ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი

Home მანჩესტერ იუნაიტედი
გავაღიმოთ ჟოზე მოურინიუ
ჩანაწერი

გავაღიმოთ ჟოზე მოურინიუ

ამერიკულ შეკრებაზე, ენ არბორში, იურგენ კლოპმა ასე იხუმრა: „ცხოვრებაში ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჟოზეს გაღიმებაა, ვინაიდან ეს არც ისე ხშირად ხდება”. ახლა, მოვყვეთ რა ხდება. ორიოდ დღის წინ დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპი სატრანსფერო პოლიტიკის, უფრო ზუსტად კი ახალ ფეხბურთელებში დიდძალი ფულის ხარჯვის გამო გააკრიტიკა. პორტუგალიელის სიტყვამწარეობა ჰაერიდან არ მოსულა. მას...

მარსიალი პარიზში გაიქცა
ჩანაწერი

მარსიალი პარიზში გაიქცა

ანტონი მარსიალი მამა გახდა. მისმა მეგობარმა ქალმა მელანი და კრუსმა ბიჭი შვა, სახელად სვონ ანტონი. მარსიალისთვის ეს მეორე შვილია. უფროსი გოგონა პეიტონი მას ორი წლის წინ ყოფილ მეუღლესთან სამანტა ჟაკლინთან შეეძინა. შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბმა სამანტა ჟაკლინი მელანი და კრუსის გამო დატოვა. დაგვეთანხმებით, 22 წლის ბიჭისთვის მდიდარი ბიოგრაფიაა. მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად აშშ-ში იყო, სეზონისწინა შეკრებაზე,...

მარსიალმა მდიდრულ კორპუსზე უარი თქვა
ჩანაწერი

მარსიალმა მდიდრულ კორპუსზე უარი თქვა

ანტონი მარსიალმა ბინაზე მოკლევადიანი იჯარა გააუქმა, რამაც „სანს” აფიქრებინა, რომ ფრანგმა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლა გადაიფიქრა. ბოლოხანს 22 წლის გარემარბი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს ფავორიტთა შორის აღარ იყო, რის გამოც „ოლდ ტრეფორდის” დატოვებას აპირებდა. თავის მხრივ, როდესაც „განსაკუთრებულმა” გაიგო, რომ მარსიალს თვალი გაქცევაზე ეჭირა, გაღიზიანდა. წერდნენ, თუ ფრანგი წავა მწვრთნელი მხოლოდ და მხოლოდ კმაყოფილი დარჩებაო. ბინის საკითხი კი...

მართალია ზლატანი ვიყავი, მე ეს გავაკეთე
ჩანაწერი

მართალია ზლატანი ვიყავი, მე ეს გავაკეთე

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ბოლო სერიოზული ტრავმის მოშუშების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს” თავი უხელფასოდ შესთავაზა. ვარსკვლავმა „ოლდ ტრეფორდზე” გატარებულ პირველ სეზონში 28 გოლი შეაგდო, მაგრამ 2017 წლის აპრილში, ევროლიგის მეოთხედფინალში, „ანდერლეხტთან” მძიმედ დაშავდა და ყველაფერი მაშინ შეიცვალა. მართალია იბრაჰიმოვიჩი წლის ბოლოს, ნოემბერში გამოჯანმრთელდა და „იუნაიტედის” შემადგენლობაში შვიდი თამაშიც ჩაატარა, მაგრამ მარტში გუდა-ნაბადი აიკრა და...

მანჩესტერელი და ლივერპულელი ქურდების საყურადღებოდ
ჩანაწერი

მანჩესტერელი და ლივერპულელი ქურდების საყურადღებოდ

ბოლოხანს პრემიერლიგის ვარსკვლავები თავიანთი მდიდრული სახლ-კარისთვის დაცვას ქირაობენ და გუშაგ ძაღლებს ყიდულობენ, რაშიც ათასობით გირვანქა იხარჯება. დაცვა მათ საცხოვრებლებს მთელი ღამის განმავლობაში დარაჯობს. ერთმა ფეხბურთელმა თავისი ეზოს პირას პატარა სახლიც კი ჩადგა იქ დაბანაკებულმა ხალხმა მისი და ოჯახის უსაფრთხოებაზე 24 საათი რომ იზრუნოს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არიან ისეთებიც, რომლებმაც ადამიანთა მომსახურებას გერმანული ნაგაზებისა და როტვეილერების...

სანჩესი ამერიკაში შეუშვეს
ჩანაწერი

სანჩესი ამერიკაში შეუშვეს

ალექსის სანჩესმა ვიზის პრობლემები მოაგვარა და აშშ-ში „მანჩესტერ იუნაიტედის” სეზონისწინა შეკრებაზე გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ჩილელს აშშ-ის საკონსულო ქვეყანაში შესვლის ნებას არ აძლევდა. მიზეზი: „ბარსელონაში” თამაშის წლებში მან ესპანეთის საგადასახადო კანონი დაარღვია და პრობლემებიც ამას მოჰყვა. სანჩესი რეალური სირთულის წინაშე იდგა. სერულიად შესაძლებელი იყო მას „იუნაიტედის” ხუთივე ამხანაგური შეხვედრა გამოეტოვებინა. მართალია, ფორვარდი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე...

სანჩესს ვიზა არ ჩაურტყეს
ჩანაწერი

სანჩესს ვიზა არ ჩაურტყეს

ალექსის სანჩესი ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე მარტო ვარჯიშობს, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედი” კალოფორნიაშია, ის კი აშშ-ში არ შეუშვეს, ვიზა არ მისცეს. ამ ინფორმაციაში მთავარი საკითხი ის არის, თუ რატომ არ შეუშვეს სანჩესი ამერიკაში. ეს ამბავი მისი „ბარსელონაში” თამაშის პერიოდთან და ესპანეთის სამეფოსთვის გადასახადების დამალვასთან გახლავთ დაკავშირებული. ჩილელ ფორვარდს საციხოდ ჰქონდა საქმე — 16 თვიანი პატიმრობა ელოდა, მაგრამ...

კაცი გამოშტერდა!
ჩანაწერი

კაცი გამოშტერდა!

„მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი, 61 წლის მარტინ პეინი მოგზაური კაცია. ამ ზაფხულს ის კოლუმბიის ჯუნგლებში ატარებს და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც შუა ტყეში ხუან მატას გადაეყარა. იმ ოთხი თვის განმავლობაში, რაც კოლუმბიაშია, ასეთი შოკი პეინს არ ჰქონია. როდესაც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაინახა მან თვალებს არ დაუჯერა, შემდეგ კი გამოეხმაურა და… მართალი აღმოჩნდა. თურმე არ ეჩვენებოდა....

მანჩესტერი გადაუხდის!
ჩანაწერი

მანჩესტერი გადაუხდის!

თუ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, რომელუ ლუკაკუ ექვსნიშნა ბონუსს მიიღებს… „მანჩესტერ იუნაიტედისგან”. ბელგიელ ვარსკვლავს, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” „ევერტონიდან” 75 მილიონ გირვანქად გადავიდა მანჩესტერელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ბევრი სახეირო პუნქტი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ზემოთ გაგაცანით. 25 წლის ფორვარდს სტარტი მშვენიერი ჰქონდა — პირველ შეხვედრაში პანამას ორი გოლი გაუტანა. „ჩელსის” ყოფილ მოთამაშეს გასულ სეზონში ერთი დიდი პრემია...

სერ ალექსი შინ არის
ჩანაწერი

სერ ალექსი შინ არის

აგვისტოში ახალი სეზონი იწყება და ლეგენდარულ სერ ალექს ფერგიუსონს სურს მას „ოლდ ტრეფორდის” ტრიბუნაზე შეეგებოს — ინსულტიდან ერთი თვეც არ არის გასული, ის კი უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან. 76 წლის ფერგის ახლა მოყვარული ოჯახის გარემოში ყოფნა და ზრუნვა ჭირდება. ფერგიუსონებთან დაკავშირებულმა წყარომ „სანს” უთხრა: „ყველამ იცის, სერ ალექსი მებრძოლი ბუნების ადამიანია და ის სიცოცხლისთვის გამართულ ბრძოლაში...