მძიმე დროება დაუდგა „მანჩესტერ სიტის“. არა, ფინანსურად ქალაქელებს არც ახლა და არც უახლოეს მომავალში თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ არაფერი ემუქრებათ, მაგრამ ფულის არასწორად დახარჯვის გამო კი გამოუწერეს დისკვალიფიკაცია. რა თქმა უნდა, უეფას მკაცრი ვერდიქტის შემდეგ უმალ დაირხა ხმები მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და წამყვანი ფეხბურთელები ასეთ ვითარებაში გუნდში დარჩენას არ ისურვებენ და ქუდს დაიხურავენო. ბრიტანულმა მედიამ...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
აი, სიხარული!
როგორც იქნა, ეს დღეც დადგა! „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს ტრაბახის და დაცინვის საშუალება მიეცათ. მათი „ხმაურიანი მეზობლები” უეფამ ორი წლით მოკვეთა ჩემპიონთა ლიგიდან და ახლა, არ არის გამორიცხული, რომ ამას ზედ ცინიკური ამბავიც დაემატოს — „სიტის” ადგილი ევროპაში სწორედ „იუნაიტედმა” დაიკავოს. გუშინ, „იუნაიტედი” ლონდონში „ჩელსის” ეთამაშებოდა (2:0 მოუგო), მაგრამ სტუმარი გუნდის ფანები ტრიბუნიდან „სიტის” უმღეროდნენ: „აი,...
არავითარი სხვა გზა არ გააჩნია!
„იუვენტუსის” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას ხვედრი იტალიური გუნდის გაწვრთნაა. მეორე მხრივ, გუშინ დაირხა ხმა, თითქოს გვარდიოლამ თავის ესპანელ მეგობრებს უთხრა, რომ აუკრძალავენ „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში თამაშს თუ არა, მომდევნო სეზონში ის მაინც „ეტიჰედზე” იმუშავებს. პარასკევს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უეფა ინგლისის მოქმედ ჩემპიონს სჯის და ორი წლით უკრძალავს ჩემპიონთა ლიგაში...
ნადირობის სეზონი გაიხსნა!
როგორც კი ხმა გავარდა, რომ „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, იმწუთასვე ცნობილი გახდა, რომ „რეალს” რაჰიმ სტერლინგის გადაბირება უნდა. „იუვენტუსს” კი პეპ გვარდიოლას მწვრთნელად მიყვანა სურს, თუმცა ეს ხომ მანამდეც ცნობილი იყო. პრინციპში, არც სტერლინგი მონდომებია „ლოს ბლანკოსს” უეფას ვერდიქტის შემდეგ. გარემარბის სანაცვლოდ მადრიდის კლუბი „ქალაქელებს” ისედაც უმზადებდა 180 მილიონ გირვანქას, მაგრამ ახლა იმედი...
რას ამბობდა „სიტი”, რას ამბობს, რას მოიგებს და მერე რა, რომ მოიგებს?
პეპ გვარდიოლა ყოველთვის ამბობდა, რომ ეს დღე არ დადგებოდა. უეფას „ფეარ ფლეის” გამომძიებელთა 15 თვიანი ჩხრეკის განმავლობაში კატალონიელს „პარტიული ხაზი” ეჭირა: მთელი ძალ-ღონით იცავდა შეიხ მანსურისა და აბუ დაბის რეჟიმის პატიოსნებას. ვისაც რა უნდა ეთქვა, ის იმეორებდა, რომ „სიტის” დისკვალიფიკაცია არ ემუქრებოდა. „გაიგეთ, ჩვენ არავინ არსაიდან მოგვკვეთავს. მე მჯერა ჩვენი თავმჯდომარის, ჩვენი აღმასრულებელი შეფის და...
ან რეალს მოვუგებ, ან…
პეპ გვარდიოლა ფიქრობს, რომ თუ „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგაში „რეალს” ვერ დაამარცხებს, მას მოხსნიან. კატალონიელმა მწვრთნელმა, შარშან, „ქალაქელებს” ზედიზედ მეორედ მოაგებინა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული და ზედ ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის (კარაბაოს) თასებიც დააყოლა, მაგრამ წლეულს ასე კარგად ვეღარ აქვს საქმე. 25 ტურის შემდეგ, საუცხოო ფორმაში მყოფი „ლივერპული” მანჩესტერელებს 22 ქულით უსწრებს. „სიტი” ჯერ კიდევ აგრძელებს...
კლოპის ლივერპული vs სერ ალექსის იუნაიტედი
ბოლო პრემიერლიგურ შეხვედრაში „ლივერპულმა” „ვესტ ჰემთან” 2:0 გაიმარჯვა და ახლა სტატისტიკურად უფრო წინ არის, ვიდრე 1999 წელს ტრებლის მომგები „მანჩესტერ იუნაიტედი” იყო. იურგენ კლოპის გუნდი საოცარ ფორმაშია. ის უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის” 19 ქულით უსწრებს. არადა, სადაცაა 30 წელი შესრულდება მას მერე, რაც მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონები არ გამხდარან. დღეს „ლივერპულს” 23 შეხვედრა აქვს მოგებული. ჩემპიონატის...
სკამებს გლეჯდნენ და ისროდნენ
განრისხებული ოლე გუნარ სულშერი იმ ხულიგნებს მოსდგა, რომლებმაც „მანჩესტერ იუნაიტედის” სახელს ჩირქი მოსცხეს, „ეტიჰედზე” სკამები აგლიჯეს და მეტოქე გუნდის სექტორს დაუშინეს — „კარაბაოს თასის” ნახევარფინალში მანჩესტერული დერბი შედგა, „სიტის” „იუნაიტედმა” სტუმრად 1:0 მოუგო, მაგრამ პირველ შეხვედრაში 1:3 ჰქონდა წაგებული და გავარდა. ფინალში „სიტი” „ასტონ ვილას” შეხვდება. უპირველეს ყოვლისა კი ნორვეგიელმა იმ რადიკალური გჯუფის წევრები გაკიცხა,...
შუა თითები
„მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ დავიდ დე ხეამ იტალიურ რესტორანში „მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო დაინახა და ორივე ხელის შუა თითი აჩვენა. ეს ამბავი, ჩეშირში, ჰეილ ვილიჯში მოხდა და ჩასაფრებულმა ინგლისელმა პაპარაცებმა გადაიღეს. 29 წლის ესპანელი მეკარე და 31 წლის არგენტინელი თავდამსხმელი 2009-2011 წლებში, მადრიდის „ატლეტიკოში” თანაგუნდელები იყვნენ და დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვთ. დე ხეა და აგუერო...
სულშერი მანიუდან ციხეში?
სულ 38 წუთი დასჭირდა ხოსეპ გვარდიოლას „სიტის“, რომ ოლე-გინარ სულშერის „მანჩესტერისთვის“ მისსავე „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო 23 წელიწადში უმწვავესი ალიყური აეწნა. ნორვეგიელი მწვრთნელი მოხსნასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა, თუმცა შეიძლება ისე მოხდეს, კლუბიდან გაშვება ტკბილ სიზმრად მოეჩვენოს. სულშერს სერიოზული პრობლემები შეექმნა მისსავე სამშობლოში. როცა 2018 წელს ნორვეგიის საგადასახადოში დეკლარაცია წარადგინა, „მანიუსთან“ მსუყე კონტრაქტი ჯერ არ ჰქონდა...









