სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ერთადერთი გამარჯვება აშორებს მიღწევამდე, რომელიც მას ლეგენდათა შორისაც კი გამორჩეულად აქცევს. თუკი კვირას ნოვაკი US OPEN-ის ფინალში რუს დანიილ მედვედევს დაამარცხებს, კარიერაში 21-ე სლემტიტულს მოიპოვებს და ვაჟთა ჩოგბურთის ერთპიროვნული რეკორდსმენი შეიქნება. სადღეისოდ ის რეკორდს (20-20 სლემტიტული) როჯერ ფედერერთან და რაფაელ ნადალთან იყოფს. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, რაც აშშ-ის ღია პირველობის ამ...
ჭდე: როჯერ ფედერერი
ნადალი: მალე გაზაფხული მოვა
ესპანელმა რაფაელ ნადალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ ტურნირებში არ იასპარეზებს. „იძულებული ვარ გაცნობოთ, რომ ჩემთვის 2021 წლის სეზონი დასრულებულია. ფეხის ტკივილით დატანჯულმა ვისაუბრე ჩემს ექიმებთან, ოჯახის წევრებთან და გადავწყვიტე, დავისვენო და ვიმკურნალო. ბოლო ერთი წლის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი ტურნირი, მათ შორის უიმბლდონი და ოლიმპიადა გამიცდა. ვერც თამაშისგან და ვერც ვარჯიშისგან სიამოვნებას...
როჯერ, როდემდე?
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა გაავრცელა განცხადება, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს და მათ შორის US OPEN-ს გამოტოვებს. „ვესაუბრე ექიმებს და მითხრეს, რომ ოპერაცია მჭირდება. რეაბილიტაციის გათვალისწინებით ეს საკმაო დროს წაიღებს და ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, ჯანმრთელი ვიყო და იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები“, – განაცხადა როჯერმა. ყველა დროის ერთერთ უდიადეს მეჩოგნეს სიტყვაც არ დასცდენია...
ნოლე – 20!
9-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 6-ჯერ უიმბლდონი, 3-ჯერ ამერიკის ღია პირველობა, 2-ჯერ „როლან გაროსი“ – ეს ნოვაკ ჯოკოვიჩის ის მონაგარია, რითაც დღეიდან უკვე მსოფლიო ჩოგბურთის დიდებულებს – როჯერ ფედერერსა და რაფა ნადალს გაუთანაბრდა… დიახ, სადღეისოდ რეიტინგის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მე-6 მოიგო უიმბლდონი და ჯამში მე-20 გრანდ სლემი მოიპოვა. ფინალში სერბმა ვარსკვლავმა იტალიელ მატეო ბერეტინის ოთხ...
მაესტროს ძილი მოერია…
დიდი როჯერ ფედერერი „უიმბლდონს“ დაემშვიდობა… დაემშვიდობა წლეულს და შესაძლოა… 8 აგვისტოს „მაესტროს“ 40 წელი შეუსრულდება, ასეთ ასაკში კი: „დავიღალე, დიდი სიამოვნებით დავიძინებდი აქვე. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ მატჩის წაგება, თუმცა ვთვლი რომ 39 წლის ასაკში მეოთხედფინალში გასვლა ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ლონდონში გაისადაც, თუმცა ჩემს ასაკში წინასწარ ვეღარაფერს დაგეგმავ“,...
ფედერერი პარიზში დაიღალა
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა „როლან გაროსი“ დატოვა. 39 წლის ვეტერანი მერვედფინალში მატეო ბერეტინის 7 ივნისს უნდა დაუპირსიპირებოდა, მაგრამ თუ „მხირული როჯერის“ სიტყვებით ვენდობით, იტალიელი მეოთხედფინალში უბრძოლველად გავა. „მერვედფინალში ვარ და ეს დადებითი შედეგია, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ტურნირის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. ასეთ დატვირთვებს ჩემთვის ძალიან დიდი ენერგია მიაქვს და შესაძლოა, რომ ამ ეტაპზე დასვენება...
ბასილაშვილის მაიამური ბადე
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირაში მაიამის პრესტიჟულ ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 4.299.205 დოლარია, ხოლო გამარჯვებული 1.000 ქულას მიიღებს. ბასილაშვილი, რომელიც გასულ კვირაში ორი ადგილით დაქვეითდა და ახლა რეიტინგში 38-ე ჩოგანია, ტურნირზე 27-ე ნომრადაა განთესილი. ეს იმის გამო, რომ რამდენიმე წამყვანმა ჩოგბურთელმა მაიამიში თამაშზე უარი თქვა, მათ შორის დიდმა სამეულმა – ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რაფა ნადალმა და...
ფედერერმა ტოკიოს დაუმიზნა
შვეიცარიელი ჩოგბურთელი, „დიდი მუზარადის“ 20-გზის გამარჯვებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი აცხადებს, რომ წლეულს მისი მთავარი მიზანი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებაა. „ჩემი უმთავრესი მიზანი ოლიმპიადაა. სამწუხაროდ, 2016 წელს რიოში გამართული თამაშები გამოვტოვე. ვიმედოვნებ, რომ ტოკიოში დავბრუნდები. მთავარია, იმ დროისთვის კარგ ფორმაში ვიყო“, – განაცხადა ფედერერმა. შეგახსენებთ, რომ „მხიარული როჯერმა“ 2008 წელს, პეკინში, წყვილთა თანრიგში მოიგო ოლიმპიური ოქრო....
ბასილაშვილი დოჰას ფინალშია
საათსა და 15 წუთში დაამარცხა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკელი ტაილორ ფრიცი და დოჰას საერთაშორისო ტურნირის ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში იმარჯვა. არადა, ნიკოლოზმა ცუდად დაიწყო და მეორე გეიმივე დათმო. ბევრი აქაც სამსეტიანი ბრძოლისთვის განაწყო, მაგრამ მერე და მერე მან უმაღლეს დონეზე ითამაშა, იქვე უკუბრეიქი გააკეთა, თამაში გაათანაბრა და მერე ტაიბერიკზეც იმარჯვა – 7:2. ჩვენიანი მეორე...
არის! ნიკამ ფედერერი გაიარა!
ეს ის შემთხვევაა, როცა ტურნირის რანგს და საპრიზო ფონდს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, რატომაც არა, როცა შვეიცარიელი გენიოსის – როჯერ ფედერერის კორტზე დაბრუნებას სპორტული სამყარო შარშანდელი იანვრიდან ელოდა. მერე? მერე, დოჰას ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილს გადაეყარა და სახლში წასასვლელი ბილეთიც აიღო. ნიკამ სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 მოიგო. მთელი თამაში ფედერერის დონეზე აწვდიდა მეორე ცდიდან და...









