ჭდე: პოლ პოგბა

Home პოლ პოგბა
მეტი ვარცხნილობა, ვიდრე გოლი
ჩანაწერი

მეტი ვარცხნილობა, ვიდრე გოლი

პოლ პოგბამ პრემიერლიგაში „ჩელსის” 2:1 დამარცხებას ახალი ვარცხნლობა მიუძღვნა. „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ამ შეხვედრაში თავიდან ბოლომდე ითამაშა. მოგეხსენებათ, ბოლო მატჩებში ჟოზე მოურინიუ ფრანგს შემოსწყრა და ან სასტარტო შემადგენლობაში არ გამოჰყავდა ან კიდევ ადრე ცვლიდა. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ რაც „იუვენტუსიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, პოგბამ უფრო მეტი ვარცხნილობა გამოიცვალა, ვიდრე გოლი გაიტანა. რიცხვებში ეს ასე გამოისახება: 12...

მე ან ის!
ჩანაწერი

მე ან ის!

თუ ჟოზე მოურინიუ „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩება, პოლ პოგბა გუნდიდან წავა — ასეთი გაგრძელება ჰპოვა პორტუგალიელი მწვრთნელისა და ფრანგი ნახევარმცველის ურთიერთობამ. ორს შორის შავმა კატამ თებერვალში გაირბინა, მას მერე, რაც „განსაკუთრებულმა” 100 მილიონ ევროდ ღირებულ ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუზღუდა. ინგლისურ პრესაში გავრცელდა ხმა, რომ პოგბას აგენტი მინო რაიოლა „რეალთან” აწარმოებს მოლაპარაკებას. მას ზაფხულში 24 წლის მოთამაშის...

მე შენ გაჩვენებ, ვინ არის უფროსი!
ჩანაწერი

მე შენ გაჩვენებ, ვინ არის უფროსი!

ბოლო ხუთ შეხვედრაში ჟოზე მოურინიუმ პოლ პოგბა ორჯერ შეცვალა, ხოლო სამჯერ სასტარტო შემადგენლობაში საერთოდ არ დააყენა. ამის შემდეგ, პორტუგალიელმა ფრანგი ქერინგტონის ბაზაზე თავის კაბინეტთან მიიყვანა და კართან მიმაგრებულ დაფაზე მიუთითა, სადაც გარკვევით ეწერა, ვინ არის გუნდში მთავარი. მწვრთნელმა და ნახევარმცველმა პრობლემებზე ილაპარაკეს. ფეხბურთელმა „განსაკუთრებულს” არ დაუმალა, რომ თანაგუნდელები მისი ტაქტიკით უკმაყოფილოები არიან. შემდეგ, საუბარი საკუთრივ...

ღრიალებდნენ თუ არა მანჩესტერელთა გასახდელში?
ჩანაწერი

ღრიალებდნენ თუ არა მანჩესტერელთა გასახდელში?

ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს ითამაშებს თუ არა პოლ პოგბა სევილიაში — „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი ოთხშაბათს „რამონ სანჩესის” სტადიონზე უწევს. ფრანგმა მანჩესტერელთა ბოლო შეხვედრა „ჰადერსფილდის” წინააღმდეგ, ფეხბურთის ასოციაციის თასზე, გამოტოვა. მიზეზი: ტრავმა ან ავადმყოფობა… კლუბს არ დაუზუსტებია. არადა, პოგბას ჰადერსფილდში თითქოს უნდა ეთამაშა, მისი შინ დარჩენა მოულოდნელი იყო. ამან მანჩესტერში ჭორები...

პოლ სქოულზი შურიანიაო
ჩანაწერი

პოლ სქოულზი შურიანიაო

ჟოზე მოურინიუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდას პოლ სქოულზს შეუტია. შურიანი უწოდა. ეს ახალ წელს, ლივერპულში, “გუდისონ პარკზე” “წითელი ეშმაკების” “ევერტონთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ მოხდა. საქმე ის არის, რომ სქოულზმა, სხვადასხვა დროს, რამდენჯერმე გააკრიტიკა “განსაკუთრებული”, მათ რიცხვში პოლ პოგბაში 89 მილიონი გირვანქის გადახდისთვის. თანხა, რომელიც “იუნაიტედმა” ფრანგ ნახევარმცველში გადაიხადა, სარეკორდოა. “ევერტონთან” ორი ლამაზი გოლით მოგების შემდეგ ფრთაგაშლილმა...