20 თებერვალს, ევრპობასტეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირი დაიწყო, რომელშიც საქართველოს ნაკრები როგორც ამ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა კონკურსგარეშე ჩაერთო და პირველ ტურში, რის ვაი-ვაგლახით შვეიცარიის უსახელო გუნდს დამატებით დროში აჯობა.
პარალელურად კი, რამდენიმე ქალაქში ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის – ევროლიგის მორიგი ტურის მატჩები მიმდინარეობდა. ჩვენ ინტერესს კი „ბასკონიას“ „ჟალგირისთან“ დაპირისპირება იწვევდა. სწორედ, ევროლიგის გამო ვერ დაეხმარა თორნიკე შენგელია ეროვნულ ნაკრებს შვეიცარიელებთან და საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლომდე ასე იქნება.
სამწუხაროდ, თოკოს პარკეტზე ყოფნა დიდად ვერც „ბასკონიას“ დაეხმარა და ვიტორიელებიც ლიეტუველებთან შინაურ არენაზე 60:74 დამარცხდნენ, რითიც წინა ტურში „ლიონ ვილერბანთან“ გამარჯვებით ფლეი ოფში მოხვედრის გაჩენილი მიზერული შანსი ისევ გაფერმკრთალდა. შენგელიამ „ჟალგირისის“ წინააღმდეგ 28 წუთი ითამაშა და 12 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გამოიმუშავა.
25 ტურის შემდეგ, „ბასკონია“ 9 გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა და მერვე ადგილთან, რომელზეც რუსული „ხიმკი“ იმყოფება ორი მოგებით ნაკლები აქვს. მომდევნო ტურში, ვიტორიელები 27 თებერვალს კვლავ შინ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდებიან.
ავტორის პროფილი
- ის მსოფლიო მოგზაურია, ჯუმბერ ლეჟავას დიდად არ ჩამორჩება ნანახი ქვეყნების რიცხვით, ოლიმპიზმის ისტორია კი ლოზანაში ოლიმპიური მუზეუმის დირექტორზე ნაკლებად არ იცის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ოლიმპიური ჩემპიონის კვარცხლბეკზე ასვლას პირადად დაესწრო
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/03/2020 | 12:39თქვენ რა გესმით ფეხბურთის…
კატეგორიის გარეშე01/03/2020 | 13:14აკაპულკო, დუბაი, დოჰა…
აქეთურ-იქითური29/02/2020 | 18:15თუ დასცალდა ლივერპულს…
კატეგორიის გარეშე29/02/2020 | 17:39დერბი იტალია გადაიდო… სხვები მიჰყვა
