საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. არადა, ჩემპიონობას ვინ დაეძებს, იყო მომენტი ფლეი ოფში „ბასკონიას“ მოხვედრაც კი სათუო იყო… თუმცა პანდემიამ ტურნირი გააჩერა. განახლებულ ფორმატში კი ვიტორიელებმა შესანიშნავად ითამაშეს და ტიტული დამსახურებულად მოიგეს. ჩემპიონატი ახლებური ფორმატით გაგრძელდა. „ბასკონია“ და „ბარსელონა“ ჯგუფში ერთად იყვნენ: კატალონიელებმა ყველა მოიგეს, ბასკებმა მხოლოდ „ბარსასთან“ დათმეს და მათი გზები...
ჭდე: თორნიკე შენგელია
მამუკელაშვილს თარიღი უთხრეს
როგორც იცით, NBA-ს დრაფტზე დგას ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი. დრაფტი 25 ივნისს, ბრუკლინის „ბარკლაი სენთერში“ უნდა გამრთულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ის 2020 წლის 16 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო ახალგაზრდა ტალანტებს მოხსნის უფლება 10 დღით ადრე ექნებათ. შეგახსენებთ, რომ სანდრო კოლეჯის გუნდ „სეტონ ჰოლის“ ღირსებას იცავს და გაისადაც იქ შეუძლია ითამაშოს, თუმცა დრაფტზე კანდიდატურა მაინც დააყენაა....
შენგელია რუსულ არმიაში ჩაეწერა
უკვე მთელი ევროპული მედია თორნიკე შენგელიას რუსულ ცსკა-ში გადასვლაზე წერს. ყველა დადასტურებულად – მხოლოდ შენგელიას ყოფილ კლუბ „ბასკონიასა“ და ახალს – ცეესკას არ უთქვამთ არაფერი. არადა, ქართველი კალათბურთელის რუსული არმიის კლუბში გადასვლამდე მანამდეც ბევრი იწერებოდა, მაგრამ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თორნიკემ ცეესკას კალათბურთელია. რუსებმა თავისი მაინც გაიტანეს და „ბასკონიასთან“, რომელთანაც ქართველ ფორვარდს კონტრაქტი...
თოკოს ხუთეულები
წლეულს ევროლიგის სეზონი დასრულებულია. ამიტომაც ტურნირის საუკეთესო კალათბურთელები ვადაზე ადრე გამოაცხადეს. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ ლიდერი თორნიკე შენგელია ორ ნომინაციაში მოხვდა. პირველი სიმბოლური ხუთეული: შეინ ლარკინი (აშშ, „ეფესი“), მაიკ ჯეიმსი (აშშ, ცსკა), თორნიკე შენგელია (საქართველო, „ბასკონია“), ნიკოლა მიროტიჩი (ესპანეთი, „ბარსელონა“), გრეგ მონრო (აშშ, „ბაიერნი“). ხუთეულში მხოლოდ ორი ევროპელია, აქედან გამომდინარე შენგელიას, ცხადია, არც „ბებერი...
ნაკრებიდან მესამე ლიგაში
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები გიორგი ტურძილაძე და გიორგი კორსანტია კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ, თუმც უცხოეთი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია – საქართველოს ნაკრების კალათბურთელები საფრანგეთის რანგით მე-3 დივიზიონის კლუბებში ჩაირიცხნენ – 22 წლის ცენტრი ტურძილაძე „რუეილ ატლეტიკში“ ითამაშებს, ხოლო მისივე თანატოლი, მძიმე ფორვარდი კორსანტია – „კაენ კალვადოსში“. ქართველთა გუნდები არც საკუთარ დივიზიონში წყვეტენ ვარსკვლავებს: „რუეილმა“ B ჯგუფის რეგულარული...
შანსი ისევ გაფერმკრთალდა
20 თებერვალს, ევრპობასტეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირი დაიწყო, რომელშიც საქართველოს ნაკრები როგორც ამ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა კონკურსგარეშე ჩაერთო და პირველ ტურში, რის ვაი-ვაგლახით შვეიცარიის უსახელო გუნდს დამატებით დროში აჯობა. პარალელურად კი, რამდენიმე ქალაქში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის – ევროლიგის მორიგი ტურის მატჩები მიმდინარეობდა. ჩვენ ინტერესს კი „ბასკონიას“ „ჟალგირისთან“ დაპირისპირება იწვევდა. სწორედ, ევროლიგის გამო ვერ...
თოკო, ესპანეთის საუკეთესო!
დაფასება ამას ჰქვია: „ბასკონიას” ქართველი ლიდერი და კაპიტანი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის წლის საუკეთესოდ დაასახელეს. ლიგა ენდესას 32 ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია მადრიდში წუხელ გაიმართა და რაოდენ საამაყოა, რომ ეს საპატიო ტიტული ქართველ მძიმე ფორვარდს ერგო, რაც ცხადია დიდი აღიარებაა. თორნიკეს სპეციალური პრიზი ლიგა ენდესას გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა. მიმდინარე სეზონში თორნიკე ლიგა ენდესაში საშუალოდ 33...
თითქმის ორმაგი
ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში, მადრიდის „რეალთან“ სტუმრად დრამატული დაპირისპირების და დასანანი მარცხის შემდეგ (69:70), „ბასკონიამ“ ხასიათი „ლიონ ვილერბანთან“ მოგებით გამოიკეთა. 23 იანვარს, რუსულ „ხიმკისთან“ გამარჯვების შემდეგ ვიტორიულმა საკალთბურთო კლუბმა მიჯრით ორი მატჩი წააგო და საპლეიოფო ზონას გვარიანად დაშორდა, თუმცა ფრანგულ გუნდთან წარმატებულმა თამაშმა „ბასკონიას“ საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შანსი დაუბრუნა. „სამწუხაროდ ბოლო დროს უიღბლობა დაგვჩემდა და...
შენგელიას ბარსელონა მადრიდში
91:91 – ტაბლოზე ეს ანგარიში იყო დაფიქსირებული, ხოლო მატჩის დასრულებამდე 25 წამი რჩებოდა. ვიწრო კი ისევ თორნიკე შენგელიამ გაწყვიტა. ქართველმა კალათბურთელმა, მადრიდში ბარსელონა გაიმეორა, ყველაზე ნერვულ და რთულ სიტუაციაში თამაში საკუთარ თავზე აიღო, ცრუ მოძრაობებით ფარქვეშ ისე შეიჭრა მეტოქეებს თავბრუ დაახვია და ისეთი ჩატენა კალათის ღერძი ლამის მოგლიჯა. ჩვენებურმა მალევე ორი საჯარიმო ტყორცნაც ზუსტად გამოიყენა....
შენგელიას რუსული იანვარი
შანსი ისევ არსებობს, არითმეტიკულად თუ გამოვთვლით თეორიულზე მეტია ალბათობა იმისა, რომ „ბასკონიამ“ წინა სეზონის შედეგი გაიმეოროს და ევროლიგის პლეი ოფში გავიდეს. სპორტში, მით უფრო კალათბურთში, სასწაულები არაერთხელ გვინახავს, მაგრამ მაინც გვეეჭვება ესპანურმა გუნდმა საუკეთესო რვაში ადგილის მოპოვება მოახერხოს. „ბასკონია“ ხომ უკვე რახანია ქართველთათვის ერთგვარად „მშობლიურ“ გუნდად იქცა და საერთაშორისო არენაზე ვიტორიელთა მოგება-წაგებაც ქართველი გულშემატკივრებისთვის სულერთი...









