ესპანეთში მორიგი სკანდალი მომწიფდა. „ბარსელონამ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ლეგანესიდან“ მარტინ ბრაიტვაითის ტრანსფერის შესახებ, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა კარგა ხნის დახურულია. გავარკვიოთ, რა მოხდა: კატალონიელთა ფორვარდი უსმან დემბელე 5 თვეზე მეტით გამოვიდა მწყობრიდან. სპეციალურმა კომისიამ განიხილა სამედიცინო მონაცემები და პროგნოზები, რის შემდეგაც „ბარსას“ სპეციალური შიდაესპანური წესით სარგებლობის უფლება მიეცა – მხოლოდ ესპანური კლუბიდან დაიმატოს ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის მიუხედავად...
ჭდე: მარკა
ხვალ აზარს ფინალი აქვს
ედენ აზარი დიდი ზეწოლის ქვეშაა. ბელგიელმა ხვალ, სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგაში, „გალათასარაის” წინააღმდეგ კარგად უნდა ითამაშოს. ესპანურ გაზეთებს მოთმინების ფიალა აევსოთ. მათ აღარ შეუძლიათ „ლოს ბლანკოსის” შემადგენლობაში „ჩელსის” ყოფილი ვარსკვლავის ბაჯბაჯის ცქერა. „მარკამ” დაწერა, აზარი „რეალში” ჯილდოების მოსაგებად გადმოიყვანეს და დროა ფხა გამოიღოსო. გაზეთმა „გალათასარაისთან” შეხვედრას მისთვის ფინალი უწოდა. A ჯგუფში მადრიდელთა მდგომარეობა მართლაც მძიმეა. ორი...
ლეგენდა რონალდუს
29 ივლისს ესპანეთის ყველაზე გავლენიანი სპორტული გაზეთი „მარკა“ ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს სპეციალურ პრიზს გადასცემს, რომელსაც „ლეგენდა“ ეწოდება. ეს არ არის სავალდებულოდ ყოველწლიურად გადასაცემი პრიზი. გამოცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ გამორჩეულებს აჯილდოებს, რითაც მათ მთლიან კარიერას აფასებს. აქამდე „მარკას“ ჯილდო მიღებული აქვთ დიეგო მარადონას, მაიკლ ჯორდანს, მიხაელ შუმახერს, მაიკლ ფელპსს, ლეო მესის.


