ჭდე: ვინისიუსი

Home ვინისიუსი
ჯანი ვინის ქომაგი
ჩანაწერი

ჯანი ვინის ქომაგი

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო წუხელ, ესპანეთის პრიმერაში მომხდარ ახალ რასისტულ სკანდალს გამოეხმაურა, რომელიც 35-ე ტურში „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის (1:0) მატჩისას ატყდა. პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა მადრიდელ თავდამსხმელ ვინისიუსს და მსგავს სიტუაციებთან გამკლავების პროცედურა გამოაქვეყნა. „სრულად ვუჭერ მხარს ვინისიუსს. ფეხბურთში და საზოგადოებაში რასიზმის ადგილი არ არის და ფიფა სოლიდარულია ყველა მოთამაშის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება....

ბრაზილიელთათვის ესპანეთი რასისტების ქვეყანაა
ჩანაწერი

ბრაზილიელთათვის ესპანეთი რასისტების ქვეყანაა

„ჩემპიონატი, რომელიც ოდესღაც რონალდინიოს, რონალდოს, კრიშტიანუს და მესის ეკუთვნოდა, დღეს რასისტებისაა. საუცხოო ერმა, რომელმაც გულთბილად მიმიღო და რომელიც მიყვარს გადაწყვიტა მსოფლიოს თავი რასისტად წარუდგინოს. ვწუხვარ, თუკი ზოგი ესპანელი არ მეთანხმება, მაგრამ დღეს ბრაზილიაში ესპანეთს რასისტების ქვეყნად იცნობენ. და ის, რაც აქ კვირაში ერთხელ ხდება მე მისი დაცვის შესაძლებლობას არ მაძლევს”, — დაწერა სოციალურ ქსელში ვინისიუს...

მამარდას ბრწყინვალე თამაში vs ვინი და რასისტები
ჩანაწერი

მამარდას ბრწყინვალე თამაში vs ვინი და რასისტები

„ვალენსიამ” შინ 1:0 დაამარცხა „რეალი”, რაშიც ლომის წილი ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა. მან შეხვედრის მიწურულს სამჯერ ბრწყინვალედ ითამაშა, რითაც „ღამურებს” სამი ქულა გადაურჩინა. თუ „ჩეები” წლეულს ლა ლიგიდან გავარდნას გადარჩებიან, მათგან საგანგებო მადლობა სწორედ გიორგის ეკუთვნის. ის მთელი სეზონის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშობდა, „რეალთან” შეხვედრას კი შეიძლება გვირგვინი ვუწოდოთ. superdeporte-ს აზრით ეს იყო მამარდაშვილის...

ოსიმენი რეალის გეგმებშია
ჩანაწერი

ოსიმენი რეალის გეგმებშია

იტალიური „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „რეალი” მომავალზე ფიქრობს და ორიოდ წელიწადში მეტოქეების კარის დალაშქვრას ენდრიკის, ოსიმენისა და ვინისიუსის ტრიოთი აპირებს. ჯერჯერობით, ხსენებული სამეულიდან „რეალში” მხოლოდ ვინისიუსი თამაშობს. 16 წლის ენდრიკ ფელიპე ბრაზილიაშია, „პალმეირასის” თავდამსხმელია, თუმცა მადრიდელებმა მის წარმომადგენლებთან უკვე გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ორი წლის შემდეგ, როდესაც ბიჭი სრულწლოვანი გახდება, „სანტიაგო” ბერნაბეუზე გადაბარგდება. რაც...

ნერვები, ბოდიში და ორი თამაში
ჩანაწერი

ნერვები, ბოდიში და ორი თამაში

გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა, 32 წლის ბრაზილიელმა გაბრიელ პაულისტამ ბოდიში მოიხადა — ხუთშაბათს, „რეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრაში მან თანამემამულის, ვინისიუს ჟუნიორის წინააღმდეგ იუხეშა. „რეალმა” „ვალენსიას” 2:0 მოუგო. ანგარიში უკვე 2:0 იყო, როდესაც ვინისიუსმა მარცხენა ფრთიდან მორიგი გარღვევა წამოიწყო. ამ დღეს მადრიდელთა თავდამსხმელი იშტაზე იყო და „ღამურების” ისედაც პრობლემებით აღსავსე დაცვას ატერორებდა. პაულისტას ნერვებმა უმტყუნა და მოწინააღმდეგეს...

ვინი და ახალი 10 მილიონი
ჩანაწერი

ვინი და ახალი 10 მილიონი

მადრიდის „რეალის“ შემტევი ვინისიუსი კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე საუბრობს. სამეფო კლუბი ბრაზილიელ თავდამსხმელთან 2026 ან 2027 წლანდე აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას. ახალი კონტრაქტის მიხედვით ვინისიუსის ხელფასი 3,2 მილიონი ევროდან, გარკვეული ბონუსების ჩათვლით, 10 მილიონამდე გაიზრდება. მადრიდელებს ამ მოლაპარაკების დასრულება მიმდინარე, ან მომავალ კვირაში სურთ. ოფიციალურად კი ამ ამბის შესახებ ივლისში განაცახდებენ, როცა გუნდი შვებულებიდან გამოვა.

ითვლება ის, რომელიც კარში გადის!
ჩანაწერი

ითვლება ის, რომელიც კარში გადის!

„რეალმა” მეოთოთხმეტედ მოიგო ჩემპიონთა თასი, იგივე ლიგა. ფინალში, პარიზში მან „ლივერპული” დაამარცხა 1:0. გოლი ვინისიუს ჟუნიორმა 59-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრა გამოვიდა მაღალი დონის, სანახაობრივი. ორივე გუნდმა შესანიშნავი, ოღონდ განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. „ლივერპული” მოქმედება სწრაფად, ეფექტურად, უტევდა, კარში არტყამდა; „რეალი” იყო არნახულად მობილიზებული, პასებში ზუსტი, ჰქონდა საოცრად მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი და… ჰყავდა ტიბო კურტუა. ხშირად,...

რეალი და კიდევ ერთი ბრაზილიელი?
ჩანაწერი

რეალი და კიდევ ერთი ბრაზილიელი?

მადრიდის „რეალის“ პრიორიტეტული ტრანსფერი ნახევარდაცვაში – ბრუნო გიმარაეში. ბრაზილიელი 24 წლისაა, „ნიუკასლმა“ ამ ზამთარს იყიდა „ლიონიდან“ და 48 მილიონი ევროც გადაიხადა. ეს კლუბის რეკორდია. ბრუნო გიმარაეშმა აშკარად გააძლიერა ჩაფულიანებული „ნიუკასლი“, თუმცა როგორც ფეხბურთელის გარემოცვაზე დაყრდნობით წერენ, „რეალში“ გადასვლა თავადაც სურს (რა გასაკვირია…). მოდრიჩი-კაზემირო-კროოსის სამეული მუდმივად ვერ ითამაშებს და ამიტომაც „რეალი“ მომავალზე ზრუნვას იწყებს. დაიწყო ედუარდო...

რემონტადა!
ჩანაწერი

რემონტადა!

სწორედ გუშინ ვწერდით, რომ ესპანურად ფეხბურთის მატჩში თითქოს გადაწყვეტილი შედეგის შემოტრიალებას რემონტადა ჰქვია. ინგლისურად (და სავარაუდოდ უკვე ქართულადაც) ამას ქამბექს ეძახიან, მაგრამ ის რაც წუხელ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე” მოხდა ქამბექი არ იყო. ეს გახლდათ ნამდვილი რემონტადა: „რეალი” „სევილიასთან” 0:2-ს აგებდა და მსაჯის წამატებულ წუთებში ქარიმ ბენზემას გოლით 3:2 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსის” დრამატულად ძლევის...

ქაღალდის სახლი მადრიდში
ჩანაწერი

ქაღალდის სახლი მადრიდში

ესპანეთის ლა ლიგაში მსაჯთან 2022 წლის პირველი პრეტენზია „ვალენსიას” გაუჩნდა. „ღამურებმა” მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” 1:4 წააგეს და ყურადღება მათ კარში გატანილ პირველ გოლზე გაამახვილეს. ვალენსიელების აზრით, კაზემირო მცველებს არ წაუქცევიათ და პენალტი, რომლითაც ქარიმ ბენზემამ 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა, არ უნდა დანიშნულიყო. ვალენსიელებს მხარი „ბარსელონას” ვეტერანმა ჟერარდ პიკემაც დაუჭირა. მართალია პიკეს გუნდმა იმავე დღეს სტუმრად...