AS: „მან ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ სამი ან ოთხი უნდა გაეტანა. ის შეხვედრაში ძალიან ჩართული და საშიში იყო, მაგრამ სიზუსტე აკლდა’’. AS (სხვა წერილიდან): „მეორე ტაიმში პეპეს ორი მომენტი ჰქონდა, მიქაუტაძეს კი სამჯერ აშკარად შეეძლო გოლი გატანა. მეტოქის კარის წინ ბევრი უზუსტობა რომ არ მოსვლოდა ქართველს გულშემატკივრები მოედნიდან ხელში აყვანილს გაიყვანდნენ’’. ტექნიკურად უფრო სწორად რომ...
ჭდე: რეალ სოსიედადი
ფლიკი წაგებას მსაჯებს არ აბრალებს
„ბარსელონამ’’ ბოლო 12 შეხვედრაში პირველად წააგო. მას სან სებასტიანში „რეალ სოსიედადმა’’ აჯობა – 2:1. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ტურის შემდეგ ლა ლიგის ცხრილში კატალონიელთა უპირატესობა „რეალთან’’ ერთ ქულამდე შემცირდა. მატჩის შემდეგ „ბლაუგრანას’’ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თქვა, რომ თავისი ფეხბურთელების გუნდური თამაშით უკმაყოფილო არ არის, თუმცა იყო დასანანი ინდივიდუალური შეცდომები. „გულდაწყვეტილი ვარ. ბევრი აშკარა საგოლე...
ჟორჟის ყვითელი გუნდი დიდ სიმაღლეებს უტევს
„მან საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და კინაღამ გაიტანა. აქტიური იყო’’, ― წერს ესპანური AS „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ, რომელიც სან სებასტიანში „რეალ სოსიედადთან’’ დრამატული შეხვედრის 68-ე წუთზე ჩაერთო საქმეში. მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 32 წლის თავდამსხმელი აიოზე პერესი იყო, რომელმაც 31-ე წუთზე მასპინძლების კარში პირველი გოლი შეაგდო, 57-ე წუთზე კი 22 წლის ალბერტო მოლეიროს...
მამარდას ვალენსიამ ორი თვის მერე ისევ მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ლა ლიგაში გამარჯვებას ორი თვე ელოდა და აი, წუხელ, „რეალ სოსიედადთან’’ შეხვედრაში აიხდინა ოცნება. უგო დუროს მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი ამ საღამოს „მესტალიაზე’’ ერთადერთი აღმოჩნდა. შედეგად „ღამურებმა’’ ბოლო ადგილს თავი დააღწიეს და ბოლისწინა, მე-19 პოზიციაზე ავიდნენ. ახლა მათ 20 თამაშიდან 16 ქულა აქვთ. მათ წინ, ოღონდ ასევე გასავარდნ ზონაში არის 19-ქულიანი...
ვალენსია შემდეგ კვირაში არ გავარდება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ სან სებასტიანში „რეალ სოსიედადთან“ 0:3 წააგო და გასავარდნთა სამეულში დაბრუნდა. ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ შეხვედრის რჩეული მომენტები და დარწმუნდეთ, რომ ქართველი მეკარის ბრალი ერთი გოლიც არ ყოფილა. პირიქით, მან ორ ეპიზოდში გუნდი კიდევ ორი გოლისგან იხსნა. „საშინლად გულნატკენი ვარ. ორი სერიოზული შეცდომა დავუშვით და მეტოქეს 3:0 გამარჯვების საშუალება მივეცით. მძიმე მარცხმა უნდა გამოგვაფხიზლოს....
სანამ ვალენსიელები ფერარიზე ფიქრობენ, მამარდას ახალი გუნდი სჭირდება
„ვალენსიამ” სან სებასტიანში „რეალ სოსიედადთან” 0:1 წააგო და მომავალ სეზონში ევროთასებზე გამოსვლის შანსი დაკარგა. მარცხის მთავარი მიზეზი კვლავ სუსტი დაცვა გახლდათ, რომელმაც შეხვედრის მესამე წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა. „ღამურების” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ეპიზოდში ვერაფერს გააწყობდა. გიორგიმ ბასკების წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს „ვალენსიაში” მისი დონის ფეხბურთელი სხვა არ არის. ბევრ...
მამარდას ვალენსიამ მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” როგორც იქნა მოიგო. „ღამურებმა” შინ დაამარცხეს მესამე ადგილზე” მყოფი „რეალ სოსიედადი” – 1:0. სტუმართა ნახევარმცველის იგორ სუბელდიას მიერ საკუთარ კარში შეგდებული გოლის შედეგად „ვალენსია” ბოლოსწინა ადგილიდან მეჩვიდმეტეზე გადავიდა, „რეალს სოსიედადს” კი პოზიცია არ შეუცვლია. „ჩეებმა” უწინდელზე უკეთ ითამაშეს და ეს ქართველი მეკარის დატვირთვაზეც აისახა. გიორგი აღარ იყო ის დაუფასებელი გმირი, რომელიც აქეთ-იქით...
ვალენსიას მცველებო, დაანებეთ გიორგის თავი
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” სან სებასტიანში რეალ სოსიედადთან 1:1 ითამაშა. ეს გახლდათ მატჩი, რომლის მიმოხილვას თითქმის ყველა ესპანურ საიტსა თუ გამოცემაში სათაურად ჰქვია „ვალენსიელებმა ათ მოწინააღმდეგეს ვერ მოუგეს” ან რაღაც ამის მაგვარი, მაგრამ სანამ ათი კაცის ამბავზე გადავიდოდეთ, ქართველი მეკარის შესახებ ვთქვათ. AS გიორგიზე ორი სიტყვით წერს: „ცოტა საქმე ჰქონდა. გაშვებული გოლი მისი ბრალი არ იყო”....
ხუთშაბათს ბილბაოში მამარდაშვილს ათამაშებთ?
„ვალენსიამ“ გადახალისებული შემადგენლობით „რეალ სოსიედადთან“ შინ 0:0 ითამაშა. გუნდს ხუთშაბათს, ბილბაოში, სამეფო თასის ნახევარფინალში მნიშვნელოვანი მატჩი ელის. „რეალ სოსიედადთან“ „ღამურების“ კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ვალენსიას“ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ჰკითხეს: — უკვე გადაწყვეტილი გაქვთ ხუთშაბათს „სან მამესზე“ კარში ვის დააყენებთ? ბორდალასმა უპასუხა: — ახლა ამას ვერ ვიტყვი. სულ ვიმეორებ, რომ ჩემი მეკარეების მუშაობით...
ბეტისის ზღაპარი გრძელდება
„ბეტისმა“ „რეალ სოსიედადს“ სან სებასტიანში 4:0 მოუგო და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. ანგარიში მე-12 წუთზე ხუანმიმ გახსნა, 39-ზე კი ბელგიელ ადნან იანუზაის ეგონა, რომ გაქვითა, მაგრამ გოლი VAR-მა გაუუქმა. მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე, ხუანმიმ მეორეც შეაგდო. 83-ზე ამას მოჰყვა ვილიან ხოსეს გოლი თავისი ყოფილი გუნდის კარში — 3:0, ხოლო 89-ე წუთზე აიტორ რუიბალმა თამაშს...









