ჭდე: კიმ მინ-ჯაე

Home კიმ მინ-ჯაე
ნაპოლის ისტორიაში ყველაზე მაღალ პოზიციაზე
ჩანაწერი

ნაპოლის ისტორიაში ყველაზე მაღალ პოზიციაზე

„ოქროს ბურთის” გამოკითხვაში ვიქტორ ოსიმენი მე-8 ადგილზე გავიდა, რაც თავად ნიგერიელისთვის ხომ უდიდესი მიღწევაა და ასევეა „ნაპოლისთვისაც”. „პარტენოპეელი” ფეხბურთელი „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში ასეთ მაღალ პოზიციაზე არასდროს ყოფილა. გასულ სეზონში ოსიმენმა ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში მოიგო სკუდეტო, ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 26 გოლით გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი და იტალიის ლიგის საუკეთესო თავდამსხმელადაც დაასახელეს. „აძურის” კიდევ ერთი [...]

არასდროს დამავიწყდება: კიმ! კიმ! კიმ!
ჩანაწერი

არასდროს დამავიწყდება: კიმ! კიმ! კიმ!

ნათქვამია, ნეაპოლს თუ ნახავ, მერე შეგიძლია მოკვდეო. არის ხალხი, ვისთვის ნეაპოლი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. ასეთ ხალხს განეკუთვნება სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი კიმ მინ ჯაე, რომელიც ამ ზაფხულს „ნაპოლიდან” „ბაიერნში” გადავიდა. კიმმა კორეულ naver.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა: …როდესაც საუკეთესო მცველისთვის განკუთვნილი პრიზი მივიღე, მინდოდა ის გამეყო კვარასთვის, ოსიმენისთვის და მთელი დანარჩენი გუნდისთვის. სანამ ცოცხალი ვარ „ნაპოლი” [...]

მიუნხენში კიმი წარადგინეს…
ჩანაწერი

მიუნხენში კიმი წარადგინეს…

მიუნხენის „ბაიერნმა“ სამხრეთკორეელი მცველის კიმ მინ-ჯაეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – ამის შესახებ გერმანიის ჩემპიონმა ინფორმაცია კლუბის ვებგვერდზე გაავრცელა. გერმანელებმა კიმთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმეს, სამხრეთკორეელი ახალ გუნდში 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. იან-კრისტიან დრიზენი („ბაიერნის“ გენერალური დირექტრი): მოხარული ვართ კიმთან კონტრაქტის გაფორმებით. მან გასულ წელს „ნაპოლისთან“ ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიგო, დასახელდა სერია A-ს სეზონის საუკეთესო მცველად. [...]

კიმი ქერის ორმოში
ჩანაწერი

კიმი ქერის ორმოში

როგორც გერმანული „შპორტ ბილდი” წერს, ლისაბონში ერთმანეთს უნდა შეხვდნენ „ბაიერნის” ტექნიკური დირექტორი მარკო ნეპე და სამხრეთ კორეელი მცველის კიმ მინ-ჯაეს პორტუგალიელი აგენტი ლორენსუ რიტა. ეს შეხვედრა საბოლოო წერტილს დაუსვამს მხარეებს შორის შეთანხმებას, რომლის მიზანიც „ნაპოლის” ფეხბურთელის ბავარიაში გადაბარგებაა. მოგეხსენებათ, სერია A-ს საუკეთესო მცველის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს” სურდა, მაგრამ ბოლო დროს ბუნდესლიგის კლუბმა იყოჩაღა. ევროპულ მედიაში [...]

ნაპოლი კიმის შემცვლელს ბერგამოში ეძებს
ჩანაწერი

ნაპოლი კიმის შემცვლელს ბერგამოში ეძებს

მას მერე, რაც „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის საკითხი მოაგვარა (ლუჩანო სპალეტის ნაცვლად თანამდებობაზე რუდი გარსია დანიშნა) სატრანსფერო ბაზარზე გასვლისა და ახალი ფეხბურთელების ყიდვის დროც დადგა. რასაკვირველია, კლუბის უმთავრესი ამოცანა საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნებაა, მაგრამ ეს არ ეხება სამხრეთ კორეელ ცენტრალურ მცველ კიმ მინ-ჯაეს, რომელიც სადაცაა „პარტენოპეელებს” დატოვებს — მისი გადაბირებით „ბაიერნი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” [...]

კიმი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება
ჩანაწერი

კიმი უხერხულ მდგომარეობაში ვარდება

„სკუდეტოს მოგება ძნელია, მაგრამ ბოლოს ხვდები, რომ ღირდა იმ შრომად, რომელიც მისთვის გასწიე”, — თქვა იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის” კორეელმა მცველმა კიმმა და განაგრძო: „ნეტავ ოდესმე, ცხოვრებაში, კიდევ თუ ვნახავ ზეიმის ასეთ სცენებს? სკუდეტოს მოგება ჩემთვის სრულიად ახალი გამოცდილება გახლდათ. ყველაფერი, რაც გარშემო ხდებოდა ახალი იყო. რაღაც სერიოზული რომ მოვიგე მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, როდესაც მოედანზე შემოვარდნილი [...]

რა სიკეთეს მოიტანს კიმის წასვლა?
ჩანაწერი

რა სიკეთეს მოიტანს კიმის წასვლა?

თუ კიმი „ნაპოლიდან” წავა, ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის ტოლფასი იქნება. განვმარტოთ: თუ იტალიის ჩემპიონატის დიდი აღმოჩენა და საუკეთესო მცველი სადმე გადავა, ეს სავარაუდოდ ან „მანჩესტერ სიტი” იქნება ან „მანჩესტერ იუნაიტედი” — კლუბი, რომელიც ტრანსფერის ფულს ივლისის პირველ ნახევარში გადაიხდის. სხვა მხრივ დე ლაურენტისი მას არ გაყიდის. მაგრამ, თუკი ასეთი ტრანსფერი შედგება, „ნაპოლის” სალარო 55 მილიონი [...]

კიმი ჯარში მიდის
ჩანაწერი

კიმი ჯარში მიდის

ტვიტერის გვერდი „ნაპოლი ნიუზ კორეა” წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი კიმ მინ-ჯაე ივნის-ივლისში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლის. ეს ცნობა მოულოდნელი იყო, რადგან აქამდე ამბობდნენ, რომ როგორც აზიური თამაშების ჩემპიონს მას ეს სამკვირიანი შეკრება არ უნდა შეხებოდა. ხსენებულ შეკრებაზე კიმს სხვების მსგავსად გაატარებენ აუცილებელ მომზადებას, რათა საჭიროების შემთხვევაში სამშობლოს ემსახუროს. ზუსტად ასეთი წვრთნა გაიარა 2020 წელს [...]

როგორ შეუშლის აზია ხელს ნაპოლის?
ჩანაწერი

როგორ შეუშლის აზია ხელს ნაპოლის?

კარგა ხანია ევროპულ საკლუბო ფეხბურთს აფრიკის თასი პრობლემად ექცა, 2024 წლის იანვრიდან კი მას აზიის თასის ახალი ფორმატიც დაემატება. იოლი მისახვედრია, რომ „ბებერი კონტინენტის” კლუბებს შუა სეზონში აფრიკელი და აზიელი ფეხბურთელების გაშვება არ აძლევთ ხელს. მაგალითად „ნაპოლი” განვიხილოთ. 2022-23 წლების ჩემპიონატი ჯერ არ დამთავრებულა, ლუჩანო სპალეტის გუნდს კი, როგორც იტალიაში წერენ, სკუდეტო გარანტირებული აქვს. მაგრამ [...]

ფიზიკოსებმა შეისწავლონ კვარაცხელია
ჩანაწერი

ფიზიკოსებმა შეისწავლონ კვარაცხელია

„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას ჯადოსნური გოლითა და ამირ რაჰმანის შესანიშნავი თავურით „ატალანტა” დაამარცხა — 2:0, „კორიერე დელო სპორტმა” კი ტრადიციულად მატჩის საუკეთესო და ფეხბურთელები დაასახელა. საერთოდ, რომაული გაზეთი ეგრეთწოდებულ „ტოპებს” და „ფლოპებს” ასახელებს, მაგრამ მან ამჯერად მიიჩნია, რომ ნეაპოლელთა გუნდში იმედი არავის გაუცრუებია. ერთადერთი, შესაძლოა ვიქტორ ოსიმენს თავად გაუცრუვდა იმედი გოლი რომ ვერ გაიტანა. კვარაცხელია და [...]