ჭდე: მოსკოვის სპარტაკი

Home მოსკოვის სპარტაკი
გარდაიცვალა გეორგი იარცევი
ჩანაწერი

გარდაიცვალა გეორგი იარცევი

გეორგი იარცევი გარდაიცვალა. ძველი თაობის ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს მოსკოვის „სპარტაკის” ყოფილი თავდამსხმელი. ის ლეგენდარული თბილისის „დინამოს” პერიოდში თამაშობდა. იარცევმა ბევრი გუნდი გამოიცვალა, თუმცა ხალხს ყველაზე მეტად 1977-80 წლებიდან, კონსტანტინ ბესკოვის „სპარტაკიდან” ახსოვს. 1977 წელს, როდესაც იარცევი კოსტრომის „სპარტაკიდან” პირველ ლიგაში გავარდნილ მოსკოვის გუნდში გადაიყვანეს, ის უკვე 29 წლის იყო. სწორედ მაშინ დაუდგა კარიერის საუკეთესო...

უეფას უკბილო სანქცია რუსეთის წინააღმდეგ
ჩანაწერი

უეფას უკბილო სანქცია რუსეთის წინააღმდეგ

ეს იყო მინიმუმი რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ. უეფამ რუსეთს ერთი თამაში ჩამოართვა და ჰგონია, რომ ეს საკმარისია. არანაირი სანქცია. არანაირი ბრალდება. რამდენიმე სენტიმენტალური სიტყვა ადამიანთა ტანჯვაზე და ამით დამთავრდა. განცხადება სულ ხუთი აბზაცისგან შედგებოდა. იქ საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი სუვერენულ სახელმწიფოში რუსეთის შეჭრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ „ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის სერიოზული ესკალაცია“ ეწოდეს. საცოდაობაა....

ანანიძე ბარსას კადრია
ჩანაწერი

ანანიძე ბარსას კადრია

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა არას ოზბილისმა ჯანო ანანიძის შესახებ ძალიან ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მისი აზრით, ჩვენებური თავისუფლად ითამაშებდა „ბარსელონაში“. „ისეთ ხარისხიან ფეხბურთელს, როგორიც ანანიძეა, საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზებისთვის სჭირდება გარკვეული პირობები და ფაქტორები. ჯანო რომ „ბარსელონაში“ ჩაგეგდო, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. ამასთან, „ბარსა“ სათამაშო სტილითა და ფილოსოფიით ზუსტად ერგება ჯანოს მსგავს ნახევარმცველებს. მისი ტექნიკის...

ლოვჩევმა და თბილისის დინამომ სსრკ-ში წესები შეცვალეს
ჩანაწერი

ლოვჩევმა და თბილისის დინამომ სსრკ-ში წესები შეცვალეს

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ევგენი ლოვჩევმა სსრკ ჩემპიონატის ორი მატჩი გაიხსენა, რომელიც შეთანხმებული იყო. ერთი თბილისის „დინამოს“ მონაწილეობით, მეორე –  ანზორ კავაზაშვილის. „სპარტაკისა“ და „დინამოს“ შეხვედრამ იმ დროისთვის არსებული აბსურდული წესი შეცვალა, ამიტომაც ფეხბურთელებს მოლაპარაკებებში ბრალს ვერ დავდებთ. საქმე ის არის, რომ 1973 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის რეგლამენტში დაამატეს პუნქტი, თუ მატჩი ფრედ დასრულებოდა, გამარჯვებულის...

შევარდნაძე, გურია, ანშლაგი…
ჩანაწერი

შევარდნაძე, გურია, ანშლაგი…

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ანალოგი არ ახსოვს: საყვარელი გუნდის საქომაგოდ სტადიონზე ორნახევარჯერ მეტი მაყურებელი დადიოდა, ვიდრე ამ ქალაქის მთელი მოსახლეობა იყო. ამის შემოქმედი წინა საუკუნის 80-იანი წლების ლანჩხუთი და იქაური „გურია“ გახლდათ. 9-ათასიან ლანჩხუთში 22-ათასიან სტადიონზე პირველი ანშლაგი 1987 წლის 14 მარტს დაფიქსირდა, როცა პატარა რაიონული ცენტრის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ გუნდთან სტუმრად მოსკოვის „სპარტაკი“ ჩამოვიდა. და...