იმედი ბოლოს კვდებაო… „ბასკონიას“ კალათბურთელებს და გულშემატკივრებს ახლა ისე სჭირდებათ ამ ფრაზის ჭეშმარიტება ირწმუნონ, როგორც არასდროს. ანდალუსიური კლუბი მართლაც რომ კრიზისულ მდგომარეობაშია, რაზეც ევროლიგის რეგულარული გათამაშების მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებიც თვალნათლივ მეტყველებს. კი, აქა-იქ ხმაურიანი გამარჯვებებიც გამოერევა და ამის დასადასტურებლად გონების დაძაბვა ნამდვილად არ დაგვჭირდება. ახლახანს იყო თორნიკე შენგელიას დიდებული გარჯის წყალობით „ბასკონიამ“ „ბარსელონა“ რომ...
ჭდე: თორნიკე შენგელია
კაპიტნური
მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, ტაბლოზე კი საყაიმო ანგარიში ციმციმებდა რა დროსაც თორნიკე შენგელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდის უპირობო ლიდერი და ღირსეული კაპიტანია – ქართველმა კალათბურთელმა, გადამწყვეტ და სარისკო ეპიზოდში სადავეები საკუთარ ხელში აიღო, პერიმეტრის ხაზიდან სამწამიან ზონაში შეიჭრა, ფარქვეშ მყოფ მეტოქე კალათბურთელებს ისე გადააფრინდა და გადაატენა, თქვენი მოწონებული და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა...
ისევ მარტო თოკო
მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო… 6 დეკემბერს, ევროლიგის რეგულარული გათამაშების მორიგ ტურში „ბასკონია“ „ეფესის“ დაპირისპირების ყურებისას, გონებაში უსათუოდ ეს ძველი ქართული ანდაზა ამოტივტივდებოდა. ესპანეთის ჩემპიონატსა თუ საერთაშორისო არენაზე ბევრი მატჩი გვინახავს, როდესაც თორნიკე შენგელიას პარკეტზე უფრენია და ესა თუ ის მეტოქე შეიძლება ითქვას, მარტოს დაუმარცხებია, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს ხომ ვერ მოიტანს. ასე მოხდა თურქულ „ეფესთან“ ...
თოკომ არმია გაწია
ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ესპანეთის პატარა ქალაქ ვიტორიაში დაეცა. მოსკოვის ცეესკა ბასკონიასთან 70:80 დამარცხდა და ამ საქმეში ლომის წვლილი თორნიკე შენგელიამ დაიდო. საქართველოს ნაკრების 28 წლის კალათბურთელმა თავი ყველაზე კრიტიულ და საჭირო დროს გამოიჩინა, როდესაც მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე დაცვაში ნაყოფიერად გაისარჯა, საკუთარ ფარზე ბურთი მოხსნა და რუსთა კალათს შედეგიანად შეუტია....
მარტოკაცის რეკორდი
ევროლიგის მორიგ მატჩში ეპანურმა „ბასკონიამ“ თელ-ავივის „მაკაბი“ მიიღო და მიუხედავად ფავორიტის სტატუსისა მოულოდნელად სოლიდური სხვაობით 83:113 დამარცხდა. ვიტორიული კლუბისადმი კი ქართველ გულშემატკივართა განსაკუთრებული ინტერესის მიზეზს, რა თქმა უნდა, „ბასკონიას“ ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა, საქართელოს ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია წარმოადგენს. მეტიც – ის გუნდის კაპიტანია და ამითაც ნათლად ჩანს თუ როგორ ენდობიან, ეიმედებათ და პატივს ცემენ...




