ჭდე: პოლ პოგბა

Home პოლ პოგბა
ჟოზე მოურინიუ და ხუთშაბათი
ჩანაწერი

ჟოზე მოურინიუ და ხუთშაბათი

„მანჩესტერ იუნაიტედის”, უფრო სწორად კი ჟოზე მოურინიუს ამბავი უკვე სერიალის სახეს იღებს. კვლავ გრძელდება მითქმა-მოთქმა, რომ მის ნაცვლად კლუბის ხელმძღვანელობა ზინედინ ზიდანის მიყვანას აპირებს, პორტუგალიელი კი შეფებთან იანვრის სატრასფერო ფულზე აპირებს ლაპარაკს. მოკლედ, ასეა: ხუთშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის” ოფისში დირექტორატის შეხვედრაა დანიშნული, მანამდე კი მოურინიუ აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს უნდა შეხვდეს. ამბობენ, შეხვედრა სადმე ლონდონში გაიმართებაო....

ქამბექი პოგბას ტაქტიკით
ჩანაწერი

ქამბექი პოგბას ტაქტიკით

შესვენებისას ტაქტიკური ცვლილებები პოლ პოგბას უთქვამს. „სანის” ინფორმაციით მოურინიუს უკითხავს და ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონსაც ზუსტად დაუსახელებია, რა უნდა შეეცვალა „მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ „ნიუკასლთან” 0:2-ს აგებდა. ცხადია, პრემიერლიგის ბოლო ტურში მომხდარზე მოგახსენებთ — მეორე ტაიმში მანჩესტერელებმა სამი გოლი გაიტანეს და მოიგეს. კერძოდ, როდესაც პორტუგალიელ მწვრთნელებს ფეხბურთელებისთვის უკითხავს, აბა თქვენი აზრით რა არის შესაცვლელიო,...

მოურინიუ ვალენსიასაც შემოსწყრა
ჩანაწერი

მოურინიუ ვალენსიასაც შემოსწყრა

ინგლისური მას-მედია წერს, რომ ანტონიო ვალენსია იმ ფეხბურთელთა რიცხვს შეემატა, რომელსაც მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ურთიერთობა დაეძაბა. „განსაკუთრებული” კაპიტანს იმიტომ შემოსწყრომია, რომ 33 წლის ეკვადორელი „კარაბაოს თასზე” „დერბისთან” შეხვედრას საერთოდ არ დასწრებია. მოგეხსენებათ, „იუნაიტედი” „დერბისთან” ყველასთვის მოულოდნელად დამარცხდა. მას-მედია წერს, რომ ახლა მოურინიუ ვალენსიას ფაქტობრივად აღარ ელაპარაკება. ვალენსია თამაშის განაცხადში არ იყო შეყვანილი, მაგრამ მოურინიუს მიაჩნია,...

ან პოგბა ან მოურინიუ
ჩანაწერი

ან პოგბა ან მოურინიუ

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელისა და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ჟოზე მოურინიუსა და პოლ პოგბას ურთიერთობა ისე გაუარესდა, როგორც არასდროს. მათ საჯარო კონფლიქტი მოუვიდათ, რის მერეც „განსაკუთრებული” ელის, რომ კლუბის ბოსები მას დაუჭერენ მხარს. კონფლიქტი საჯარო იმიტომ გამოვიდა, რომ ვარჯიშზე, სადაც ეს ამბავი მოხდა, Sky TV-ს კამერები იდგა. ჩანაწერში ისმის, როგორ დაუძახა მწვრთნელმა ფეხბურთელს „მოშორდი აქედან”. შელაპარაკების მიზეზი...

მოურინიუ იუნაიტედს აბრკოლებს!
ჩანაწერი

მოურინიუ იუნაიტედს აბრკოლებს!

ჟოზე მოურინიუმ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ პოლ პოგბა მათ აღარასოდეს უკაპიტნებს. როგორც „სანმა” შეიტყო, „განსაკუთრებულმა” ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს სამკლავური შაბათს, „ვულვზთან” 1:1-ის შემდეგ გაკეთებული კომენტარების გამო „მოხსნა”, თუმცა ოფიციალურად ის დააბრალა, მოედანზე უგულოდ იყავიო. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ გაირბინა შავმა კატამ. პოგბამ მოურინიუს ტაქტიკა საჯაროდ გააკრიტიკა, პორტუგალიელმა კი საპასუხოდ „ორთქლი...

ბარსელონას სამი ნახევარმცველი
ჩანაწერი

ბარსელონას სამი ნახევარმცველი

„ბარსელონა” რა ხანია ნახევარმცველს ეძებს, მაგრამ დიდი შანსია სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხუროს, რომ „კამპ ნოუზე” სასურველი მოთამაშე ვერ გამოჩნდეს. „ბლაუგრანას” სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლები სამი მიმართულებით მუშაობენ. მათ სურთ შეიძინონ პოლ პოგბა, ადრიან რაბიო ან ფრენკი დე იონგი. პირველი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, მეორე „პარი სენ ჟერმენში”, ხოლო მესამე „აიაქსში”. რა აბრკოლებს „ბარსელონას”? ის, რომ ზემოთ დასახელებულ...

პოლ სქოულზი ჩერჩილის წინაშე
ჩანაწერი

პოლ სქოულზი ჩერჩილის წინაშე

„მანჩესტერ იუნაიეტდის” „ბრაიტონთან” 2:3 დამარცხების შემდეგ „წითელი ეშმაკების” ლეგენდამ პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა, რასაც ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის აგენტმა მინო რაიოლამ „ტვიტერით” გასცა პასუხი: „სქოულზი სერ უინსტონ ჩერჩილის წინ რომ დააყენო, მაინც ვერ მიხვდება რომ ლიდერის წინაშე დგას. არის ხალხი, რომელსაც ლაპარაკი სჭირდება, რათა არ დაივიწყონ”. არადა, სქოულზის ნათქვამში თითქოს ისეთი არაფერი ყოფილა რაიოლას თავი...

მოურინიუ და პოგბა ვერ შერიგდებიანო
ჩანაწერი

მოურინიუ და პოგბა ვერ შერიგდებიანო

ჟოზე მოურინიუსა და პოლ პოგბას მორიგი კონფლიქტი მოუვიდათ. ამბობენ, რომ ახლა მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. მოურინიუ პოგბას აფრთხილებდა, პრესასთან ჩივილს თავი დაანებოს და თუ კლუბიდან წასვლა სურდა, ოფიციალურად ეთხოვა ტრანსფერი. ამაზე ფრანგმა ნახევარმცველმა უპასუხა, ამიერიდან ჩემთან ოფიციალურ საკითხებზე დალაპარაკება რომ მოგინდება აგენტ მინო რაიოლას მიმართეო. კინკლაობა მას მერე დაიწყო, რაც პრემიერლიგის პირველი ტურის...

პოგბა ფულს ითხოვს
ჩანაწერი

პოგბა ფულს ითხოვს

პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს დაურეკა და უთხრა, რომ თუ მისი გუნდში დარჩენა უნდათ, ყოველკვირეული ჯამაგირი 200 ათასი გირვანქით უნდა გაუზარდონ. სხვა სიტყვებით, სადღეისოდ ფრანგის ხელფასი კვირაში 180 ათასი გირვანქაა და ის 380 ათასამდე გაზრდას ითხოვს. ასეთი თანხა 25 წლის მსოფლიოს ჩემპიონს როგორც ჩანს თავმოყვარეობასაც დაუკმაყოფილებს და სტატუსით „წითელი ეშმაკების” ყველაზე დიდხელფასიან...

პოგბა ბარსელონაში გასხლტება?
ჩანაწერი

პოგბა ბარსელონაში გასხლტება?

პოლ პოგბას მანჩესტერული მომავალი კვლავ ეჭვქვეშაა. გუშინ, ფრანგის აგენტმა, ცნობილმა მინო რაიოლამ მსოფლიოს ჩემპიონის „ოლდ ტრეფორდიდან” წაყვანაზე დაიწყო მუშაობა და ამის გასაკვაჭად კლუბის ოფისშიც კი მივიდა. პოგბა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე სულ ახლახანს, ორშაბათს დაბრუნდა, მაგრამ ეტყობა ხეირიანად მომზადებას არ აცლიან — ამბობენ, რომ მისი შეძენით „ბარსელონა” დაინტერესდა. რაიოლა ამ ტრანსფერის გახერხებიტ ძალიან ყოფილა დაინტერესებული, თუმცა...