მორიგი დიდი იმედგაცრუება არგენტინაში. ლიონელ მესი კვლავ სანაკრებო ტიტულის გარეშეა. კიდევ ერთი კოპა ამერიკა და კიდევ ერთი მარცხი, ამჯერად ნახევარფინალში, თანაც ვისთან? პრინციპულ მეტოქე, მასპინძელ ბრაზილიასთან – 0:2. ბრაზილიისა ვთქვათ – ეს ხომ იმ ოთხიდან ერთ-ერთი ქვეყანაა სამშობლოში ჩატარებული ყველა კოპა ამერიკა რომ მოუგია. ტიტეს გუნდი როგორც გამოცდილი, ევროპამოვლილი ვარსკვლავებით, ისე საშინაო ჩემპიონატიდან აღმოჩენილი ნიჭიერი...
ჭდე: კოპა ამერიკა
კოლუმბიაში ლოცულობენ
კოპა ამერიკა დასკვნით ფაზაშია. მალე ფინალისტები გაირკვევა, რაც ვეჭვობთ, დიდად ანაღვლებდეს კოლუმბიელ გულშემატკივარს. მათი ნაკრები ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, არადა კოლუმბიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ძალიან დამაჯერებლად გაიარა და სამივე მატჩი მოიგო. კოლუმბიელებმა, სასტარტო მატჩში არგენტინის წინააღმდეგ ლამაზი და გააზრებული ფეხბურთი ითამაშეს, 2:0 იმარჯვეს და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსიც მიიღეს. მეოთხედფინალში კარლოს კეირუშის გუნდი ჩილეს შეხვდა და...
ქალები კაცების ზურგზე
გაღმა, ბრაზილიაში, კოპა ამერიკა გაჩაღებულა, სადაც ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვა. გამოღმა, საფრანგეთში კი ქალთა მონდიალი მიმდინარეობს. საუკეთესო ოთხეული აქაც ცნობილია. 3 ევროპული და ერთიც, აშშ, რომელიც მსოფლიო მოქმედი ჩემპიონია. ამასობაში, ქალთა შორის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მაისურები სულ უფრო იქაურ პოპულარული ხდება. ამის შესახებ Sports illustrated-ის საფეხბურთო მიმომხილველი გრანტ ვალი იტყობინება. აშშ-ს ქალთა ნაკრების მაისურებს მსოფლიოში ცნობილი...
მესი მიდის?
ძალიან რთულია ასახსნელად, რა სჭირს არგენტინის ნაკრებს, რომელსაც ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და სრულიად ვარსკვლავური შემადგენლობა. ამჯერად მესი და კომპანია კოლუმბიელებისგან იძლია. როხერ მარტინესმა და დუვან საპატამ გაუტანეს არგენტინას, არადა ორივე შეცვლაზე იყო შესული. მესიმ საკუთარი გუნდის გამართლება სცადა, თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ იღბალი მეტოქის მხარეს იყოო. ამასობაში ტოტალიზატორები ფსონებს იღებენ, გააკეთებს თუ არა მესი განცხადებას...
პიცის ნაცვლად რ-რ-რ
კოლუმბიელი რეინალდო რუედა რივერა ჩილეს ნაკრების მწვრთნელი გახდა. მან არგენტინელი ხუან ანტონიო პიცი შეცვალა, ვინც ჩილე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. 60 წლის კოლუმბიელი გასულ სეზონში „ფლამენგოს“ თავკაცობდა, რომელიც ბრაზილიის თასის და „კოპა სუდამერიკანას“ ფინალში გავიდა, მაგრამ ორივე წააგო. მას ადრე ჰონდურასის (2007-2010 ) და ეკვადორის (2010 – 2014 ) ნაკრებში უმუშავია და ორივეჯერ...




