ლეანდრო პარედესი, ანხელ დი მარია და ლეო მესი პარიზში ისხდნენ, მატეს წრუპავდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ სამ არგენტინელს გვერდით „კოპა ამერიკას“ თასი ანუ თავად კოპა ამერიკა ედოთ. ეს ფოტო პარედესმა თავის ინსტაგრამზე გააზიარა და ცხადია ის „პარი სენ ჟერმენის“ სხვა ფეხბურთელების, კერძოდ კი ბრაზილიელი ნეიმარის კომპიუტერის ეკრანზეც ამოხტა. ნეიმარის რეაქციამ...
ჭდე: კოპა ამერიკა
ურუგვაის ოსკარი მოხსნეს
ბოლივიაში 0:3 წაგების შემდეგ ურუგვაის ნაკრების მწვრთნელის პოსტი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესს დაატოვებინეს. 74 წლის კაცს, რომელიც გუნდს 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა და თბილისშიც გვსტუმრობდა. არადა, ურუგვაის ნაკრების ბოლოდროინდელ აღმავლობაში ტაბარესის წვლილი ფასდაუდებელია. მისი თავკაცობით ლურჯ-ცისფრებმა ითამაშეს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში და 2011 წელს მოიგეს კოპა ამერიკა. საკლუბო დონეზე დონეზე, 1987 წელს ტაბარესის „პენიაროლმა“ მოიგო კოპა...
მესიმ რონალდუს აჯობა!
ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. უკვე დიდი ხანია, რაც არგენტინელს და პორტუგალიელს მხოლოდ ფეხბურთში აღარ აჯიბრებენ ერთმანეთს. ვისაც არ ეზარება ათას უაზრობას ითვლის. ლამისაა ისიც კი დათვალონ, რომელს მეტი ვაშლი ან ბანანი აქვს ნაჭამი. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მესიმ რონალდუს ინსტაგრამზე ლაიქების რეკორდი მოუხსნა. „ბარსელონას” კაპიტანმა „კოპა ამერიკა” მოიგო და...
დღე უკანასკნელი, დღე პირველი
ლეო მესის არგენტინამ ანხელ დი მარიას ერთადერთი გოლით დაამარცხა ბრაზილია და „კოპა ამერიკის“ დიდი თასი აღმართა. ეს მესის პირველი სანაკრებო ტიტულია და პირველი დღე, როცა ამ რანგში დადის. სამაგიეროდ, სულ სხვა სიტუაცია აქვს კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ჯერაც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, სანამ არბიტრი იტალია-ინგლისის ფინალის დასრულებისას არ ჩასტვენს. ფეხბურთის ორი გენიოსი კონტინენტური პირველობების გამარჯვებულთა სახელს მხოლოდ...
პირველად ისტორიაში: კოპა ამერიკას ორი საუკეთესო ჰყავს
კონმებოლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, კოპა ამერიკა 2021-ის საუკეთესო ფეხბურთელად ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაასახელა, არგენტინელი ლეო მესი და ბრაზილიელი ნეიმარი. რიო დე ჟანეიროს დროით შაბათ საღამოს, 10 ივლისს, საქართველოს დროით კვირას, გამთენიისას, „მარაკანაზე” არგენტინის ნაკრებმა ბრაზილიისას 1:0 მოუგო და ჩემპიონი გახდა. კონმებოლს კი ნეიმარსა მესის შორის არჩევანის გაკეთება გაუჭირდა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ორივე დაასახელა. კონმებოლმა...
არგენტინა 28 წლის შემდეგ!
მსოფლიო ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელმა 34 წლის ლეო მესიმ კარიერაში პირველი დიდი სანაკრებო ჯილდო მოიპოვა: არგენტინამ რიო დე ჟანეიროში, ლეგენდარულ „მარაკანაზე”, ბრაზილიის ნაკრებს 1:0 მოუგო და კოპა ამერიკას ჩემპიონი გახდა. აქამდე მესი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონობისა და 2008 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის ამარა იყო. ფინალში ერთადერთი გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა. ის მიმდინარე ტურნირზე მეორედ იყო სასტარტო...
ჩილავერტი: მსაჯი ბრაზილიას მიემხრობა
პარაგვაის ფეხბურთის ლეგენდამ, ვეტერანმა მეკარემ ხოსე ლუის ჩილავერტმა კონტინენტის ფეხბურთის ასოციაციას, კონმებოლს კბილი გაჰკრა და თქვა, რომ „კოპა ამერიკას” ფინალის არბიტრი, ურუგვაელი ესტებან ოსტოიჩი არგენტინის წინააღმდეგ ანუ ბრაზილიის სასარგებლოდ იმსაჯებს. ჩილავერტი ამბობს, რომ ლეო მესის ერთბაშად ორი მეტოქის დამარცხება მოუწევს, ბრაზილიის ნაკრების და კონმებოლის. ფინალი რიოში, „მარაკანაზე”, თბილისის დროით 11 ივლისის გამთენიის 4 საათზე დაიწყება....
ბრაზილიის 100 წუთი
ევროპის ჩემპიონატზე უკვე ფლეი-ოფი იწყება, ოკეანის გადაღმა მიმდინარე „კოპა ამერიკაზე“ კი ჯერაც ჯგუფური ეტაპი მიდის. მეოთხე ტურში სრულიად ტურნირის მატჩი-მშვენება გაიმართა. კოლუმბიელთა ჯიგრიანი კრებული თითქმის ბოლომდე უგებდა ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე ბრაზილიას. შეცვლაზე შესულმა ბობი ფირმინომ მხოლოდ 78-ზე გაქვითა. მერე კი კაზიმირომ გამარჯვებისაც გაიტანა. გოლი ოფიციალურად 90-ე წუთზე აღირიცხა, თუმცა ამ დროს მე-10 დამატებული წუთი მიდიოდა. თითქოს...
არგენტინამ კოპა ფრით დაიწყო
დაიწყო „კოპა ამერიკა”. არგენტინისა და ჩილეს შეხვედრა 1:1 დასრულდა. ანგარიში 33-ე წუთზე ლეო მესიმ საუცხოო საჯარიმო დარტყმით გახსნა. ბურთი „ბეტისისა” და ჩილეს ნაკრების მეკარის კლაუდიო ბრავოსგან მარცხენა მაღალ კუთხეში შევარდა. ბრავო, რომელიც ადრე ხან „ბარსელონაში” თამაშობდა და ხან „მანჩესტერ სიტიში”, ბურთს თითის წვერებით მიწვდა, მაგრამ მესის კარიერის 57-ე ჯარიმის გატანაში ხელი ვერ შეუშალა. შესვენების შემდეგ,...
კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა
„კოპა ამერიკის“ მორიგი გათამაშება, რომელიც არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო, სხვა ქვეყანაში გაიმართება. წერია კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია) „ტვიტერის“ ოფიციალურ ვგვერდზე. მოკლე შეტყობინება გვამცნობს, რომ „არგენტინას მასპინძლობის უფლება არსებული მიზეზების გამო ჩამოერთვა“. მიზეზები არ სახელდება, თუმცა მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ეს ამბავი კორონაპანდემიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ახლახან არგენტინაში ინფექციის ახალმა ტალღამ იფეთქა. შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 2020...









