ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ამგვარად, „ფურია როხა“ ევროპის მეორე გუნდი გახდა ტურნირის ფინალში გასვლების რაოდენობით. ესპანელებისთვის ეს მეხუთე ფინალია, საიდანაც სამში იმარჯვეს. ესპანელებმა ამ მაჩვენებლით აჯობეს სსრკ-ის და იტალიის გუნდებს, რომლებსაც შესაბამისად ოთხ-ოთხი ფინალი აქვთ ევროს ნათამაშები. რეკორდსმენი კი გერმანიის ნაკრებია, რომელმაც ექვს ფინალში სამჯერ...
ჭდე: იტალია
სენსაციები, სენსაციები…
ქალთა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის ბოლო ტურის მატჩში, ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და იტალიის ნაკრებები შეხვდნენ. მატჩი აფრიკელთა დრამარტული გამარჯვებით 3:2 დასრულდა. შეხვედრის ბედი მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე გადაწყდა, გამარჯვების გოლი ტემბი კგატლანამ გაიტანა. ამრიგად, სწორედ სამხრეთ აფრიკის ნაკრები გავიდა ტურნირის მერვედფინალში, სადაც 6 აგვისტოს ერთ-ერთ ფავორიტს, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. სამხრეთაფრიკელებმა სამ მატჩში ოთხი...
ერთა ლიგა ნიდერლანდებში
ერთა ლიგის 2023 წლის ფინალურ ეტაპს ნიდერლანდები უმასპინძლებს, თამაშები როტერდამსა და ენსხედეში გაიმართება. მატჩების ჩატარება გაისად ზაფხულშია დაგეგმილი. 14-15 ივნისს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო 18 ივნისს მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 2023 წლის იანვარში ჩატარდება, კონკრეტული თარიღი მოგვინაებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ტიტულისთვის ნიდერლანდები, ხორვატია, იტალია და ესპანეთი იბრძოლებენ. ტურნირის ბოლო...
შავი ლომი შინ ბრუნდება
მართალია, საანგარიშო მატჩი პარასკევს თბილისის დროით საღამოს 20.00 საათისთვის უკვე მორჩენილი იყო, მაგრამ ამ მოკლე მიმოხილვის დაწერის მომენტისთვისაც კი ვერ მოვახერხეთ რეპორტაჟის ჩანაწერის ან თუნდაც მატჩის ტექნიკური შედეგების მოძიება. მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ „შავმა ლომმა“ ქარის თასის პირველი დივიზიონის ნახევარფინალში სამხრეთაფრიკელ მასპინძელთან და ამ ტურნირის შარშანდელ ჩემპიონ „გრიფონსთან“ დამატებით დროში 38:41 წააგო და ტურნირს გამოეთიშა....
უნიკალური გრძნობა
დღეს, ლეგენდარულ „უემბლიზე“ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონების დაპირისპირება გაიმართება. იტალიის ნაკრები არგენტინისას შეხვდება. თამაში 22 საათსა 45 წუთზე დაიწყება. იტალიელთა ვეტერანი მცველი ჯორჯო კიელინი ამ მატჩში ბოლოჯერ მოირგებს „სკუადრა აძურას“ მაისურას. „ ვოცნებობდი, ვიბრძოდი და ვიმარჯვებდი. მიყვარს ყველაფერი რაც ამ მაისურასთანაა დაკავშირებული. ყოველთვის მჯეროდა ამ მაისურის. ამ ფორმით მოთამაშემ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მისი...
რა იტალია? ცოტა აზრზე მოდით…
მოდით რა, ცოტა სერიოზულად ვისაუბროთ, – შენიშვნანარევი ტონით უპასუხა საზოგადოებას ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ… ინტერესი კი გამოწვია საკითხმა, რომელიც მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე ირანის ნაცვლად იტალიის შესაძლო დაშვებას ეხებოდა. აქა-იქ ითქვა, რომ ირანელ ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აკრძალული აქვთ, რაც ადამიანის უფლებების დარღვევაა, ფიფა კი ამის გამო ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გარკვეული სანქციების დაწესებას აპირებს და მათ...
იტალია პირველია
იტალიის ნაკრები 2021 წლის საუკეთესო გუნდია. მეორეზეა „ბაიერნი“, მესამეზე არგენტინის ნაკრები, მეოთხე-მეხუთეზე „ჩელსი“ და „ლივერპული“. ეს AIPS-ის გამოკითხვით. სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციაა… 114 ქვეყნის 529 ჟურნალისტმა მიიღო გამოკითხვაში მონაწილეობა. იტალიამ 767 ხმა მიიღო, „ბაიერნმა“ – 503. არასაფეხბურთო გუნდებს შორის, საუკეთესო გახდა აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზეც ჩემპიონი გახდა.
ვიალი: ისევ ბრძოლა სიმსივნესთან
57 წლის იტალიელმა ჯანლუკა ვიალიმ განაცხადა, რომ კვლავაც მოუწევს სიმსივნესთან ბრძოლა. მან სამი წლის წინ იმკურნალა და მაშინ თქვა, რომ პანკრეასის კიბო დაამარცხა, მაგრამ… „ეს არასასურველი სტუმარი ისევ ჩემთანაა. ზოგჯერ ძალიან მაწუხებს, ზოგჯერ ნაკლებად. ბრძოლას ვაგრძელებ და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებ. მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხართ და ხშირად მეკითხებით ჯანმრთელობაზე. გამიმართლა, რომ ამდენი მეგობარი...
ახალი თასი
უეფამ და კონმებოლი დამეგობრდნენ და ერთმანეთში ახალ თასს გაათამაშებენ – 2022 წლის ივნისში ერთმანეთს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულები შეხვდებიან. ამ ტურნირების ბოლო გამარჯვებულები კი იტალიისა და არგენტინის ნაკრებები არიან. სწორედ ისინი შეუდგებიან ახალი თასის გამარჯვებულის ათვლას. ახალი თასის გარდა, ევროპული და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მამებს შორის შეთანხმება, ქალთა და ახალგაზრდულ ფეხბურთში,...
ასე იცის ევროპამ …
ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ იტალიაში კორონა ვირუსის ახალი ტალღა აგორდა… ინგლისთან ფინალის მეორე დღეს, იტალიის ნაკრები რომში რომ ჩაფრინდა, მერე ავტობუსით შემოიარა ქუჩები. თურმე მთავრობის წევრებს ხალხი გაუფრთხილებიათ, ზეიმი ვიწრო წრეში იყოსო, თუმცა ამდენ ადამიანს, თანაც ტემპერამენტიან იტალიელებს რა დააკავებდა?! „ჯერჯერობით დიდი გართულებები არ გვაქვს, მაგრამ ვერ გავექცევით კოვიდშემთხვევების გაზრდას. რეგიონში 681 ახალი შემთხვევაა, აქედან...









