ჭდე: კორონაპანდემია

Home კორონაპანდემია
ჩანაწერი

კუმანი მესის, ანსუს, პედრის და კორონას შესახებ

„ბარსელონას” ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, რონალდ კუმანმა „კამპ ნოუზე” გატარებული პირველი თვეები შეაჯამა. მან ილაპარაკა ლეო მესიზე, „ბლაუგრანას” ახალგაზრდებზე, რომელთაც ბოლოხანს დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და covid 19-ის გავლენაზე. „ყველაზე ძნელი შინ თამაშია, რადგან უზარმაზარი სტადიონი სრულიად ცარიელია, ერთი გულშემატკივარიც კი არ ზის, — თქვა მან, — ამის შეგუება ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ. შეიძლება პანდემიამ უმაყურებლო ფეხბურთს მეტ-ნაკლებად...

ჩანაწერი

მანჩესტერელთა შეკვეცილი დღესასწაული

დღეს ბრიტანეთში შობას აღნიშნავენ და… ვერც აღნიშნავენ. „მანჩესტერ იუნაიტედმა”, მაგალითად, ვარჯიში დანიშნა, ტრადიციული საშობაო ზეიმი კი გაუქმებულია. ოლე გუნარ სულშერმა დილის ათის ნახევარზე, ქერინგტონის საწვრთნელ კომპლექსში შეკრება და საათანხევრიანი წვრთნა ბრძანა. 26 დეკემბერს, „ბოქსინგ დეიზე”, „იუნაიტედი” ლესტერში თამაშობს და ნორვეგიელი მწვრთნელი ამ შეხვედრისთვის შერჩეული სათამაშო გეგმის დამუშავებას აპირებს. რაც შეეხება კლუბის ზეიმს, რომელშიც ჩვეულებრივ ფეხბურთელების...

ჩანაწერი

დაბრუნდნენ!

რვა თვეზე მეტი გავიდა მას მერე, რაც ინგლისის სტადიონებზე გულშემატკივარს ფეხი არ შეუდგამს და აი, გუშინ, ისინი დაბრუნდნენ! დაბრუნდნენ „კემბრიჯის”, „ლუტონის”, „შრუსბერის”, „ჩარლტონის”, „ვიკომბისა”, „კერლისლის” და კიდევ რამდენიმე კლუბის ფანები. კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის მერე ჩაკეტილი სარბიელები გაიღო. „ლუტონის” ფანებმა პლაკატიც მიიტანეს: ჩვენ დავბრუნდით! გუშინ, ინგლისში მეორე ეროვნული შეზღუდვა მოიხსნა, რამაც ზონა 2-ში მდებარე ქალაქების...

ჩანაწერი

გულშემატკივარს სრულად დააბრუნებენ!

„სანმა” შეიტყო, რომ სეზონის ბოლოს ინგლისში საფეხბურთო სტადიონები კვლავ გაივსება გულშემატკივრით. ამბობენ, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბრიტანელთა ვაქცინაციის პროგრამა სრულად არ იქნება ამუშავებული. მთავრობიდან გამოვიდა ხმა, რომ ხალხის ტრიბუნებზე დასაბრუნებლად სრულიად საკმარისია დასრულდეს მოხუცებისა და რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანების აცრა. სხვა სიტყვებით, ვაქცინაციის საწყისი ფაზის შემდეგ, როგორც კი სიკვდილიანობა შემცირდება, სტადიონების ჭიშკრებს გააღებენ....

ინგლისში ცოტა მაყურებელი ბრუნდება
ჩანაწერი

ინგლისში ცოტა მაყურებელი ბრუნდება

შემდეგ ოთხშაბათს ინგლისში ფანების ნაწილი ტრიბუნებს დაუბრუნდება, თუმცა ბევრი ჯერ კიდევ კარგა ხანს დარჩება სტადიონს გარეთ. ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა გუშინ ხელი მოაწერა ქაღალდს, რომლის თანახმადაც 2 დეკებმბერს სარბიელთა ჭიშკრები „შეიღება”. ეს სიახლე ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელთა პირველი და მეორე ლიგის კლუბებისთვის, მორაგბეთათვის და ცხენოსნებისთვის. მათთვის, ის შეიძლება გადარჩენასაც ნიშნავდეს. ინგლისში სტადიონები ხომ...

ბარსელონაში ვადა ჰქონდათ დათქმული
ჩანაწერი

ბარსელონაში ვადა ჰქონდათ დათქმული

თავიდან იყო ლეო მესის ტრანსფერის ირგვლივ ატეხილი ალიაქოთი; შემდეგ, პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუს გადადგომის მოთხოვნა და გადადგომა; ახლა კი ხელფასების შემცირების ამბავია. ნათქვამი იყო, რომ თუ კლუბი და კლუბის დაქირავებული თანამშრომლები, რომელთა შორის ყველაზე დიდხელფასიანები ფეხბურთელები არიან, გუშინდლამდე საერთო ენას ვერ გამონახავდნენ, ადმინისტრაცია გასამრჯელოებს თვითნებურად შეკვეცდა. ცხადია, ეს მარტივი საქმე არ არის. კლუბის დაქირავებულ თანამშრომლებს...

თქვენი იყოს, წაიღეთ!
ჩანაწერი

თქვენი იყოს, წაიღეთ!

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ კლუბს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის პირობებში. ერთობლივი გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებმა უარი თქვეს პრემიალურ თანხებზე, რომელიც ქვეყნის ჩემპიონობისა და სუპერთასის მოგებისთვისაა გათვალისწინებული. კონკრეტულად: ჩემპიონობისთვის თითოეულ მათგანს 700 ათასი ევრო ერგებოდა, სუპერთასის მოგებისთვის პრემიად კი 300-300 ათასი ევრო იყო დათქმული. მარტივი მათემატიკა გვეუბნება, რომ მოთამაშეებმა ამ გზით კლუბს დაახლოებით 25 მილიონი...