ჭდე: პოლ პოგბა

Home პოლ პოგბა
პოგბა მოურინიუს ეპოქაში დაბრუნდა
ჩანაწერი

პოგბა მოურინიუს ეპოქაში დაბრუნდა

გარი ნევილი ბარსელონაში პოლ პოგბას თამაშით უკმაყოფილო დარჩა და თქვა, ფრანგი ისევ ისე თამაშობს ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს რომ თამაშობდაო. მოგეხსენებათ, „ბარსელონამ” „იუნაიტედს” 3:0 მოუგო, რასაც ერთი კვირის წინ, „ოლდ ტრეფორდზე” მოგებული 1:0 დაემატა და ორი მეოთხედფინალური მატჩის ჯამში 4:0 გამოვიდა. „კამპ ნოუზე” მანჩესტერელთა კარში ორი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, ხოლო მესამე ფილიპე კოუტინიუმ. მესის...

რაიოლას შეუთვალესო
ჩანაწერი

რაიოლას შეუთვალესო

„სანი” წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლ პოგბას აგენტ მინო რაიოლას შეუთვალა, თუ „რეალს” ფრანგის ყიდვა უნდა, კეთილი ინებოს და 130 მილიონი გირვანქა გადაგვიხადოსო. 130 მილიონი გირვანქა ევროებში 150,6 მილიონს უდრის. აქვე დავძენთ, რომ ინგლისური გაზეთი არ ამბობს, თითქოს ეს ცნობა უეჭველია, უბრალოდ წერს, რომ ოლე გუნარ სულშერი პოგბას გაყიდვას არ გამორიცხავს და მის შემცვლელს ეძებს....

იყიდება ბეილი. ვაჭრობა მოსულა
ჩანაწერი

იყიდება ბეილი. ვაჭრობა მოსულა

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალრად გააჟღერა თანხა, რომელსაც გარეთ ბეილის სანაცვლოდ ითხოვს – 130 მილიონი ევრო. თანხა თავისთავად სერიოზულია და ამას დაუმატეთ, რომ მსურველმა კლუბმა ევროპის ერთ-ერთ მაღალაზღაურებად ფორვარდს ხელფასიც უნდა შეუნარჩუნოს. მსგავსი ფინანსური შესაძლებლობები ევროპაში სულ 4-5 კლუბს აქვს. ეს კარგად ესმით მადრიდელებს და მზად არიან ივაჭრონ. 29 წლის ბეილი ზიდანის სამომავლო გეგმებში ვერ ჯდება და...

პოგბას ოცნება და ბედნიერება
ჩანაწერი

პოგბას ოცნება და ბედნიერება

პოლ პოგბამ თქვა ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალში” თამაში საოცნებო რამ არისო და ამით მანჩესტერში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მსოფლიოს 26 წლის ჩემპიონის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლაზე სეზონის პირველ ნახევარში აქტიურად ლაპარაკობდნენ, რადგან ნახევარმცველს მაშინდელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ „ოლდ ტრეფორდზე” ახალი შეფი ოლე გუნარ სულშერი მივიდა და ფრანგიც თითქოს დაწყნარდა. ის ამბობს კარგი იქნება თუკი...

ლუკაკუ და პოგბა წაიჩხუბნენ
ჩანაწერი

ლუკაკუ და პოგბა წაიჩხუბნენ

რომელუ ლუკაკუ თანაგუნდელ პოლ პოგბას წაჩხუბებია. კონფლიქტის მიზეზი: შაბათს „საუთჰემპტონთან” შეხვედრაში პოგბამ ლუკაკუს პენალტი არ დაარტყმევინა, თავად მიიჭრა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან და… ვერ შეაგდო. არადა, ლუკაკუსთვის რომ დაეთმო და ბელგიელს გაეტანა, ის ჰეთ-თრიკის ავტორი გახდებოდა. გამწარებულ ლუკაკუს პოგბასთვის უთქვამს, ხომ არ დაგავიწყდა, ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს შენი საქმე ცუდად რომ მიდიოდა, გვერდში როგორ გედექიო. შეგახსენებთ: შაბათის შეხვედრაში,...

გიჟმაჟი პოგბა და დიდი ჯახი
ჩანაწერი

გიჟმაჟი პოგბა და დიდი ჯახი

„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის აზრით პოლ პოგბამ თავი კრიტიკოსების სამიზნედ თავისი ცხოვრების წესის გამო აქცია. ჟოზე მოურინიუს დროს, როდესაც ფრანგი მოედანზეც ვეღარ ბრწყინავდა, მისი ექსტრავაგანტური ცხოვრება ფანების, მიმომხილველების და თავად პორტუგალიელი მწვრთნელის დაუსრულებელი განხილვის საკითხი გახლდათ. ის წარამარა იცვლიდა ვარცხნილობას, ხმამაღალი განცხადებებით აქტიურობდა სოციალურ ქსელებში და ამ ყველაფერთან ერთად, როგორც უკვე ვთქვით, ვერც...

კარადის ბრალია
ჩანაწერი

კარადის ბრალია

გაძევების შემდეგ პოლ პოგბა გასახდელში კარადას მუშტებს ურტყამდა, შემდეგ კი თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა — ეს ამბავი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ მოხდა, რომელიც პოგბას გუნდმა „ოლდ ტრეფორდზე” 0:2 წააგო. და როგორც ინგლისური პრესისთვის გახდა ცნობილი, ამ დღეს დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნერ სულშერმაც პირველად ჩართო თავისი ფენი — ფენს ინგლისში...

ჩანაწერი

მანჩესტერში აღარავინ იპრანჭებოდა

პოლ პოგბამ მორიგი შოუ მოაწყო — მსოფლიოს ჩემპიონმა „ბორნმუთის” კარში ორი გოლი შეაგდო, რაც გულშემატკივარმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიუსთვის მორიგი ალიყურის ჭმევად მიიღო. ახლა 25 წლის ნახევარმცველს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. მას მერე, რაც პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდიდან” გაუშვეს და გუნდი ოლე გუნარ სულშერს ჩააბარეს, პოგბა სხვა კაცად წარმოჩნდა. „ბორნმუთთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ...

პოლ პოგბა ოთახში დადის და ხალხს აავადებს
ჩანაწერი

პოლ პოგბა ოთახში დადის და ხალხს აავადებს

„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „საუთჰემპტონის” შეხვედა 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, რომ პოლ პოგბა ვირუსია, რომელმაც მისი გუნდი დააავადა. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს საუთჰემპტონში, „სენტ მერის” სტადიონზე პირდაპირ გასახდელში, თანაგუნდელების თვალწინ შეუტია. „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოსული ხმების თანახმად სწორედ იქ უწოდა ჟოზემ პოგბას ვირუსის გამავრცელებელი. „შენ იმ ვირუსიან ადამიანს ჰგავხარ,...

პოგბა ვარსკვლავს მისწვდა
ჩანაწერი

პოგბა ვარსკვლავს მისწვდა

ფრანგმა ვარსკვლავმა პოლ პოგბამ ინტერვიუში თქვა, რომ ზაფხულში, მსოფლიოს ჩემპიონობის მოგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედზე” კონცენტრირება გაუჭირდა. მოგეხსენებათ, რუსეთში გამართულ მონდიალზე საფრანგეთმა გაიმარჯვა. „ლურჯები” ახლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები არიან. შემდეგ კი დაიწყო ყოველდღიურობა: პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასის შეხვედრები… ნახევარმცველს იმას ვერავინ დასწამებს, რომ რაც ახალი სეზონი დაიწყო, ერთიანად უფერულია — გამობრწყინებები ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ „მანჩესტერ...