ჭდე: რეალი

Home რეალი
სალაჰი გარანტიებს ითხოვს
ჩანაწერი

სალაჰი გარანტიებს ითხოვს

ამბობენ, რომ „ლივერპულის” ეგვიპტელმა ვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა „რეალს” ორი პირობა წაუყენა. თუ ამ პირობებს დამიკმაყოფილებთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმოვალო. ის რომ სალაჰი პრემიერლიგაში ზღაპრულ სეზონს ატარებს, ფაქტია და არც ის არის საიდუმლო, რომ ევროპის დიდი კლუბები მის ხელში ჩაგდებაზე ფიქრობენ. კვირას, „სელჰარსტ პარკზე” 25 წლის გარემარბმა „კრისტალ პალასს” გამარჯვების გოლი შეუგდო (2:1) და მიმდინარე სეზონში გატანილი...

ბენზემა vs ბეილი
ჩანაწერი

ბენზემა vs ბეილი

საინტერესო დეტალი ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრიდან, რომელიც ლას პალმასში გაიმართა და სადაც „რეალმა” მასპინძლებს 3:0 მოუგო: ამ შეხვედრაში „ლას პალმასის” კარში ორი პენალტი დაინიშნა. მადრიდელთა პენალტისტი კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობდა  — ზინედინ ზიდანმა კანარის კუნძულებზე საერთოდ არ წაიყვანა; როგორც ჩანს „იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ დაასვენა. ამის გამო თავისებური ამბავი მოხდა „თეთრების” თავდამსხმელთა, ქარიმ ბენზემასა და გარეთ...

ხუთეული — პერესის ახალი გეგმა
ჩანაწერი

ხუთეული — პერესის ახალი გეგმა

„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 2018-19 წლების სეზონისთვის ახალი პროექტი შეიმუშავა. ამისთვის მას ხუთი ახალი ფეხბურთელი სჭირდება. პერესის მიზანი ნათელია: ლა ლიგაში „ბარსელონას” ჰეგემონიის დამხობა. ცხადია, ახალმა გუნდმა ევროსარბიელზეც წარმატებული სვლა უნდა განაგრძოს. პირველი, იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომელთა შეძენაც „თეთრების” პრეზიდენტს სურს, მეკარე დავიდ დე ხეაა. დე ხეა ამჯერად „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს. პერესს გუნდის ახლანდელი გოლკიპერი...

რეალი vs იუვენტუსი. ბილეთები აღარ არის!
ჩანაწერი

რეალი vs იუვენტუსი. ბილეთები აღარ არის!

ის, რომ „რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ დარჩებოდა, კენჭისყრისთანავე გასაგები იყო, მაგრამ გაკვირვება ბილეთების გაყიდვის დრომ გამოიწვია: ინტერნეტ-სალარო ორშაბათს დილის 10 საათზე გაიღო და… 10 საათსა და 8 წუთზე გასაყიდად აღარაფერი გახლდათ დარჩენილი. მადრიდის სტადიონზე 81 044 ადგილია. აქდეან 4 000 ბილეთი ტურინში წავიდა. „იუვეს” ფანები ჩრდილოეთ ტრიბუნაზე მოთავსდებიან. უბილეთოდ...

პერესმა უთხრა რუმენიგეს
ჩანაწერი

პერესმა უთხრა რუმენიგეს

გერმანული „მიუნხნერ მერკურის” ცნობით, შაბათს „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბაიერნელ კოლეგას კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაუკავშირდა. რუმენიგემ პერესი დაარწმუნა, რომ „რეკორდმაისტერის” წარმომადგენლები პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის ახალ აგენტ პინი ზაჰავის არ შეხვედრიან და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც პერესის მარჯვენა ხელმა ხოსე ანხელ სანჩესმა იცის. 29 წლის ლევანდოვსკის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. ალბათ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ოფიციალური...

კურიოზი
ჩანაწერი

კურიოზი

— სად იყო სერხიო რამოსი? — კუჭში გავიდა, — უპასუხა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებს ისე გულწრფელად, რომ თემასთან დაბრუნებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. გულშემატკივართა უმრავლესობას შეუმჩნეველი დარჩა ის ამბავი, რომ „ეიბართან” სტუმრად 2:1 მოგებული შეხვედრის 73-ე წუთზე „რეალის” კაპიტანმა სასწრაფოდ დატოვა მოედანი და ხუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა. შემსუბუქებული რამოსის დაბრუნებიდან 5-6 წუთში კი კრიშტიანუ რონალდუმ გამარჯვების...

ასენსიოს რიგი უდგას
ჩანაწერი

ასენსიოს რიგი უდგას

ესპანური პორტალის „დიარიო გოლის” თანახმად, „რეალის” 22 წლის ვარსკვლავი მარკო ასენსიო უკმაყოფილოა, რომ იშვიათად ათამაშებენ და გუნდიდან წასვლით იმუქრება. ასენსიოს კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისთვის უთქვამს, რომ უკვე ხუთი კლუბისგან მიიღო შეთავაზება. თავდამსხმელი ლა ლიგის ბოლო შვიდ ტურში მხოლოდ ორჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ერთადერთხელ ანდეს ადგილი საწყის თერთმეტ კაცს შორის. ესპანური პრესა ვარაუდობს,...

ფუი, ეშმაკს!
ჩანაწერი

ფუი, ეშმაკს!

ესპანეთში არა, საფრანგეთში არა, ჩვენთან არა, აი, ინგლისში კი დიდი პირჯვრის წერა ატყდა. იმიტომ, რომ ის, რაც „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” თამაშზე მოხდა სწორედ ინგლისელებმა შეამჩნიეს და ალიაქოთიც მათ ატეხეს. საქმეში „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერნდინანდიც კი ჩაერთო. სოციალური ქსელები აფეთქდა. ზოგმა დაწერა, რომ ეს პენალტების ისტორიაში უდიდესი დარტყმა იყო, ზოგმა ილუზიონისტის ასისტენტს ტრიბუნაზე...

ერთსულოვნება ზიდანისათვის
ჩანაწერი

ერთსულოვნება ზიდანისათვის

„რეალი” „ლეგანესთან” 1:2 დამარცხდა და ესპანეთის „სამეფო თასისთვის” ბრძოლას გამოეთიშა. მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მას გულშემატკივრების იმედგაცრუების ესმის და ყველას, ვინც კლუბთან რაიმე კავშირშია, ერთობისკენ მოუწოდა. რამოსმა თქვა, რომ ცუდი შედეგებისთვის პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ცხადია, დასძინა, რომ წინ ჩემპიონთა ლიგაა; რომ ძნელბედობას მაგრა უნდა დახვედრა, ხოლო როდესაც მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გაშვება-დატოვების...

რეალი ყოფილა ეს — ლეგანეს!
ჩანაწერი

რეალი ყოფილა ეს — ლეგანეს!

რონალდუ არ იყო, ბეილი არ იყო, მარსელო არ იყო, კარვახალი არ იყო, მოდრიჩი არ იყო (ეს ორი ბოლო 20 წუთით შევიდა)… სამაგიეროდ იყო ესპანეთის ლა ლიგის ყველაზე მცირებიუჯეტიანი კლუბი „ლეგანესი”, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალს” 2:1 მოუგო და „სამეფო თასის” ნახევარფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა მადრიდელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული ანუ „ლეგანესმა” სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გაიმარჯვა....