ვინისიუს ჟუნიორი თამაშებს იგებს. ის „რეალში“ გამარჯვების მომტან ვარსკვლავად ჩამოყალიბდა და ეს „სევილიასთან“ შეხვედრაშიც დაამტკიცა. ხულენ ლოპეტეგის გუნდმა ბრაზილიელის შეჩერება სცადა, მაგრამ ვინიმ მაინც გაიტანა თავისი — თამაშის მიწურულს ჩინებული დარტყმით „თეთრებს“ სამი ქულა შეჰმატა. მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა. „რეალმა“ მოიგო 2:1. ვინისიუსი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს. ამ ფაქტს მადრიდში კილიან მბაპეს ჩაყვანის პერსპექტივასაც თუ...
ჭდე: ვინისიუსი
რეალმა ქულები გაფანტა
ვალენსიაში, „ლევანტესა” და „რეალის” შეხვედრაში, პირველ ტაიმში „რეალი“ ყოჩაღობდა. მადრიდელთა შემადგენლობაში დიდი სიახლე არ ყოფილა. კარლო ანჩელოტიმ ძველი დრო გაიხსენა და ისკო გარეთ ბეილთან ერთად დააყენა სასტარტო შემადგენლობაში. უელსელმა შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. მე-5 წუთზე ქარიმ ბენზემას პასით მან ანგარიში გახსნა — ბურთი დაუცველ კაში შეაგდო. ეს გახლდათ მისი პირველი გოლი „ლოს ბლანკოსის“ შემადგენლობაში 2019...
ვინისიუსმა ლივერპულს მოუგო
20 წლის ვინისიუს ჟუნიორმა „რეალში” თავისი მე-14 და მე-15 გოლებით „ლივერპული” რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მეორე მხრივ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მერსისაიდელებთან 3:1 გამარჯვება მადრიდელებს „ელ კლასიკოს” წინ, სავარაუდოდ კარგ გუნებაზე დააყენებდა, რაც მაყურებლისთვის დიდი ხეირი უნდა იყოს — შაბათს, 10 აპრილს, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირება წესით გვარიანად სასეირო უნდა გამოვიდეს. ვინისუსმა პირველი გოლი ტონი...
ვინისიუს III
ვინისიუს ჯუნიორის ბედნიერება სრული იქნებოდა, მადრიდის „რეალს“ პრიმერას 25-ე ტურში სან-სებასტიანელი სეხნია რომ დაემარცხებინა. ბრაზილიელი შემტევი ზინედინ ზიდანმა შეცვლაზე შეუშვა და მან ბოლო წუთებზე ქულის მომტანი გოლი გაიტანა. ეს შეხვედრა ვინისიუსისთვის მე-100 იყო მადრიდულ კარიერაში. მატჩის დღეს ის 20 წლის და 232 დღის გახლდათ. მასზე ახალგაზრდას „რეალში“ 100 მატჩი ორად ორ ფეხბურთელს აქვს ნათამაშევი –...
ნაკოვიდარი და გაღიზიანებული ზიდანი
დღეს, „რეალი” „უესკასთან” სტუმრად თამაშობს. გუშინ, მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ონლაინ პრეს-კონფერენცია გამართა. ეს იყო მისი პირველი საჯარო გამოჩენა covid 19-ის მოხდის შემდეგ, რომელიც უჩვეულო გამოდგა — ფრანგს ნერვები ღალატობდა და გაღიზიანებული ლაპარაკობდა. „მოგვეცით საშუალება ბოლომდე ვიბრძოლოთ, — უთხრა ზიდანმა ჟურნალისტებს, — ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც შარშან გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ათი წლის წინ კი...
რეალი მესამე ლიგის გუნდმა გააგდო!
„რეალი” ესპანეთის თასიდან სეგუნდა დივიზიონის ანუ მესამე ლიგის გუნდმა გააგდო. თან ეს გუნდი, „ალკოიანო”, კაცნაკლული იყო. ლაპარაკია მეთექვსმეტედფინალზე, რომელშიც მადრიდელები არაფრად ვარგოდნენ, „ალკოიანომ” კი დამსახურებულად გაიმარჯვა. შეხვედრის დასაწყისში ბურთს ფაქტობრივად სულ „რეალი” ფლობდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. შესვენებამდე წამებით ადრე სტუმრებმა მაინც გახსნეს ანგარიში: კაზემიროს პასით ედერ მილიტაომ თავური შეაგდო. მერე, მადრიდელთაგან სახიფათო მომენტი შექმნა...
კატალონიაში რეალს უმწეო ეძახეს
„რეალი” ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ლიდერობს „შახტარი”. დავით ხოჭოლავას უკრაინულმა გუნდმა მადრიდში „ლოს ბლანკოსს” 3:2 მოუგო, თან პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს უგებდა. კატალონიური პრესა ამ ამბავს მწარე ენით ეხმაურება და წერს, რომ მადრიდელებმა იმ ადგილიდან გააგრძელეს, სადაც ბოლოს გაჩერდნენ: „რეალმა” გასულ უქმეებზე, შინ, იმავე სტადიონზე „კადისთან”0:1 წააგო, ახლა კი დონეცკელებისგან იგემა მარცხი. „სპორტი”...
კიდევ ერთი ბიჭი ფაველიდან
„რეალი” ლა ლიგის ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე გახდა ესპანეთის ჩემპიონი. „თეთრების” წარმატებაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანა 20 წლის ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” უკვე მეორე სეზონი ჩაამთავრა. ნათამაშებ წუთებს თუ დავაჯამებთ, ბრაზილიელი მიმდინარე სეზონში „რეალის” მეთორმეტე ფეხბურთელია. მან მოედანზე 1264 წუთი დაჰყო. მართალია, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ სამი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს გოლები...
ბარსელონაში კვლავ მსაჯობაზე ლაპარაკობენ
ლა ლიგის დოღში ამოსუნთქვა გამორიცხულია: ახლა „რეალმა” მოიგო თავისი შეხვედრა. მადრიდელებს „მალიორკა” ესტუმრათ. შეხვედრა დამთავრდა 2:0. შეგახსენებთ, რომ ორიოდ ტურის წინ „ბარსელონა” ლიდერობდა, მაგრამ „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), რის გამოც შეიქმნა ასეთი სიტუაცია: თუკი დარჩენილ ტურებში „ბარსაც” გაიმარჯვებს და „რეალიც”, ჩემპიონი „რეალი” გახდება. მიზეზი: მიმდინარე სეზონში, პირად შეხვედრებში, მადრიდელებმა კატალონიელებს აჯობეს. მიაქცევდით ყურადღებას, რომ „ბარსელონას”...
სანჩო ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდაა
საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) მსოფლიოს ყველაზე ღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა (2000 წელს შემდეგ დაბადებულები). საინტერესოა, რომ პირველი ორი ადგილი „დორტმუნდის“ ფეხბურთელებმა დაიკავეს. პირველ ადგილზე ინგლისელი ჯეიდონ სანჩოა. მისი ფასი 184 მილიონი გირვანქა გახლავთ. თითქმის მისი ნახევარი ფასი ღირს ჯეოდონის ნორვეგიელი თანაგუნდელი ერლინგ ჰოლანდი – 94 მილიონი. მესამეზე მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი როდრიგოა – 82 მილიონი, მეოთხეზე...









