანა. ლუის ენრიკეს გუნდმა საბერძნეთს 1:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შესარჩევი შეჯიბრების ბოლო ტურში ესპანელები სევილიაში შვედებს უმასპინძლებენ. გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება „ყატარი 2022“-ზე. „ლა როხას“ ფრეც ყოფნის. არადა, აქამდე B ჯგუფის ცხრილს შვედები...
შვედეთი ჩვენი ჯგუფის ლიდერია
შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ B ჯგუფს სათავეში მოექცა, ესპანეთს გადაასწრო. საამისოდ მან შინ 2:0 მოუგო საქართველოდან გამარჯვებით ჩასულ საბერძნეთს. გოლები გაიტანეს ემილ ფორსბერგმა, პენალტით და ალექსანდერ ისაკმა. არადა, შეხვედრის პირველი მომენტები ბერძნებმა შექმნეს. სულ თავიდან ტასოს ბაკასეტასმა გიორგოს მასურასი მახვილი კუთხიდან შეიყვანა სახიფათოდ, მაგრამ მან გარედან გაარტყა ბადეს ბურთი. მასურასმა ერთი ხნის შემდეგ გოლიც გაიტანა,...
ბექემი: იმ დღეს ფანებმა მაპატიეს!
ზუსტად 20 წელი გავიდა მას მერე, რაც დევიდ ბექემმა საბერძნეთის ნაკრებთან შესარჩევი შეხვედრის წამატებულ დროში უზადო საჯარიმო დარტყმით ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საგზური მოუტანა. და ეს საჯარიმო დარტყმა ინგლისური ფეხბურთის ლეგენდარული ეპიზოდების ნუსხაში მოხვდა. მიზეზი: მომენტის დრამატიზმი და დარტყმის ეფექტურობა. ამბავი „ოლდ ტრეფორდზე“ მოხდა. მაშინ ბექემი ინგლისელ გულშემატკივართა ნომერ პირველ მტრად ითვლებოდა. მან...









