ჭდე: მარკუს რეშფორდი

Home მარკუს რეშფორდი
საფოსტო ყუთების ამბავი
ჩანაწერი

საფოსტო ყუთების ამბავი

გუშინ, მანჩესტერულმა დერბიმ მორიგი რასისტული გამოხდომების და გარჩევების ფონზე ჩაიარა — „იუნაიტედმა” „სიტის” „ეტიჰედზე” 2:1 მოუგო. ამჯერად, რასისტი ფანების შეურაცხყოფის ობიექტები „იუნაიტედის” მოთამაშეები იყვნენ. კერძოდ, „სიტის” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა სტუმარი გუნდის ფერადკანიან ფეხბურთელებს, მათ რიცხვში ფრედს მაიმუნივით დაუწყო გამოჯავრება. სხვებმა კუთხურის ჩასაწოდებლად მისულ ფეხბურთელს სხვადასხვა საგნების სროლა დაუწყეს. „მანჩესტერ სიტიმ” ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბისთვის პრობლემის შესახებ ცნობილია და...

ეს იყო ძველებური „მანჩესტერ იუნაიტედი”
ჩანაწერი

ეს იყო ძველებური „მანჩესტერ იუნაიტედი”

ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ჟოზე მოურინიუს ახსოვდა. და ეს ის „მანჩესტერ იუნაიტედი” არ იყო, რომელიც ოლე გუნარ სულშერს ახსოვდა… თუ მისი ფეხბურთელობის წლების არ ჩავთვლით. ეს გუნდი იყო სრულიად საწინააღმდეგო იმისა, რასაც ბოლო პერიოდში მივეჩვიეთ. ეს იყო ფეთქებადი, ამაღელვებელი, დომინანტი „იუნაიტედი”, რომელსაც ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი — მარკუს რეშფორდი. მან მასპინძელთა ორივე გოლი...

პასუხი ტაბლოზე ეწერა
ჩანაწერი

პასუხი ტაბლოზე ეწერა

ბულგარელი ხულიგანი ფანები შავკანიან ინგლისელ ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ ბოლოს სტადიონიდან გაიძურწნენ. გაძურწვის მიზეზი ტაბლოზე ეწერა: 0:6! ფერადკანიანთაგან გოლები გაიტანეს მარკუს რეშფორდმა და რაჰიმ სტერლინგმა, დაცვაში კი ტაირომ მინგსს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. სტერლინგმა ორჯერ შეაგდო. დანარჩენი სამი გოლიდან ორი როს ბარკლიმ გაიტანა, ხოლო ერთი ჰარი კეინმა. როდესაც ერთი ნაკრები მეორეს მისავე დედაქალაქში...

გააგდეთ პოგბა!
ჩანაწერი

გააგდეთ პოგბა!

პოლ პოგბას მანჩესტერელი ვანდალები გასაქანს არ აძლევენ. სულ რამდენიმე დღეა, რაც მასზე სოციალურ ქსელებში თავდასხმა შეწყდა და აი, სიახლეც — „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზასთან დაყენებულ ახალ ფირნიშს საღებავით დააჯღაბნეს: გააგდეთ პოგბა! ფირნიშზე, რომელიც, როგორც გითხარით, „„იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზასთან დიდი ხანი არ არის რაც დააყენეს, სინამდვილეში აწერია: საგზაო ხიფათის გამო ფეხბურთელებს გაჩერება და ავტოგრაფების დარიგება ეკრძალებათ!...

ახლა რეშფორდმა ააცილა
ჩანაწერი

ახლა რეშფორდმა ააცილა

„მანჩესტერ იუნაიტედმა” „კრისტალ პალასთან” წააგო. ამჯერად მარკუს რეშფორდმა ვერ გაიტანა პენალტი. ანგარიში სტუმრებმა, როი ჰოჯსონის ბიჭებმა, პირველ ტაიმში გახსნეს. მეორე ტაიმში, თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მოხდა ის, რაც უკვე გითხარით — რეშფორდმა პენალტი ვერ შეაგდო; ბოლოსწინაზე „მანჩესტერ იუნაიტედმა” გაქვითა, მაგრამ მსაჯის მიერ წამატებულ მესამე წუთზე „პალასმა” გამარჯვებისა შეაგდო. რეშფორდმა ძელს გაარტყა. „ტვიტერზე” ტროლებმა კვლავ...

სულშერმა მაგიდას მუშტი დასცხო!
ჩანაწერი

სულშერმა მაგიდას მუშტი დასცხო!

ოლე გუნარ სულშერმა პოლ პოგბასა და მარკუს რეშფორდის საპენალტე დავა გადაჭრა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა პოგბას თერთმეტმეტრიანების დარტყმა აუკრძალა. ამიერიდან გუნდის პენალტისტი, როგორც ჩანს, მხოლოდ მარკუს რეშფორდი იქნება. პრობლემა პრემიერლიგის მეორე ტურში, ვულვერჰემპტონის სტადიონ „მოლინოდან“ წამოვიდა. 1:1 იყო, როდესაც „იუნაიტედის“ სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. პოგბამ რეშფორდს დარტყმა არ დაანება, არადა პირველ ტურში, „ჩელსის“ წინააღმდეგ სწორედ რეშფორდმა შეაგდო...

იუნაიტედს ათი უბრალო აკლია
ჩანაწერი

იუნაიტედს ათი უბრალო აკლია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ პოლ პოგბა გუნდში დარჩება, მარკუს რეშფორდმა და ანტონი მარსიალმა კი გოლების რაოდენობა უნდა გაზარდონ. პოგბაზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, რომ „რეალში“ გადადიოდა, რასაც სულშერი მთელი ძალითა და ღონით ეწინააღმდეგებოდა. „მე თუ მკითხავთ, ის რჩება, — თქვა ნორვეგიელმა „ვულვერჰემპტონთან“ დღევანდელი შეხვედრის წინ, — პოლის გამო სრულიად არ ვნერვიულობ....

ჩანაწერი

რეშფორდი ჭოჭმანობს

მარკუს რეშფორდმა გადაწყვიტა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება არ იჩქაროს. ის ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ კლუბს მართლა შეუძლია მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში შესვლა. „ოლდ ტრეფორდზე” კი ცდილობენ, ინგლისის ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი კიდევ ორი წლით დაიტოვონ. რეშფორდი, თავის მხრივ, ვერ შეგუებია ფაქტს, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის ოთხეულს მიღმა დარჩა. ამაში გასაკვირი ალბათ არაფერია. ახალგაზრდა, ამბიციურ პროფესიონალს...

პარიზის დისნეილენდის საოცრებები
ჩანაწერი

პარიზის დისნეილენდის საოცრებები

„რეალი“-„აიაქსის“ შემდეგ თუ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე კიდევ რამე გაგვაოცებდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო. ეს უკვე სენსაციის ჩარჩოებსაც სცდება და პუნქტობრივად გეტყვით, რატომ… 1. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სულ 34-ჯერ მოხდა, რომ პირველ შეხვედრაში მასპინძელი ორი ან მეტი ბურთით დამარცხდა. აქამდე ამ დეფიციტის აღმოფხვრა და შემდეგ ეტაპზე გასვლა არავის მოუხერხებია. სულშერმა შეძლო. 2. სულშერმა პარიზში მოისაკლისა:...

ჩანაწერი

რეშფორდს თავგზა ებნევა

„რეალი” არ ნებდება. მადრიდელებს 100 მილიონ გირვანქად „მანჩესტერ იუნაიტედისგან” მარკუს რეშფორდის შეძენა უნდათ. და ეტყობა „ლოს ბლანკოსში” გადასვლის ხიბლმა თავად ფეხბურთელსაც აურია თავ-გზა. ამბობენ, რომ ის „ოლდ ტრეფორდზე” დარჩენას არ ეშურება, „იუნაიტედთან” ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებებს აჭიანურებსო. ფრანგი თანაგუნდელისგან, ანტონი მარსიალისგან განსხვავებით, რომელმაც უკვე მოაწერა ხელი „იუნაიტედთან” ახალ ხუთწლიან კონტრაქტს, რეშფორდი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას არ...