საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები იყო და ჩვენებმა – 77:66 იმარჯვეს. საქართველომ კალათბურთი სულ ოთხი წუთი ითამაშა – მესამე მეოთხედის დასაწყისში, როდესაც 16:0 „გაქცევა“ მოაწყო. სხვა მომენტებში თამაში არ მიგვდიოდა: ცუდი შეტევა, ბევრი შეცდომა, უზუსტო სროლები. არ ჩანდა კომბინაციური თამაში. ბედად, ვერც...
ჭდე: თორნიკე შენგელია
აინარს – უკადრებელის მკადრები
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინასთან 66:79 წააგო. წაგება ერთია და, მატჩის შემდეგ უკრაინელთა ლატვიელმა მწვრთნელმა უკადრებელიც იკადრა – აინარს ბაგაცკისმა მეტად უხამსი ჟესტით ჩვენების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. უფრო კონკრეტულად რა მოხდა, ამას ჩვენი ნაკრების საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გავიგებთ. მატჩი კი საქართველომ წააგო… წააგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი დაკარგა....
ბაგაცკისის ქართული გეგმა
1 ივლისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები რიგაში, უკრაინას შეხვდება. აინარს ბაგაცკისის გუნდმა შეკრება იტალიაში გაიარა. უკრაინელები ორი კვირაა ამ მატჩისთვის ემზადებიან და სურთ თბილისში წაგებისთვის (83:88) რევანში აიღონ. უკრაინელთა ლატვიელი მწვრთნელი რიგაში თავს კომფორტულად იგრძნობს, რადგან მისი მშობლიური ქალაქია. თუმც, მხოლოდ ამის იმედად არ არის და ჩვენთან სათამაშოდ გარკვეული გეგმა აქვს: „იტალიაში ძალიან ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ....
… ვიწყებთ კალათბურთს
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი მატჩებისთვის საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს შეიკრიბა. ჩვენები 1 ივლისს რიგაში, უკრაინასთან და 4 ივლისს, თბილისში, ესპანეთთან ითამაშებენ. ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ამ მატჩებისთვის 22 კალათბურტლს უხმო. გუნდს ვერ დაეხმარება „მილუოკი ბაქსის” ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი, ვისაც კლუბთან NBA-ს საზაფხულო ლიგაზე თამაშის ვალდებულება გააჩნია. მამუკელაშვილი ეროვნულ გუნდს ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი შეკრების დასაწყისში,...
შერმინატორმა ჩემპიონთა ლიგა მოხსნა
გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! ფინალი ესპანური გამოდგა. ჩვენებურის „ტენერიფე“ ტიტულისთვის „მანრესას“ შეერკინა და 98:87 დაამარცხა. ამჯერად ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო ვერ გახდა, მაგრამ კუნძულელთა გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. ასევე გასაკვირად, შერმადინი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 19.28 წუთი გაატარა, მან გუნდს 14 ქულა შესძინა, სამჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან, ერთი...
… და ეს არ არის კვარაცხელიას დემარში!
… არანაირი „ნაპოლიში“ ტრანსფერი და ათნომრიანი მაისურა არ არსებობს. ჯერ ერთი ამ მაისურას, მარადონას უკვდავსაყოფად, ტაბუ დაედო ნეაპოლურ კლუბში და მეორეც – „ნაპოლის“ პრეს-სამსახურმა გამოაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ კლუბს ინტერესი არ აქვს. სამაგიეროდ არსებობს მარტივი მოცემულობა – „რუბინის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა, რადგან, ეროვნულ გუნდშია გამოძახებული. ამ მარტივ მოცემულბაში კი საქმე ცოტა...
გაბედეთ, წადით!
დღეები გადის, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები რუსეთში რჩებიან. რომ დავაკონკრეტოთ, „ურალიდან“ წავიდნენ ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე, 18 წლის ბიჭები. რუსულ პრემიერლიგაში რჩებიან ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ჯიმი ტაბიძე და გია გრიგალავა. გვესმის, 30 ივნისამდე შეუძლიათ რუსულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა და მერე უკან უნდა დაბრუნდნენ, ანუ არსებობს იმის რისკი, რომ დაბრუნების შემდეგ ცუდი თვალით შეხედავენ და...
ბოლონიის გავლით ბარსელონაში
თორნიკე შენგელიამ „ვირტუს ბოლონიასთან“ კონტრაქტი ახლახანს გააფორმა და უკვე გაჩნდა ხმები, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მომავალი სეზონიდან „ბარსელონაში“ ითამაშებს. შენგელიასა და იტალიურ კლუბს შორის კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე, რის შემდეგ 30 წლის კალათბურთელი ესპანეთში დაბრუნდება. „ბარსელონასთან“ კონტრაქტი კი, ხანგრძლივი იქნება. შენგელია ბოლონიელებს მოსკოვის ცსკა-დან შეუერთდა, სადაც 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. მანამდე კი, „ბასკონიაში“ ირიცხებოდა...
ევროლიგამ რუსები ჩახსნა
საკალათბურთო ევროლიგის აქციონერთა საბჭოს გადაწყვეტილებით რუსულ კლუბებს – ცეესკას, „უნიკსსა“ და „ზენიტს“ მონაწილეობის უფლება შეუჩერდა. ევროთასზე ვერ ითამაშებს ვერც „ლოკომოტივ-ყუბანი“. ევროლიგა აკვირდება მოვლენების განვითარებას და მომდევნო გადაწყვეტილებასაც მის შესაბამისად მიიღებს. თუ რუსეთის ფედერაცია დროულად ონს არ მოეგო და უკრაინაში საომარი მოქმედებები გააგრძელა, ევროლიგასა და ევროთასზე მონაწილე ყველა რუსული კლუბის შედეგი გაუქმდება, ცხრილი შესაბამისად ჩასწორდება. აგრესორები...
შენგელიამ რუსული არმია დატოვა
თორნიკე შენგელიამ ЦСКА დატოვა. ეს სწორი მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო! არის რაღაც, რაც კონტრაქტზე მეტია და მას ღირსება ჰქვია. ქვევით „სარბიელში“ 2 წლის წინ გამოქვეყნებული წერილი გვინდა გავიხსენოთ. ეს ის დროა, როცა შენგელია ЦСКА-ში გადავიდა. ოღონდ წერილი შენგელიაზე არ არის, იმ ადამიანებზეა, რომლებიც დღესაც ჯიუტად გვიმტკიცებენ, რომ სპორტი პოლიტიკისგან იმიჯნება და ამით საკუთარი უღირსებობის გამართლებას ლამობენ....









