პარიზის ოლიმპიადა სკანდალური შემთხვევით დაიწყო და ამ სკანდალის მთავარი გმირი გახლდათ VAR. არგენტინამ მაროკოსთან 1:2 წააგო, მაგრამ ამის შესახებ ორი საათის მერე გაიგო. მანამდე ეგონა, რომ ფრედ 2:2 ითამაშა. „ალბისელესტე” 0:2-ს აგებდა. 68-ე წუთზე დიეგო სიმეონეს ვაჟმა და „ნაპოლის” ფორვარდის ჯოვანი სიმეონეს ძმამ ჯულიანომ სხვაობა შემაცირა, 90+16 წუთზე კი კრისტიან მედინამ ანგარიში გაათანაბრა. მედინამ ახლოდან...
ჭდე: მაროკოს ნაკრები
განრისხება მაროკოულად
მაროკომ მსოფლიოს ჩემპიონატი განრისხებულმა დაასრულა. აფრიკელებმა მესამე ადგილისთვის მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგეს, მაგრამ მიიჩნიეს, რომ მათი დამარცხება ცუდმა მსაჯობამ განაპირობა და დასრულდა თუ არა შეხვედრა, არბიტრებს შემოეჯარნენ. მათ ყატარელი მსაჯის აბდულრაჰიმ ალ-ჯასიმისა და მისი კოლეგების რამდენიმე გადაწყვეტილებასთან ჰქონდათ პრეტენზია. რამდენადაც შორიდან ჩანდა, მაროკოელთა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ სცადა ვითარების განმუხტვა. მან თავის ფეხბურთელებს მსაჯებისგან გაცლა სთხოვა....
ბონო ესპანურმა პრესამ დაიცვა
ესპანურ პრესაში წერენ, რომ „სევილიას” მაროკოელ მეკარეს იასინ ბონოს ურთიერთობაში სასიამოვნო ადამიანის სახელი აქვს, მაგრამ ბოლო დღეებში ის სიცრუის მსხვერპლი გახდა. 31 წლის მეკარემ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, კანადასთან და ისიც ავტოგოლი იყო. მერვედფინალში, ესპანეთის ნაკრებთან მან პენალტების სერიაში ორი დარტყმა მოიგერია, რითაც გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა. მეოთხედფინალში ბონომ პორტუგალიასთან შეინახა კარი...
მბაპემ ფრანგ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა
საფრანგეთმა მაროკოს 2:0 მოუგო დ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც 18 დეკემბერს არგენტინას უნდა შეხვდეს. შეხვედრის წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს, „პარი სენ ჟერმინის” ფრანგმა ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ბურთს ფეხი დაარტყა და „ალ ბაით სთედიუმზე” შეკრებილ გულშემატკივართაგან ერთ-ერთს გაარტყა. ფრანგი ქომაგი ნოკდაუნში ჩავარდა. მას მბაპეს დარტყმული სახეში მოხვდა. საბედნიეროდ სისხლი არ გამოსვლია. 23 წლის (24 წლის...
მილანში მაროკოელი გულშემატკივარი დაჭრეს
მაროკომ მსოფლიოს ჩემპიონატიდან პორტუგალია დაიფრინა (1:0) და გახდა პირველი აფრიკული გუნდი, რომელიც ნახევარფინალში გავიდა. არაბულ გუნდს ყატარში დიდი რაოდენობით გულშემატკივარი ახლავს, რომელმაც ადგილზე თავაწყვეტით იზეიმა, მაგრამ სიხარულის ტალღამ მთელი მსოფლიო მოიცვა. მაროკოელი ემიგრანტები მილანის ქუჩებსაც მოედნენ, სადაც ერთ-ერთი მათგანი დაჭრეს. ეს ტუნისის გამზირზე, ბუენოს აირესის ქუჩის კვეთაზე მოხდა. დაზარალებული კისერში დანით დაჭრეს. პირველი ინფორმაციის თანახმად...
ბრიუსელში არეულობა იყო
მსოფლიოს ჩემპიონატის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ბელგიის ნაკრებმა მაროკოსთან 0:2 წააგო, რასაც ბრიუსელში ქუჩის არეულობები მოჰყვა. არ იფიქროთ, რომ წაგებით გაწბილებულმა ბელგიელმა გულშემატკივრებმა მოაწყვეს უწესრიგობები. ასე ამ ქვეყანაში მცხოვრებმა მაროკოელებმა იზეიმეს გამარჯვება: მათ ქალაქის ცენტრსა და რკინიგზის სადგურ მიდისთან მანქანები და სკუტერები დაწვეს. ერთ ჟურნალისტს სახეში მაშხალა მოხვდა. ახლა ბელგიელები 3 ქულით ბოლოსწინა ადგილზე...
პოლიცია მუნირის დაბადების დღეზე
„ბარსელონას” თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი 23 წლისა შესრულდა და მის დღეობაზე ქეიფში პოლიციამაც მიიღო მონაწილეობა. არა, პოლიციას არ უქეიფია, თავისი მოვალეობის შესასრულებლად იყო მისული. მუნირმა დაბადების დღე მადრიდში, „ტიფანის” ღამის კლუბში გადაიხადა — 30 მეგობარი ჰყავდა დაპატიჟებული. როგორც „ელ მუნდო” წერს, ფორვარდს სუფრა თავიდანვე ჰქონდა შეკვეთილი იყო, მაგრამ ქეიფის ბოლოს, როდესაც კლუბმა ანგარიში მიუტანა სადაც...
ლიდერისგან ძღვნად სერ ალექსს
ირანის ნაკრების პორტუგალიელმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა მისი გუნდის მიერ მაროკოს კარში მსაჯის წამატებულ დროში გატანილი გოლი თავის ყოფილ შეფს სერ ალექს ფერგიუსონს მიუძღვნა. ვისაც ირანელთა გოლი არ ახსოვს: ის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გავიდა, ამას კი ინგლისში „ფერგის დროში” გატანილს ეძახდნენ. მიზეზი: ფერგიუსონის ეპოქაში „მანჩესტერ იუნაიტედს” ბევრჯერ შეუგდია ასე — დიდი მწვრთნელის შთაგონებული გუნდი ყოველთვის ბოლომდე...







