2021 წელს გასამართ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც წლულს უნდა გამართული, „რაღაც ემუქრება“. ეს „რაღაც“ კი, ბოიკოტი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადება და წარსულის გახსნება, ამას გვაფიქრებინებს. შეგახსენებთ, რომ 1980 წელს, მოსკოვში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი 60-ზე მეტმა ქვეყანამ გამოუცხადა. მიზეზი 1979 წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლა იყო. სწორედ ეს...
Tag: თომას ბახი
ძალოსნობა დოპინგზე ჩავარდა
უსიამოვნო ამბავი – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახის განცხადებით, ძალოსნობა, შესაძლოა, ამოღებული იქნას ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან. რატომ რის ჩვენთვის არასასიამოვნო, ადვილი მისახვედრია – გვყავს ლაშა ტალახაძე, ვისგანაც მძიმე წონაში არამარტო გარანტირებულ ოქროს ველით ხოლმე, არამედ მსოფლიოსა და ოლიმპურ რეკორდებს. მედლები გვაქვს სხვა წონით კატეგორიებშიც. რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე სოკ-ი? მიზეზი ესაა: ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას...
ევროპული ოლიმპიზმი უთავოდ დარჩა
78 წლის ასაკში გარდაიცვალა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი. ის ევროპის ოლიმპიური მოძრაობის ლიდერად 2017 წლის ნოემბერში აირჩიეს. იქამდე EOC-ს პატრიკ ჰიკი ხელმძღვანელობდა, ვინც რიოს ოლიმპიური თამაშებისას ბილეთების უკანონოდ გაყიდვაში ამხილეს. იანეზ კოჩიანჩიჩი 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სლოვენიის ოლიმპიურ კომიტეტს, არჩეული იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად. „იანეზ კოჩიანჩიჩი იყო...
ოლიმპიადა შესაძლოა გაუქმდეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საერთოდ გაუქმდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ერთი წლით გადავადებული უდიდესი სპორტული ფორუმი 2021 წლის ზაფხულში არ გაიმართება. „მესმის, რომ შეუძლებელია თამაშების დაუსრულებლად გადადება და ყოველ ჯერზე ორგკომიტეტისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის დაქირავება. არც ის შეიძლება, საერთაშორისო ფედერაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვუცვალოთ ღონისძიებათა გრაფიკი....
ოლიმპიადა: ახალი თარიღი გაირკვა
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის ხელმძღვანელმა ესირო მორიმ განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების გამართვის თარიღი საბოლოოდ დაზუსტდა. გადაწყვეტილება მორიმ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სატელეფონო საუბრის შედეგად მიიღეს. ესირო მორის ინფორმაციით, ოლიმპიადა ტოკიოში 2021 წლის 23 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დაიხურება. 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე შუალედში დაიგეგმა პარაოლიმპიური თამაშები. მორის თქმით, თარიღები ბევრი ფაქტორის...
ოლიმპიადა მძლეოსნობას შეიწირავს
იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სატელეფონო საუბარი დაგეგმეს. სავარაუდოდ, ეს ორი პატივცემული კაცი დაუსვამს წერტილს ოლიმპიადის გადატანა-არგადატანის საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლით გადადება გადაწყდება, ოლიმპიადა მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს შეიწირავს. მოგეხსენებათ, სამძლეოსნო მონდიალი, რომელიც თავისთავად გრანდიოზული ტურნირია, 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 2021 წელს ჩემპიონატს ამერიკულმა იუჯინმა 6-15 აგვისტოს უნდა...
უარი ოლიმპიადას… ჯერ ორი!
კორონავირუსს ერთი-მეორეს მიყოლებით დანებდნენ ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ფედერაციები. გაჩერდა ყველა ტურნირი. უფრო სწორად – თითქმის ყველა, რაკი, მაგალითად, დღევანდელ სპორტულ განრიგს თუ ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი კვლავ გრძელდება მიანმარსა და ნიკარაგუაში… თუმცა ამ საყოველთაო უძრაობაში, ბოლო, ვინც ჯიუტად არ ნებდებოდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იყო. სოკ-ში და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტში ომახიანად ამტკიცებდნენ, რომ...
ცეცხლი ტოკიოში ჩავიდა
ოლიმპიური ცეცხლი უკვე ტოკიოშია და 26 მარტიდან ამომავალი მზის ქვეყნის გარშემო მოგზაურობას დაიწყებს. ტოკიო 2020-ის სპეციალური თვითმფრინავი იაპონიის მაცუშიმას პრეფექტურის ავაიბაზაზე ადგილობრივი დროით 10 საათზე დაეშვა. გასაგები მიზეზების გამო იაპონური დელეგაცია საბერძნეთს სულ რამდენიმეკაციანი დელეგაციით ესტუმრა. ცეცხლი კი თვითმფრინავიდან იაპონიის საამაყო შვილებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა საორი იოშიდამ და ტადიშიდო ნამურამ გამოიტანეს. ცხადია, იქვე გახლდათ იაპონიის ეროვნული ოლიმპიური...
ერეკლეს ამბავში…
უცნაური ამბავი მოხდა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესიაზე. სოკ-მა მიიღო და სრულად გაიზიარა აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ მოკრივეთა ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ხელდასმით გაიმართოს. საუბარია სალიცენზიო შეჯიბრებებზე, სადაც უნდა გაირკვეს იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას გაინაღდებენ. საინტერესოა, რომ სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციას (AIBA),...






