ინგლისში ერთმანეთს ვეტერანებმა შეუტიეს. ჯეიმი კარაგერი და რიო ფერდინანდი ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ, მაგრამ „სიბერეში“ ერთმანეთზე მწარეების ლაპარაკი დაიწყეს. ჯერ ფერდინანდმა თქვა კარაგერზე აუგი, მერე კი კარაგერმა უპასუხა. ყველაფერი კარაგერის და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტნის როი კინის ცხარე კამათით დაიწყო. კამათის მიზეზი გახლდათ კრიშტიანუ რონალდუ. კინმა პორტუგალიელი აქო, „ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა კი აკრიტიკა. ფერდინანდის კომენტარიც ამის...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
რალფ რანგნიკი ზაფხულზე ფიქრობს
რალფ რანგნიკი სულაც არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ხანგრძლივ კონტრაქტს გააფორმებს და მის თანამდებობას სიტყვა დროებითი ჩამოშორდება. გერმანელი 63 წლისაა. ის და „იუნაიტედი“ ჯერ კიდევ მუშაობენ ხელშეკრულების დეტალებზე. საჭიროა ზუსტად ჩაიწეროს როგორ გაგრძელდება მათი თანამშრომლობა სეზონის დასრულების შემდეგ. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მანკუნიანელებმა მოსკოვის „ლოკომოტივის“ სპორტისა და განვითარების უფროსი დროებით თავკაცობაზე დაიყაბულეს. ინგლისურმა კლუბმა...
მანჩესტერ იუნაიტედი რანგნიკს გაურიგდა
ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი მარტინ სამუელი, რომელსაც ფაქტობრივად ბრიტანეთის ყველა პრესტიჟულ გამოცემაში უმუშავია, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ, ოღონდ ჯერ მაინც დროებით მწვრთნელ (6 თვიანი ხელშეკრულება უნდა გააფორმოს) რალფ რანგნიკზე „დეილი მეილში“ წერილს აქვეყნებს. შესავალში ის ბრიტანეთში პოპულარულ სიტკომს „სეინფილდს“ იხსენებს და გვიხსნის, რომ ამ სერიალში არის გმირი სახელად ჯორჯი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტს, რომ ყველაფერი, რაც...
ვილიარეალი ქერიკის ორმოში ჩავარდა
ეს იყო მაიკლ ქერიკის პირველი მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თუნდაც დროებითი, მაგრამ მაინც თავკაცის როლში, რომელიც მან მოიგო. „იუნაიტედმა“ სტუმრად დაამარცხა „ვილიარეალი“. ქერიკმა ეს გამარჯვება კვირას გაშვებულ მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს მიუძღვნა. საოცრება: მაიკლ ქერიკი გახდა ბოლო 90 წელიწადში პირველი ინგლისელი მწვრთნელი, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავისი სადებიუტო შეხვედრა მოაგებინა. და რაკი პირველ წარმატებებზეა ლაპარაკი: ჯეიდონ სანჩომ...
მაგუაირი: მარტო მწვრთნელმა ზღო
ჰარი მაგუაირის კარიერაში უდიდესი კრიზისია. მისმა გუნდმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, ახალი მწვრთნელი უნდა მოძებნოს — მას მერე, რაც პრემიერლიგის ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ოლე გუნარ სულშერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგაში, „ვილიარეალთან“ გუნდს მოედანზე მაიკლ ქერიკი გაიყვანს, ზოგადად კი, კანდიდატთა შორტ-ლისტში ორი მწვრთნელია, ბრენდენ როჯერსი და მაურისიო პოჩეტინო. მაგუაირმა თქვა: „თუკი ჩემს თანაგუნდელებს შეეკითხებით,...
ზიდანს პარიზში ურჩევნია
BBC-ს თანახმად, ზინედინ ზიდანს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობა არ აინტერესებს. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ცნობას, რომ ოლე გუნარ სულშერის თანამდებობიდან გაშვების შემდეგ ფრანგს „ოლდ ტრეფორდიდან“ დაურეკეს და პასუხად უარი მიიღეს. მანჩესტერელებს იმედი ჰქონდათ, რომ „რეალის“ ყოფილი თავკაცი მათთან გადაბარგებას თავისი ყოფილი ფეხბურთელების, კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ვარანის ხათრით მაინც დათანხმდებოდა — ფორვარდიცა და ცენტრალური მცველიც...
პოჩეტინო მზად არის დღესვე გაიქცეს მანჩესტერში
თუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაურეკავენ, მაურისიო პოჩენიტო მზად არის „პარი სენ ჟერმენის“ წვრთნას დღესვე დაანებოს თავი და „ოლდ ტრეფორდზე“ გადაბარგდეს. ეს ინფორმაცია „დეილი მეილმა“ გაავრცელა. „იუნაიტედმა“ გუნდის გაძღოლა ჯერჯერობით მაიკლ ქერიკს დაავალა, თუმცა, პარალელურად დროებით მწვრთნელს ეძებს. ამ წინადადებამ რომ არ დაგვაბნიოს, განვმარტოთ: ქერიკი „იუნაიტედს“ ორიოდ თამაშში გაუძღვება, დროებითი მწვრთნელი კი დაერქმევა მას, ვინც მის მერე,...
ოფიციალურად ჯერ არ უთქვამთ, მაგრამ მოხსნეს
„დეილი მეილი“ წერს, რომ წუხელ, „უოტფორდთან“ სამარცხვინო (1:4) წაგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორატმა საგანგებო თათბირზე ოლე გუნარ სულშერის მოხსნა გადაწყვიტა. თამაშის დასრულების შემდეგ, „ვიკარიჯ როუდზე“ ნორვეგიელი ბოდიშებს იხდიდა, ფანობა კი ტრიბუნიდან „ბუუს“ დასძახოდა. ეს იყო ოდესღაც ძლევამოსილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მორიგი პარტახი, რასაც მწვრთნელის შეცვლა მოჰყვება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ შემდგომ ორ შეხვედრას გუნდის ყოფილი...
სულშერი ყინჩადაა
ოლე გუნარ სულშერი დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამარჯვების გზაზე დააყენებს და „ოლდ ტრეფორდიდან“ არ გაუშვებენ. ნორვეგიელმა მწვრთნელმა გასული კვირა სამშობლოში გაატარა და ახლა დასვენებული შეუდგება საქმეს. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ ბოლო 12 შეხვედრიდან 6 წააგო. უახლოესი ორი თამაში, რომელიც სულშერის ბედის გადაწყვეტაში დიდ როლს ითამაშებს ასეთია: შაბათს სტუმრად „უოტფორდთან“, მომდევნო კვირის შუაში კი ჩემპიონთა ლიგის F...
რონალდუს არასდროს ესტუმროთ
პატრის ევრა ერთხელ კრიშტიანუ რონალდუს შინ ესტუმრა და ინანა. გულშემატკივარს ეხსომება რომ ფრანგი ევრა და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამი წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. მათ ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც კრიშტიანუმ მეგობარი ლანჩზე დაპატიჟა, ევრას იმედი გაუცრუვდა. მეორე მხრივ, „მონცას“, „ნიცას“, „მონაკოს“, „იუვენტუსის“, „მარსელისა“ და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში...









