ჭდე: თორნიკე შენგელია

Home თორნიკე შენგელია
შენგელიას რუსული სასწაული
ჩანაწერი

შენგელიას რუსული სასწაული

თბილისმა წინა კვირაში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს უმასპინძლა. სამწუხაროდ, მანამდე ქვეჯგუფის ლიდერმა საქართველოს ნაკრებმა ორივე შეხვედრა დათმო. ამ შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმარა კაპიტანი თორნიკე შენგელია. მიზეზი საპატიო იყო – ტრავმა. გულში ხინჯი მაშინ გაჩნდა, როცა სანაკრებო მატჩებიდან სამიოდ დღეში ჩვენი კაპიტანი რუსულ ცსკა-სთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა და ევროლიგის მორიგ შეხვედრაში “ოლიმპიაკოსთან” სრულფასოვნად ითამაშა. 22...

შენგელია კორონა ზონაში
ჩანაწერი

შენგელია კორონა ზონაში

მოსკოვის ცსკა-მ, რომელთანაც ცოტა ხნის წინ თორნიკე შენგელიამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მთავარი მწვრთნელი დაკარგა. ბერძენი დიმიტრის იტუდისი კორონავირუსით დაინფიცირდა და გუნდი პირველ წინასასეზონო შეკრებას მის გარეშე ჩაატარებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება. იტუდისი უკვე 6 წელია, რაც რუსებს წვრთნის.

სიმართლე დეტალებში
ჩანაწერი

სიმართლე დეტალებში

საკალათბურთო ЦСКА-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში, თორნიკე შენგელიაზე დასმულ კითხვაზე პასუხისას ახსენა, ნაკრებში იმ შემთხვევაში გავუშვებთ, თუკი სანაკრებო მატჩი საკლუბოს არ დაემთხვევაო. „თორნიკე შენგელიასთან ვისაუბრეთ და სანაკრებო მატჩებზე მის გაშვებაზე თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა, არის ერთი პირობაც: ნაკრების მატჩები ზუსტად იმ დღეს არ უნდა ემთხვეოდეს, როდესაც ცსკა ევროლიგაში თამაშობს. სხვა შემთხვევაში, ყველაფერი თავად კალათბურთელის გადასაწყვეტი...

მითხარი, ვინ გიხდის ხელფასს…
ჩანაწერი

მითხარი, ვინ გიხდის ხელფასს…

        ეს წერილი გულწრფელობაზეა. აი, იცით, როგორ გულწრფელობაზე? ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რომ დარჩება და მაშინ მაინც რომ უნდა იყოს გულწრფელი, სწორედ იმ გულწრფელობაზე.– ვწერდით ორიოდ დღის წინ. ახლაც იმავე გულწრფელობის თემას მივუბრუნდით და… ამბობენ, ЦСКА -ს დიდი ხანია არანაირი კავშირი აღარ აქვს რუსულ არმიასთან, კრემლთანო, თუმც… ფორმალურად ეს მართლაც ასეა, მაგრამ...

არაფერი შენგელიას შესახებ
ჩანაწერი

არაფერი შენგელიას შესახებ

ბოლო დღეებია, ქართულ სპორტში მთავარი გასარჩევი ამბავი თორნიკე შენგელიას ЦСКА-ში გადასვლაა (კირილიცათი უკეთ იკითხება ამ კლუბის სახელი). პოსტებსა და კომენტარებში მიდის დამადლება, დაზომება, თუ ვინ უფრო დიდი ქართველია და ვის რა ამაგი აქვს სამშობლოს წინაშე. და ეს ყველაფერი, ცხადია, დამცინავი, შეურაცხმყოფელი ეპითეტების თანხლებით. თუმცა ეს წერილი თორნიკე შენგელიაზე არ არის და მის სახელს ქვევით ერთხელაც...

ყველაზე ცნობილი რუსული სამი სიტყვის ნაცვლად…
ჩანაწერი

ყველაზე ცნობილი რუსული სამი სიტყვის ნაცვლად…

ევროპული კალათბურთის ერთერთმა ყველაზე თვალსაჩინო მძიმე ფორვარდმა, ბევრი ქართველისთვის მძიმე გადაწყვეტილება მიიღო – რუსული არმიის გუნდს შეუერთდა და არ მგონია, სადაო იყოს ის ფაქტი რომ, პუტინ-ივანოვის მიერ ასე ბრენდირებულ-გაპიარებული ცსკა, სწორედაც რომ წითელი რუსული არმიის სახეა, იმ რუსული არმიისა, რომელიც საუკუნეა უმოწყალოდ გვავიწროვებს. არ მესმის მათი, ვინც სპორტს პოლიტიკისგან მიჯნავს, პუტინის საყვარელ ფალავნებს რომ ვაკრავთ...

შენგელია რუსეთის არმიაშია!
ჩანაწერი

შენგელია რუსეთის არმიაშია!

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცეესკას კალათბურთელია. რუსულმა კლუბმა საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა კონტრაქტის დეტალები – საქართველოს ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის გუნდში 3 წელიწადი დარჩება. „თოკო შთამომავლობით კალათბურთელია. მამამისი, კახა სსრკ-ს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა და მისი ქვეყნის ისტორიაში ერთერთ საუკეთესო კალათბურთელად ითვლება. შენგელიამ საკალათბურთო განათლება, ფაქტობრივად, ესპანურ „ვალენსიაში“ მიიღო, სადაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში მოხვდა. შემდეგ ადაპტირებას...

რუსეთში შენგელიას როლზე ალაპარაკდნენ
ჩანაწერი

რუსეთში შენგელიას როლზე ალაპარაკდნენ

რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა თორნიკე შენგელიას შესაძლო გადასვლას მოსკოვის ცეესკაში. კრიტიკა, რომელიც თოკომ ქართველი გულშემატკივრებისგან მიიღო, იქაურმა პრესამ გაავრცელა. თითქმის ყველა კომენტარი, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა, უკვე ყველასთვის არის ცნობილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ცეესკას ყოფილმა გამთამაშებელმა სტანისლავ ერიომინმა. „დღეს სპორტი უფრო მაღლა დგას, მაგრამ ხშირად პოლიტიკური აქტივობები კონკრეტულ საკითხებს ხსნიან. ნათელია, რომ...

შენგელიამ სერბი შეიწირა
ჩანაწერი

შენგელიამ სერბი შეიწირა

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში „ბარსელონა“ პრეზიდენტის, ხოსეპ ბართომეუს თვალწინ რომ დაამარცხა, საბედისწერო გამოდგა კატალონიელთა მწვრთნელის სვეტისლავ პეშიჩისთვის. კლუბის ხელმძღვანელობამ სერბი სპეციალისტი თანამდებობიდან გაუშვა. ახლა „ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – შარუნას იასიკავიჩუსი, რომლის კონტრაქტი 3 წლით არის გათვალისწინებული. ლიტველი სპეცილისტი ტოვებს ვილნიუსის „ჟალგირისს“, რომელსაც სათავეში 2016 წლიდან ედგა. მისი ხელმძღვანელობით ლიეტუვურმა კლუბმა პირველად მოახერხა...

ქართველები, უცხოეთში პირველები…
ჩანაწერი

ქართველები, უცხოეთში პირველები…

თორნიკე შენგელიამ ეპანეთის ჩემპიონატი რომ მოიგო, უკვე იცით. ისიც იცით, რომ თოკო პირველი ქართველია, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულზე ჩემპიონის ტიტულს შეწვდა, თუმც ქართველები სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონებიც არიან… მოდით ერთად გავიხსენოთ და გადავავლოთ თვალი ვინ, სად და როდის გახდა ჩემპიონი უცხოეთში … ცხადია, ყველაზე ტიტულოვანი ზაზა ფაჩულიაა, რომელსაც თითებს NBA-ს ორი საჩემპიონო ბეჭედი უმშვენებს. საქართველოს ნაკრების ყოფილი...