ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოლე გუნარ სულშერის ზინედინ ზიდანით შეცვლის მიზნით ნაბიჯებს ააქტიურებს. სულშერი განსაკუთრებული რისხვის ობიექტი მას მერე გახდა, რაც „იუნაიტედმა“ შინ „ლივერპულთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ 0:5 და 0:2 წააგო. იმასაც ამბობენ, რომ სულშერს კლუბის ხელმძღვანელებმა თითქოსდა სამი თამაში უბოძეს, მაგრამ, როგორც ჩანს ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის. თან, „სანდი ტაიმსი“ დაჟინებით...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
ვენგერი უკანა ხედვის სარკეში
დოკუმენტურ ფილმში, „დაუმარცხებელი“, 72 წლის არსენ ვენგერი სერ ალექს ფერგიუსონთან ჯიბრის წლებს იხსენებს. „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული თავკაცები 17 წლის განმავლობაში 49-ჯერ დაპირისპირებიან ერთმანეთს. „ალექს ფერგიუსონი ინგლისურ ფეხბურთში მთავარი ფიგურა იყო, — ამბობს ვენგერი, — მისი ყველას ეშინოდა, პრესით დაწყებული, მსაჯებით დამთავრებული. მე კი ვიფიქრე, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა მეძლეოდა. შემეძლო დამემტკიცებინა, რომ მხოლოდ ინგლისში...
სულშერმა ქუდი დაიხურა
ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს ერთკვირიანი დასვენება გამოუცხადა, ოჯახს ხელი მოჰკიდა და ნორვეგიაში გაემგზავრა. კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული მწვრთნელის ასეთმა საქციელმა კლუბში ყველა სახტად დატოვა. ცხადია, ამ კვირის განმავლობაში, ქერინგტონის ბაზაზე სიარული ფეხბურთელების უმეტესობას მაინც არ მოუწევდა, რადგან თავიანთი ქვეყნების ეროვნულ გუნდებში არიან გამოძახებულები, მაგრამ მანჩესტერში რჩებოდა კარგა დიდი ჯგუფი, რომელთანაც მუშაობა შეიძლებოდა....
მანჩესტერში ცუდი მდგომარეობაა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ სურვილს, ოლე გუნარ სულშერი გუნდის სათავეში სეზონის ბოლომდე დატოვოს, პირველი დარტყმა „ლივერპულთან“ 0:5 დამარცხებამ მიაყენა, მანჩესტერულ დერბიში ნაწვნევმა 0:2-მა კი ნორვეგიელი მწვრთნელის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ „იუნაიტედმა“ ბოლო 12 შეხვედრიდან 6 წააგო. და ეს ხდება იმ სეზონში, როდესაც კლუბმა 135,6 მილიონ გირვანქად ჯეიდონ სანჩო, რაფაელ ვარანი და თვით კრიშტიანუ რონალდუ...
კაცები vs ბიჭუნები
მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ „იუნაიტედს“ 2:0 მოუგო, ხოლო „იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა და ვარსკვლავმა, ექსპერტმა როი კინმა თავისი ყოფილი გუნდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. თამაში „ოლდ ტრეფორდზე“ ჩატარდა. „ქალაქელებმა“ მასპინძლებს ორივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანეს. ჯერ ერიკ ბეილიმ შეაგდო ავტოგოლი, შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე კი ბერნარდო სილვამ ანგარიში ორამდე გაზარდა. „ზედ შესვენების წინ „სიტიმ“ დიდი საჩუქარი მიიღო. ჟოაო...
75 წლის რონალდუ
პეპ გვარდიოლამ იხუმრა, კრიშტიანუ რონალდუ 75 წლის რომ გახდება, ოჯახურ ბარბექიუებზე მაინც გოლებს გაიტანსო. გვარდიოლა, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტის“ თავკაცია, რონალდუ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობს და ეს გუნდები პრემიერლიგაში დღეს ხვდებიან ერთმანეთს. დღეს, საქართველოს დროით 16 საათსა და 30 წუთზე დიდი დერბია და ინგლისური მედია მთლიანად ამ თემით არის შეპყრობილი. ეს გახლავთ პირველი მანჩესტერული დაპირისპირება მას...
ოუენი: ლიგას ლივერპული მოიგებს!
„ლივერპული“ ჩემპიონთა თასს მოიგებს, ხოლო პრემიერლიგამ სხვა ევროპული ჩემპიონატები ჩამოიტოვა — ასე ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის წუხანდელი თამაშების შემდეგ მერსისაიდელებისა და ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი მაიკ ოუენი. იურგენ კლოპის გუნდმა 2:0 აჯობა მადრიდის „ატლეტიკოს“ და პირველი ადგილით ფლეი-ოფში გასვლა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა. არადა, B ჯგუფში მისი მეტოქეები „ატლეტების“ გარდა „მილანი“ და „პორტუ“...
რონალდუ მწვრთნელზე მეტია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაში ბერგამოს “ატალანტას” წყვილი გოლი ორივე ტაიმის დამატებულ წუთებზე გაუტანა და გუნდს ქულა გადაურჩინა. ეს პორტუგალიელის 126-ე და 127-ე “მანჩესტერული” გოლები იყო. ამ მაჩვენებლით მან უკან მოიტოვა გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი. ნორვეგიელი “მანჩესტერის” ღირსებას 1996-2007 წლებში იცავდა და 126 გოლის გასატანად 366 მატჩი დასჭირდა, 36 წლის პორტუგალიელმა...
სიგიჟე გრძელდება!
ხუთი მცველით თამაში მხოლო 38 წუთს გაგრძელდა. პოლ პოგბა 69-ე წუთზე შეცვალეს. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ორჯერ მოუხდა ჩამორჩენის გამოსწორება — თავად წინ არ გასულა. და მაინც, ოლე გუნარ სულშერის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში F ჯგუფს ლიდერობს. დიდი ალბათობით ის ფლეი-ოფში გავა — „ვილიარეალი“ და „ატალანტა“ ბოლო ტურში თამაშობენ და ალბათ ქულებს დააკარგვინებენ ერთმანეთს. მანამდე „იუნაიტედს“ „ვილიარეალთან“ სტუმრად...
გადაშალა მანჩესტერმა ფურცელი?
კრიშტიანუ რონალდუ იმედოვნებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ 3:0 ძლევით მანკუნიანელთა უხეირო პერიოდი დამთავრდება. ლონდონში ჩასულ „იუნაიტედს“ შინ, „ლივერპულთან“ წაგებული 0:5 და სტუმრად, „ლესტერთან“ ნაწვნევი 2:4 უმძიმებდა გულს. სასწორზე იდო მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის თანამდებობაც, თუმცა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს საკითხი ჯერაც არ არის გადაწყვეტილი. როგორც ირკვევა, „ოლდ ტრეფორდის“ ბოსებმა ნორვეგიელს...









