„ნაპოლის” მარჯვენა გარემარბის, მექსიკელი ირვინგ ლოსანოს შესახებ ცნობილი გახდა, რომ ის დიდი ალბათობით „პსვ ეინდჰოვენში” დაბრუნდება. ჰოლანდიელები იტალიის ჩემპიონს 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. ამას დაემატება ბონუსები, რაც თანხას სავარაუდოდ 15 მილიონამდე გაზრდის. კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება. ინფორმაცია ნიდერლანდურმა Voetbal International-მაც დაადასტურა. 15 მილიონი გაცილებით ნაკლებია ვიდრე 45 მილიონი, რომელიც „ნაპოლიმ” ლოსანოში...
ჭდე: პსვ
გიოტცე მილანში?
მოულოდნელი ამბავი გავრცელდა გუშინ – მარიო გიოტცე, შესაძლოა, „მილანში“ გადავიდესო. 29 წლის გერმანელი ფლეიმეიკერით „ბენფიკა“ და „მილანი“ დაინტერესებულან. უკვე ფეხბურთელსაც დაკავშირებიან. „მილანი“ უფრო აქტიურობს. თითქოს მარიოს ამჟამინდელი გუნდი, პსვ, წინააღმდეგი არ უნდა იყოს გერმანელის გაშვებისა. სატრანსფერო ფასი დაახლოებით 4-5 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ გიოტცე ნიდერლანდულ კლუბში 2020 წელს გადავიდა „დორტმუნდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.
ტენ ჰაგმა წააგო, მაგრამ ვერ გაუბედავენ
„აიაქსი” ნიდერლანდების თასის ფინალში „პსვ ეინდჰოვენთან” 1:2 დამარცხდა, რის გამოც ამსტერდამელთა მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი მატჩის შემდეგ უგუნებოდ იყო და მომდევნო სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შესახებ ლაპარაკს თავი აარიდა. „ვფიქრობ, დროა პრეს-კონფერენცია დავასრულოთ. გონზე მოსასვლელად 24 საათი მჭირდება”, — თქვა ტენ ჰაგმა კარგი ინგლისურით, როდესაც „იუნაიტედის” შესახებ ჰკითხეს. „აიაქსისა” და პსვ-ს შეხვედრაში ანგარიში „აიაქსმა” გახსნა,...
ზაჰავი და ქურდები
ეს ნიდერლანდური პსვ-ის თავდამსხმელი ერან ზაჰავი გახლავთ. 34 წლისაა, მაგრამ მშვენიერ ფორმაშია. წინა სეზონში 17 გოლი გაიტანა, მიმდინარეში კი 8 უკვე მოასწრო და 7 საგოლე პასიც დაამატა. ზაჰავის ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდება და კლუბი ახალს სთავაზობს, მაგრამ ფეხბურთელი არ თანხმდება. დიდი ამბავიო, იკითხავთ, მაგრამ ამბავი არასაფეხბურთოა და თან ხდება დავარცხნილ-მოწესრიგებულ ქვეყანაში – ნიდერლანდებში. ზაჰავი ამსტერდამში ცხოვრობს...
რობენი მართლა წავიდა
არიენ რობენმა სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ ფეხბურთიდან მიდის. მსგავსი განცხადება ორი წლის წინაც გააკეთა, მაგრამ თავის პირველ კლუბს ვერ უღალატა და პსვ – „ჩელსი“ – „რეალი“ – „ბაიერნის“ გავლით ჰოლანდიური მასშტაბებითაც კი მეტისმეტად მოკრძალებულ „გრონინგენში“ დაბრუნდა. გადაღლილმა ორგანიზმმა ბევრჯერ თამაშის საშუალება არ მისცა (სულ – 6), მაგრამ თანაგუნდელებმა და ქომაგებმა იცოდნენ, რომ ყოვლისშემძლე...
რობენი გადარჩა
ლეგენდარული არიენ რობენი, რომელიც ამჟამად 36 წლისაა, 16 წლიანი შესვენების შემდეგ ერედივიზიონში დაბრუნდა და მშობლიურ „გრონინგენში“ აგრძელებს თამაშს. ნიდერლანდების ჩემპიონატის პირველ ტურში პსვ-ს წინააღმდეგ (1:3) მან ტრავმა მიიღო, თუმცა იარა სერიოზული არ აღმოჩნდა. რობენი ამ მატჩში პირველი წუთიდანვე თამაშობდა მაგრამ ნახევარი საათის თავზე დაშვდა და შეცვალეს. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს ფეხბურთელი ვარჯიშზე ჩვეულებრივ მივიდა და...
ვეინალდუმი კუმანთან
რონალდ კუმანს „ბარსელონაში“ თანამემამულის, დონი ვან დე ბეეკის გადაბირება რომ ვერ გამოუვიდა, თვალი კიდევ ერთ ნიდერლანდელს დაადგა და ახლა უკვე დიდია შანსი, ლივერპულელმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა კარიერა „ბარსაში“ გააგრძელოს. ესპანური მედიის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანახმა. ამასთან, „ბარსელონას“ მისი გადაბირება სულ რაღაც 20 მილიონ ევრომდე დაუჯდა. ვეინალდუმს კუმანი კარგად იცნობს –...
ოვერმარსი: გაიღვიძეთ, უეფა ტრამპია!
შესაძლოა, ნიდერლანდები გახდეს ბელგიის შემდეგ მეორე ქვეყანა, სადაც საფეხბურთო პირველობა დასრულებულად, „აიაქსი“ კი ჩემპიონად გამოცხადდება. გარდა თავად ლიდერისა, ამ პოზიციას იზიარებენ „ალკმაარი“ და პსვ. იმავე ბანაკშია კვარტეტი ცხრილის ფსკერიდან – ასეთ ვითარებაში ლიგიდან არავინ გავარდება. ჩემპიონატის გაგრძელების თავგადაკლული მომხრეა დიკ ადვოკაატის `ფეიენოორდი“, რიმელსაც დარჩენილ 9 ტურში ლიდერთან 6-ქულიანი ჩამორჩენის თუ არა, სალიგო ზონაში მოხვედრის იმედი...







