ჭდე: კამპ ნოუ

Home კამპ ნოუ
ხმათა სარეკორდო რაოდენობა მოგროვდა: უნდობლობა ბარტომეუს!
ჩანაწერი

ხმათა სარეკორდო რაოდენობა მოგროვდა: უნდობლობა ბარტომეუს!

„კამპ ნოუზე”, აუდიტორია 1899-ის წინ შეგროვილმა ლიდერებმა, რომლებიც წარმოადგენენ მოძრაობას „უნდობლობა ბარტომეუს”, განაცხადეს, რომ მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ პროცესის დასაწყებად 20 731 ხმა მოაგროვეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს რიცხვი ზუსტი არ იყო, რადგან ყუთებში კიდევ უფრო მეტი, 20 984 ბიულეტენი აღმოჩნდა. ხმების რაოდენობას კლუბის 24 თანამშრომელი ითვლიდა. მინიმალური ზღვარი, რომელიც ბარტომეუს მოწინააღმდეგეებს უნდა გადაელახათ, გახლდათ 16...

მესი თავის ბაღში
ჩანაწერი

მესი თავის ბაღში

ლეო მესი თავის ბაღში დაბრუნდაო, წერს კატალონიური „სპორტი”. ქართველები უფრო ვიტყოდით, თავის სანახებშიო. ფაქტი კი ის არის, რომ „ბარსელონა” 91 დღის შემდეგ „კამპ ნოუზე” დაბრუნდა და ივარჯიშა. სწორედ 91 დღის წინ მოუგო აქ „ბლაუგრანამ” „რეალ სოსიედადს” 1:0, შემდეგ კი ჩემპიონატი შეწყდა და ესპანეთი კორონავირუსის პანდემიამ ჩაითრია. მესისთვის „კამპ ნოუზე” დაბრუნება განსაკუთრებით ემოციური გამოდგა. მან სოციალურ...

ბარსამ კრუიფზე უარი თქვა
ჩანაწერი

ბარსამ კრუიფზე უარი თქვა

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტნებს დაეკითხა, ლა ლიგის განახლების შემდეგ რომელ სტადიონზე უჯობთ საშინაო მატჩების გამართვა. მოგეხსენებათ, გუნდში ოთხი კაპიტანია: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და სერხი რობერტო. სწორედ მათ გადაწყვიტეს რომ ცარიელი ტრიბუნების წინაც კი „კამპ ნოუზე“ თამაში სჯობს, ვიდრე 6-ათასიან „იოჰან კრუიფზე“, რომელიც კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მდებარეობს და ძირითადად „ბარსელონას“ სარეზერვო გუნდს ემსახურება....

ბარსელონა კამპ ნოუს სახელს ყიდის
ჩანაწერი

ბარსელონა კამპ ნოუს სახელს ყიდის

„ბარსელონა“ თავისი ლეგენდარული სტადიონის სახელს ყიდის – მიღებული თანხა პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება. „ჩვენ გლობალური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით, რომელსაც უახლეს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. ამიტომ ჩვენ მტკიცედ და მშვიდად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მოვიჩნევთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენების აუცილებლობას კორონავირუსთან ბრძოლაში. ისტორიაში პირველად, ვიღაცას „კამპ ნოუსთვის“ სახელის გადარქმევა შეეძლება, მიღებული შემოსვალი კი...

ნეტავ ზიდანმა და ვალვერდემ ყავა თუ დალიეს?
ჩანაწერი

ნეტავ ზიდანმა და ვალვერდემ ყავა თუ დალიეს?

ჟოან გამპერის სახელობის სპორტული ცენტრის საპრესკონფერენციო დარბაზში „ბარსელონას” თავკაცი ერნესტო ვალვერდე ჟურნალისტებს შეხვდა. საუბრის თემა გახლდათ „ელ კლასიკო” რომელიც დღეს „კამპ ნოუზე” გაიმართება. „ბარსელონასა” და „რეალის” დღევანდელი შეხვედრა ადრინდელებზე მეტ ვნებათაღელვას იწვევს. მიზეზი: პოლიტიკა და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების საკითხები. თუმცა, ჟურნალისტებს არანაკლებ აინტერესებდათ ვალვერდეს აზრი საკუთრივ თამაშის შესახებ. სხვადასხვა კითხვას შორის იყო ერთი, რომელმაც შეკრებილთა...

როდის ჩატარდება ელ კლასიკო?
ჩანაწერი

როდის ჩატარდება ელ კლასიკო?

გუშინ ლა ლიგამ 26 ნოემბერს დანიშნული ელ კლასიკოს „კამპ ნოუდან” გადადება მოითხოვა. ამისათვის მან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილით მიმართა. საქმე ის არის, რომ ბარსელონაში პოლიტიკური თვალსაზრისით დაძაბული მდგომარეობაა, რაც ლა ლიგას აფიქრებინებს, რომ „ბარსელონასა” და „რეალის” მატჩის კატალონიის დედაქალაქში ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. მოგეხსენებათ, კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის მომხრე პოლიტიკურ ლიდერებს სასამართლომ ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა....

მესის კამპ ნოუ შეცვლის
ჩანაწერი

მესის კამპ ნოუ შეცვლის

„ბარსელონამ” „კამპ ნოუს” რეკონსტრუქციის შთამბეჭდავი გეგმა გამოამზეურა. კატალონიური გიგანტი თავისი ისედაც კოლოსალური, 90 ათასიანი სტადიონის ტევადობის 105 ათასამდე გაზრდასა და მის გარშემო ტერიტორიის განვითარებას აპირებს. კლუბი სარბიელის განვითარებაში 600 მილიონი ევროს ჩადებას გეგმავს. მას მერე, რაც გეგმა ქალაქის საბჭოს გააცნო და შეუთანხმა, მან მომავალი „კამპ ნოუს” გამოსახულებები საჯაროდაც გამოფინა. ახლა ერთადერთი ფორმალობაღა დარჩა მოსაგვარებელი: გეგმა...