„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, აჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა რიო ფერდინანდმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „ლივერპულის“ გამოსვლაზე ისაუბრა. „არ ველოდი, რომ „ლივერპული“ ამ სეზონში ცხრილის სათავეში მოექცეოდა და ტიტულის მოპოვებისთვის იბრძოლებდა. მეგონა, მერსისაიდელების მაქსიმუმი ოთხეულში მოხვედრა იქნებოდა, რას ვიქირებდი რომ ისევ „მანჩესტერ სიტისთან“ დაიწყებდნენ ბრძოლას. მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, ქალაქელების მთავარი მეტოქე „არსენალი“ გახდებოდა, მაგრამ ეს უბრალოდ...
ჭდე: რიო ფერდინანდი
პეტრ ჩეხი და რიო ფერდინანდი დიდების დარბაზში
„ჩელსისა“ და „არსენალის“ ყოფილი მეკარე პეტრ ჩეხი, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი, გულშემატკივრებისა და ექსპერტების ონლაინ გამოკითხვის კვალად, პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. დიდების დარბაზში შეყვანა ლიგის უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოა. დარბაზი აღიარებს და პატივს სცემს იმ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინგლისის პრემიერლიგის განვითარებაში, მისი დაარსებიდან (1992). შეგახსენებთ, რომ პეტრ...
რონალდუ მანჩესტერში ვეღარ დაბრუნდება
„მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არის კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტი დახიოს. მიზეზი: ინტერვიუ, რომელიც პორტუგალიელმა ჟურნალისტ პირს მორგანს მისცა, სადაც კლუბი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. რონალდუს ყოფილი თანაგუნდელი რიო ფერდინანდი კი ამბობს, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშესაც სწორედ ეს უნდა. ფერდინანდმა თქვა: „არ მგონია უკან დასახევი გზა არსებობდეს. მეეჭვება კლუბმა ის დაიბრუნოს. არც ის მგონია, რომ მას თავად უნდოდეს...
ლუკა თუ მუკა! სახელს რა მნიშვნელობა აქვს
„რეალი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, რაშიც ლუკა მოდრიჩმა უდიდესი როლი შეასრულა. წუხელ, „სანტიაგო ბერნაბეუზე” „ჩელსი” საოცრებას სჩადიოდა: მასპინძლებს 3:0-ს უგებდა (გოლები: მეისონ მაუნტი, ანტონიო რუდიგერი, ტიმო ვერნერი) და პირველ შეხვედრაში წაგებული 1:3 საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე თითქმის ამოტრიალებულიც ჰქონდა, მაგრამ საქმეში მოდრიჩი ჩაერთო. მან ლონდონელთა საჯარიმოში ბრწყინვალე გრძელი პასი მიაწოდა როდრიგოს, რომელმაც ერთი შეხებით...
რიო ფერდიანდი: რუნი ქუჩის ფეხბურთელი იყო
ხომ თქვა უეინ რუნიმ რიო ფერდინანდზე ამპარტავანი, ქედმაღალი ვინმეაო, ჰოდა ყოფილი თანაგუნდელის პასუხმაც არ დააყოვნა. ვეტერანები — ფორვარდი და მცველი — ერთად 2004-14 წლებში, „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდნენ. „სარბიელის” მკითხველმა იცის, რომ რუნის მოგონებების საღამო ჰქონდა — ვახშამი, სადაც შეკრებილ საზოგადოებას ბევრი რამ ხალისით, გულწრფელად უამბო. და მის მიერ მოყოლილ ამბებს შორის იყო მისი და ფერდინანდის...
რონალდუ კარგად ვეღარ თამაშობს, მაგრამ ნერვებს ისევ შლის
როდესაც უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ინგლისის ნაკრებში ბრწყინავდა, გულშემატკივარს ხომ უყვარდა და უყვარდა, მაგრამ მის მიმართ თანაგუნდელებიც მეგობრულად იყვნენ განწყობილნი. არადა, „დერბი ქაუნთის“ დღევანდელი თავკაცი ბიჭებზე თურმე სახალისო ისტორიებს აგროვებდა და შაბათს, მანჩესტერში გამართულ ვახშამზე, საზოგადოებას მათი ნაწილი უამბო. აი, მაგალითად რა თქვა თავისი ოდინდელი პარტნიორის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ: „კრიშტიანუ ძალიან ძლიერი და იმავდროულად...
რიო ფერდინანდი: პოჩეტინოს ნურაფერს დააბრალებთ
რიო ფერდინანდმა არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო დაიცვა. მან თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნაში მას ბრალი არ მიუძღვის. მოგეხსენებათ, პარიზელები, რომელთაც პირველ შეხვედრაში „რეალთან“ 1:0 ჰქონდათ მოგებული, საპასუხოში კვლავ დაწინაურდნენ 1:0, მაგრამ მეორე ტაიმში ქარიმ ბენზემამ 17 წუთიან მონაკვეთში მათ სამი გოლი გაუტანა და შეჯიბრებიდან გამოთიშა. ამ მარცხის გამო პოჩეტინოს სამსახურის დაკარგვა ემუქრება....
ლივერპულმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მოიგო
„ლივერპულმა“ მილანში, „ინტერის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ციდან ვარსკვლავები ნამდვილად ვერ მოწყვიტა, მაგრამ 2:0 მოიგო. მერსისაიდელებმა მტკიცე ხასიათი და გამარჯვებისადმი ლტოლვა გამოამჟღავნეს. აშკარაა, რომ ისინი 28 მაისს, პეტერბურგში, ფინალში თამაშს უმიზნებენ. „მთავარი ის კი არ არის, რომ ყველა შეხვედრაში ათიანზე ითამაშო. ამა თუ იმ მატჩის მსვლელობისას რასაკვირველია იქნება მონაკვეთები, როდესაც გაგიჭირდება, იჯახირებ, მაგრამ უნდა გაუძლო,...
ახალი ოლე
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი ფიქრობს, რომ „ლივერპულის“ თავდამსხნელი დივოკ ორიჯი, მისი ყოფილი თანაგუნდელის ანალოგიური ვარიანტია – რასაც აკეთებდა ოლე გუნარ სულშერი ორიჯიც იგივეს იმეორებსო. შეგახსენებთ, ნორვეგიელს 91 გოლიდან 17 თამაშში შეცვლაზე შესულს აქვს გატანილი. ინგლისურად ამას უწოდებენ ,,super sub”-ს, ანუ სუპერშეცვლა, ჩვენებურად – ოქროს სათადარიგო. თამაშში ჩართვის შემდეგ გატანილი გოლებით, ოლემ „მანჩესტერს“ ბევრი...
ვეტერანები ერთმანეთს მისდგნენ
ინგლისში ერთმანეთს ვეტერანებმა შეუტიეს. ჯეიმი კარაგერი და რიო ფერდინანდი ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ, მაგრამ „სიბერეში“ ერთმანეთზე მწარეების ლაპარაკი დაიწყეს. ჯერ ფერდინანდმა თქვა კარაგერზე აუგი, მერე კი კარაგერმა უპასუხა. ყველაფერი კარაგერის და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტნის როი კინის ცხარე კამათით დაიწყო. კამათის მიზეზი გახლდათ კრიშტიანუ რონალდუ. კინმა პორტუგალიელი აქო, „ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა კი აკრიტიკა. ფერდინანდის კომენტარიც ამის...









