14 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისში, იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს. ილიას ზუროსის გუნდმა ახალ სპორტის სასახლეში ივარჯიშა. როგორც უკვე იცით, საქართველოს ნაკრებს აკლია ორი „ამერიკელი“ – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. სხვა ყველა კალათბურთელი, ვისი თამაშიც ჩვენი გუნდის ბერძენ მწვრთნელს სურდა, ყველა ადგილზეა. თამაშის წინა დღეს ზუროსმა გუნდი კომბინაციებზე ავარჯიშა,...
ჭდე: თორნიკე შენგელია
საქართველოს დიდი შანსი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. საამისოდ, ილიას ზუროსის გუნდმა რეიკიავიკში დიდი ბრძოლა გადაიტანა და ისლანდიის ნაკრები 88:85 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო წამებეზე გადაწყდა. მანამდე დიდი დრო საქართველოს ნაკრები ლიდერობდა. ხანდახან სხვაობა 10 ქულასაც აღწევდა. თუმცა, ისლანდიელები არ ნებდებოდნენ და ახერხებდნენ სხვაობის შემცირებას, ხოლო მესამე მეოთხედის შუაწელში სულაც წინ გავიდნენ. დარჩენილ...
საქართველოს აურიეს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისლანდიაში ჩასვლამდე გზაში გვარიანად შეფერხდა. საქართველოს დელეგაციის წევრებისთვის მიუნხენიდან თბილისისკენ გამოფრენილი ავიაკომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავი, ტექნიკური პრობლემების გამო, უკანვე დაბრუნდა. … სწორედ ამის გამო დანიშნულების ადგილზე, ქალაქ რეიკიავიკში, ჩვენები ერთი დღით გვიან ჩავლენ. საქართველოს ნაკრებმა მიუნხენი-რეიკიავიკის რეისს ვეღარ ჩაუსწრეს და ღამე გერმანიაში გაათენეს. ნაკრები დღეს დილით გაფრინდა. საქართველოდან რეიკიავიკში გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი,...
შენგელიას მე-200 მატჩი ევროლიგაში და 7 ქულა
73-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოედანს დაუბრუნდა. ევროლიგის მატჩში, რომელიც შენგელიასთვის ამ ტურნირზე საიუბილეო მე-200 შეხვედრა იყო, ბოლონიაში „ვირტუსმა“ საფრანგეთის „ვილერბანს“ უმასპინძლა და 79:84 დამარცხდა. შენგელიამ პარკეტზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. 6 ტურის შემდეგ „ვირტუსს“ 2 მოგება აქვს და 18-გუნდიან ლიგაში...
მსოფლიო ისლანდიიდან გამოჩნდება
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტური ნოემბერშია დაგეგმილი. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი 11 ნოემბერს ისლანდიაში ითამაშებს, ხოლო 14-ში იტალიას გაეჯიბრება. მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 7 ნოემბერს პირდაპირ ისლანდიაში შეიკრიბება, სადაც ნაკრების წევრები იმ ქვეყნებიდან ჩავლენ, სადაც ამჟამად იმყოფებიან. ჩვენი გუნდი რეიკიავიკში 4 დღე...
ისლანდიაში კაპიტანსაც ელოდებიან…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 11 და 14 ნოემბერს ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის – სტუმრად ისლანდიაში და შინ იტალიასთან. მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა ევრობასკეტის შემდეგ, ცხადია, ცვლილებები იქნება. ნაკრებს ვერ დაეხმარებიან NBA-ში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე. როგორც წესი, შესარჩევებს ვერც ევროლიგელები თამაშობენ, ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრების...
თორნიკე შენგელიამ ვარჯიში დაიწყო…
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თბილისში ნიდერლანდებთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, რის გამოც ევრობასკეტი გამოტოვა, ვარჯიში განაახლა. ბოლონიის „ვირტუსმა“ სოციალურ ქსელში შენგელიას ვარჯიშის ფოტო გამოაქვეყნა. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლის ფორვარდი თამაშს დაახლოებით ორ თვეში დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შენგელიამ ბოლონიელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. გასულ სეზონში „ვირტუსმა“ ევროთასი მოიგო და ახალი...
ფიბა: მოემზადეთ, დაგსჯით!
ფიბას ოფიციალური გაცხადების მიხედვით, თბილისში, ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის მატჩის დროს დუდა სანაძესა და ფურქან ქორქმაზს შორის მომხდარი ინციდენტის გამოძიება დასრულებულია. კონფლიქტის მონაწილე კალათბურთელების გარდა სანქციები, შესაძლოა, გოგა ბითაძეს, თორნიკე შენგელიასა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციას შეეხოს. „2022 წლის 5 სექტემბერს ფიბამ ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის მატჩის დროს მომხდარი ინცინდენტის გამოძიება დაიწყო. საქმის მასალების, მათ...
ბერლინზე !!!
მოახლოვებული ევრობასკეტის წინ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა. ბერძენი სპეციალისტი ჟურნალისტების წინაშე გუნდის ამჟამინდელ კაპიტანთან გიორგი შერმადინთან ერთად წარსდგა: „ძალიან გვიხარია, რომ თბილისის ახალ დარბაზში ევრობასკეტის ჯგუფს ვმასპინძლობთ. იმედი გვაქვს, ძალიან კარგი ტურნირი გამოვა. გვინდა ქვეყანა გავახაროთ, კარგად ვითამაშოთ, კარგი შედეგი ვაჩვენოთ და საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდეს. ყველას წარმატებას...
საქართველოს ბოლო არ ეყო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თორნიკე შენგელიას გარეშე იტალიასთან მაგრად იბრძოლა, მაგრამ ვერაფერს გახდა და 84:91 დამარცხდა. ეს იყო ილიას ზუროსის გუნდის მეორე მატჩი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ შეტევაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ისევ ვერაფერი მოვუხერხეთ დაცვას და პერიმეტრს – იტალიელებმა 16 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ვერ მოვიგეთ ფარიც, ბევრი გვქონდა დაკარგვაც. მთლიანობაში კი,...









