ხომ გახსოვთ 2 მარტს „რეალმა” ვალენსიაში რომ ითამაშა? შეხვედრა 2:2 დასრულდა. მადრიდელთაგან ორივე გოლი ვინისუს ჟუნიორმა გაიტანა, გიორგი მამარდაშვილმა კი ჯუდ ბელინგემს საოცარი ბურთი აუღო. ეს ის თამაშია, რომლის საფინალო სასტვენს სკანდალი მიჰყვა. მოგვიანებით მასაჯი ხესუს ხილ მანსანო დასაჯეს. მან თამაში გაუმართლებელ დროს დაასრულა და „რეალის” მიერ ბოლოწამს გატანილი გოლი არ ჩათვალა. მაგრამ, ამჯერად თქვენი...
ჭდე: ვინისიუსი
ვალენსიელი გულშემატკივარი ვინისიუსის დასახვედრად ემზადება
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „სევილიას” მასპინძლობს და ეს მნიშვნელოვანი თამაშია. შემდეგ ტურში, 24 თებერვალს „ღამურები” „გრანადას” ესტუმრებიან, 2 მარტს კი „მესტალიას” „რეალი” სტუმრობს. „ვალენსიასა” და „რეალის” ურთიერთობის ამბავი გეხსომებათ. განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა 2023 წლის 21 მაისის შეხვედრა, რომელიც „ვალენსიამ” 1:0 მოიგო. ამ დღეს „რეალის” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ვინისიუსმა მსაჯს კარსუკანა, ჩრდილოეთის ტრიბუნაზე მჯდომი ორი ვალენსიელი გულშემატკივრისკენ...
ფრანს ფუტბოლმა ვალენსია შეურაცხყო
ორშაბათს „ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე „რეალის” ბრაზილიელმა გარემარბმა ვინისიუსმა ტრიბუნიდან რასიზმი დაგმო. ამ დროს ეკრანზე ჩანდა ვალენსიაში, „მესტალიაზე” გადაღებული ფოტო, რამაც ესპანური კლუბი აღაშფოთა. ვალენსიელებმა სოციალურ ქსელებში დაუყოვნებლივ გაავრცელეს მესიჯი, სადაც ამ გამოსახულების გამოყენება გააპროტესტეს. მათი მტკიცებით, ის, რაც გასული სეზონის მიწურულს „მესტალიაზე” მოხდა იყო კერძო შემთხვევა, რომელიც კლუბმა დაგმო და დამნაშავეები მაქსიმალურად მკაცრად დასაჯა. ფოტოზე,...
ვალენსიელები ვინისიუსს მატყუარას უწოდებენ
განხილვის ორჯერ გადადების შემდეგ ვინისიუს ჟუნიორმა ხუთშაბათს ბოლოს და ბოლოს მისცა ჩვენება გასულ სეზონში „მესტალიაზე” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მაისში, „ვალენსიას” და „რეალის” შეხვედრის დროს ვინისიუსმა ადგილობრივ გულშემატკივარს რასიზმში დასდო ბრალი. როგორც ვალენსიური superdeporte წერს, პირველად ბრაზილიელ თავდამსხმელს სასამართლოში თავდაპირველად ივნისში უხმეს, მაგრამ მან შვებულება მოიმიზეზა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. მაშინ სასამართლომ ფეხბურთელს ვიდეოჩართვა სთხოვა,...
მხარდაჭერა მამარდას!
ისტერია „ვინისიუსის საქმის” გარშემო გრძელდება. „ვალენსია” ჯერ კიდევ ელის სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც საბოლოოდ უნდა თქვას, „მესტალიაზე” მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა კვირას, „ესპანიოლთან” შეხვედრაში დაკეტილი იქნება, თუ შეუშვებენ გულშემატკივარს. მოგეხსენებათ, „რეალთან” შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო სტადიონის ამ ნაწილს, კარსუკანა ჩრდილოეთ ტრიბუნას, ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. მაგრამ, ტრიბუნის დასჯა ყველაზე დიდი პრობლემა არ არის. სოციალურ ქსელებში...
დიაკაბიმ ანტირასისტულ ბანერთან სურათი არ გადაიღო
„ვალენსიას” ფრანგმა ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა მუკტარ დიაკაბიმ „მალიორკასთან” შეხვედრის წინ ანტირასისტულ ბანერთან ფოტოს გადაღება არ ისურვა. ის პლაკატის უკან, რამდენიმე მეტრის მოშორებით დადიოდა. დიაკაბი თავად შავკანიანია და თითქოს რასიზმთან ბრძოლას მთელი გულით უნდა უჭერდეს მხარს, მაგრამ ორმაგმა სტანდარტმა აღაშფოთა. ორი სეზონის წინ ფრანგს „კადისის” ფეხბურთელმა ხუან კალომ მიაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ საზოგადოება და ფეხბურთის ფედერაცია...
ვალენსია ფედერაციას ტყუილებში ამხელს
დღეს, ლა ლიგაში მე-12 ადგილზე მყოფი „მალიორკა” მე-13 ადგილზე მყოფ „ვალენსიას” ხვდება. გიორგი მამარდაშვილისა და „ღამურებისთვის” ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. მის შედეგზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული დარჩება „ვალენსია” უმაღლეს ლიგაში თუ გავარდება. ამის შემდეგ ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურიღა დარჩება. ესპანეთში კი არა და არ ჩემდება წინა ტურში „მესტალიაზე” მომხდარი „ვინისიუსის საქმის” ექო. ყველა ცდილობს დაგმოს რასიზმი და...
ვალენსია და მამარდა ბულინგის ობიექტები გახდნენ
„ვალენსია” აღშფოთებულია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ „მესტალიაზე” მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნას ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და მეორეც იმიტომ, რომ „ვინისიუსის საქმეს” სოციალურ ქსელებში „ვალენსიას” ფეხბურთელების ბულინგი მოჰყვა. ვალენსიური საიტები წერენ, რომ ეს სახიფათო აგრესია „რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ და იმ ჟურნალისტებმა გამოიწვიეს, რომელთაც რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლით გართულებმა აშკარად გადააჭარბეს. აგრესიის ყველაზე დიდი ნიაღვარი ბრაზილიელ მცველს გაბრიელ...
VAR-ის მსაჯები დასაჯეს
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ და აპარატურის მსაჯთა ტექნიკურმა კომიტეტმა პირველი გაბედული გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი: ინციდენტი „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში რომელიც ბრაზილიელის გაძევებით დასრულდა. ნაჩო იგლესიას ვილიანუევას დაუყოვნებლივ შეუჩერდა VAR-ის მსაჯობის უფლება, მისი დამხმარე ხუთეული კი აპარატურას შემდეგი სეზონის განმავლობაში ვერ მიეკარება. მსაჯთა დასჯის მიზეზი კონკრეტულად ის გახლავთ, რომ მატჩის მთავარმა არბიტრმა რიკარდო დე ბურგოს ბენგოეტჩეამ ვინისიუსი...
კალა: დრო ყველა კლოუნს თავის ადგილს მიუჩენს
„მესტალიაზე”, „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს დასასრული არ უჩანს. მატჩის დამთავრების შემდეგ „კადისის” ფეხბურთელმა ხუან კალამ, რომელსაც ორი წლის წინ ვალენსიელი მუკტარ დიაკაბის შეურაცხყოფას აბრალებდნენ, დიაკაბისა და გაბრიელ პაულისტას გასაგონად საჯაროდ დაწერა: „დღეს პაულისტას და მის მეგობარს მოედანი განაწყენებულებს არ დაუტოვებიათ. დღეს არ გაუკეთებიათ განცხადებები, არ მოუტანიათ მამხილებელი ვიდეოჩანაწერები, სამაგალითო გულშემატკივრები მოწმეებად არ მოუყვანიათ....









