ჭდე: როლან გაროსი

Home როლან გაროსი
საფრანგეთმა ფედერერი დაკარგა
ჩანაწერი

საფრანგეთმა ფედერერი დაკარგა

38 წლის შვეიცარიელი ვეტერანისთვის სათიხნარო სეზონი ყოველთვის არასასიამოვნო ეტაპი იყო, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თავი არასოდეს აურიდებია. წლეულს ასეთი გამონაკლისი სრულმასშტაბიანია – როჯერ ფედერერი მთელ სათიხნარო სეზონს გამოტოვებს. დუბაის, ინდიან-უელსის, ბოგოტას და მაიამის ტურნირების გარდა როჯერი საფრანგეთის ღია პირველობიდანაც მოიხსნა. „მარჯვენა მუხლი სერიოზულად მაწუხებდა. ტესტების შემდეგ ართროსკოპიული ოპერაციის გაკეთება გადაწყდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მადლობა ყველა...

მხოლოდ პარიზში
ჩანაწერი

მხოლოდ პარიზში

პროფესიონალ ჩოგბურთელთა დიდი ნაწილი კარიერას ისე ასრულებს ATP-ის ტურნირის მოგება სანატრელი აქვს, ზოგს კი მხოლოდ ერთ საფარზე თერთმეტი ჯილდო აქვს მირებული, მაგრამ მაინც გული ეთანაღრება. თან, ფიქრობთ ამ თერთმეტში რაიმე დაბალი დონის ტურნირებზეა საუბარი? ყველაფერი რაც გინდა, 500-იანი კატეგორიით დაწყებული, მასტერსებით გაგრძელებული და დიდი სლემით დამთავრებული. …მაგრამ ის მაინც უკმაყოფილოა და ამის გამო ზედიზედ 2...

ჩოგბურთის დი კაპრიო…
ჩანაწერი

ჩოგბურთის დი კაპრიო…

… ეს ახლა შეარქვეს, თორემ სოფია კენინს უფრო ხშირად მაკოლეი კალკინს ადარებდნენ – ერთი როლის ტყვეობაში ჩარჩენილ მსახიობს. ამ გოგონამ 21 წლის ასაკში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, თუმცა ვუნდერკინდი გოგონასგან მსგავს ტრიუმფს ადრეც ელოდნენ. ამადაც ადარებენ ლეონარდო დი კაპრიოს, ვინაც 41 წლის ასაკამდე ელოდა ნანატრ „ოსკარს“. 21 წელიწადი ბევრი არ არის, მაგრამ კენინმა მაინც დაიგვიანა....

ოთხი კი
ჩანაწერი

ოთხი კი

ღმერთმა უწყის ეს ბოლო მცდელობა იქნება თუ არა, მაგრამ მაესტრომ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეცადოს ბულონის ტყიდან მატადორი განდევნოს. ყველა წინა მცდელობა უშედეგო გამოდგა. მართალია, მას „როლან გაროსი“ მოგებული აქვს, მაგრამ ამას აწ უკვე ყოფილ შვედ ჩოგბურთელს რობინ სოდერლინგს უნდა უმადლოდეს, რომელმაც 2009 წელს წარმოუდგენელი სენსაცია მოახდინა და რაფაელ ნადალი ტურნირიდან გამოთიშა, თავად კი ფინალში გააღწია...

შეყვარებული სიმონა
ჩანაწერი

შეყვარებული სიმონა

როლან გაროსისა და უიმბლდონის მოგების შემდეგ, მკერდმშვენიერი სიმონა ჰალეპის ცხოვრებაში სასიყვარულო ურთიერთობის დრო დადგა. რუმინელმა ჩოგბურთელმა ვეღარ დამალა, რომ 13 წლით უფროს თანამემამულე ბიზნესმენ ტონი იურიჩს ხვდებოდა. ყვითელი პრესის მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალის შემდეგ, სიმონას სხვა გზა აღარ დარჩა. „ახლა უფრო მშვიდი და გახსნილი ვარ. მყავს მეგობარი, ვისთანაც თბილი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ამაზე...

ჯერ მაჯა, ახლა მუხლი
ჩანაწერი

ჯერ მაჯა, ახლა მუხლი

უიღბლობაზე თუ ვინმეს შეუძლია დაიწიწუნოს, ერთ-ერთი უდავოდ ხუან მარტინ დელ პოტროა. არგენტინელი მეჩოგნე ტრავმებმა იმდენად გააწამა, აღარც გაგვიკვირდება ერთ დღესაც, ცხელ გულზე, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს. თავად განსაჯეთ: წლეულს, დელ პოტრო იძულებით მესამე დიდი სლემის ტურნირს გამოტოვებს. ერთადერთი მეიჯორი, რომელშიც მან თამაში შეძლო როლან გაროსი იყო და იქაც თავი არ შეირცხვინა. იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელს...

მაშა მწვრთნელმაც მიატოვა
ჩანაწერი

მაშა მწვრთნელმაც მიატოვა

მსოფლიოს ექსპირველ ჩოგან მარია შარაპოვას კარიერის შემოდგომა უდგას. თავის დროზე მაშას ყველა სლემტიტული აქვს მოგებული, „როლან გაროსზე“ კი სულაც ორჯერ იპირველა. 2011-2013 წლებში მისი მწვრთნელი შვედი ტომას ჰოგსტედი იყო. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მაშას 2012 წლის ტრიუმფი „როლან გაროსზე“. მერე ურთიერთობა შეწყდა, მაგრამ შარშან შარაპოვამ ნაცად კადრს ერთხელაც უხმო. 32 წლის ვეტერანისთვის სამწუხაროდ, ამ საქმიდან...

ტიმმა, ტოკიო არაო
ჩანაწერი

ტიმმა, ტოკიო არაო

ოლიმპიური თამაშები ოთხწლეულის ყველაზე მასშტაბური, გრანდიოზული, პრესტიჟული და მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმია, რომელშიც არათუ გამარჯვება ან მედლის მოპოვება, მონაწილეობაც კი საამაყოა. ჩოგბურთი, ზაფხულის ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, თუმცა მხოლოდ 1924 წლამდე. შემდეგ სამეფო სპორტი გარკვეულ მიზეზთა გამო ოლიმპიურ თამაშებს ჩამოშორდა და ხელახლა 1988 წლიდან შეიტანეს ოლიმპიურ პროგრამაში. სხვა სპორტის სახეობების წარმომადგენლებისგან...

ტატიშვილს გულით  წაუგია
ჩანაწერი

ტატიშვილს გულით  წაუგია

ამას წინათ ვწერდით, წლევანდელ ამერიკის ღია პირველობაზე, სარეკორდო საპრიზო ფონდი – 57 მილიონი დოლარი იქნებაო. რა თქმა უნდა, ეს კოლოსალური თანხა, ტურნირის ყველა ეტაპზე, ერთეულთა თანრიგში, წყვილთა თუ შერეულ წყვილთა შორის გამარჯვებულ-დამარცხებულებზე გადანაწილდება და ცხადია, შესაბამისი რაოდენობის იქნება… დიდ სლემებზე  წმინდა სპორტულის გარდა სხვა წესებიც მოქმედებს, რასაც სპორტსმენთა მხრიდან მაყურებლების პატივისცემა და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება...

კორი, ამერიკის ღია პრობლემა
ჩანაწერი

კორი, ამერიკის ღია პრობლემა

ახლახანს დასრულებულ „უიმბლდონზე“ წარმატებული თამაშით მან ჩოგბურთის უამრავი ქომაგის გული მოიგო, ხოლო სამეფო სპორტის სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია და წარმატებული გამოსვლითო რომ ვამბობთ, რა თქმა უნდა, ჩემპიონობას ან თუნდაც ნახევარფინალში ან ფინალში გაღწევას არ ვგულისხმობთ. თინეიჯერულ ასაკში დიდი სლემის ტურნირზე თუნდაც 3 ეტაპის გავლა სახუმარო საქმე ნამდვილად არ გახლავთ. ჩოგბურთის ქომაგი მიხვდება,...