წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ ესპანურ „ბარსელონეტას“ უმასპინძლა და 8:14 დამარცხდა. ბარსელონელები უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ პირველი მეოთხედი „დინამოს“ უპირატესობით წარიმართა, ჩვენები 4:1 დაწინაურდნენ, თუმცა იმავე მეოთხედში მეტოქემ ჯერ შემცირა სხვაობა, ხოლო მეორეს დასაწყისში კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და ტაიმი 8:6 მოიგო. მესამე მეოთხედში ყველაფერი გადაწყდა და თავის ადგილზე დადგა...
ჭდე: დინამო
ბათუმური ჰარაკირი
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დამთავრებამდე ორი ტური დარჩა და ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ამ დაძაბულობის მაპროვოცირებლები კი ტიტულის მთავარი მაძიებლები არიან. ჯერ იყო და, „დინამომ“ შინ „თელავს“ ვერ მოუგო, შემდეგ კი „ბათუმმა“ სულაც საკუთარ კედლებში წააგო „სამგურალთან.“ „თელავი“ გასავარდნ ზონაშია და „დინამოს“ დიდი ბრძოლა გაუმართა. ეგ კი არა, კახელებს ცოტა რომ გამართლებოდათ, შეიძლება თელავში სამი ქულაც...
ვაგნერი დინამოში
თბილისის „დინამომ“ ბრაზილიელი შემტევი ვაგნერ გონსალვეში დაიმატა, მოთამაშე თბილისურ კლუბს მაკედონიური „შკენდიადან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. ვაგნერი დინამოელთა შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების გამართავს 2023 წლიდან შეძლებს – ინფორმაცია თბილისის „დინამოს“ ვებ გვერდმა გაავრცელა. ბრაზილიელი შემტევი ფრანგული „ბასტიას“ აღზრდილია. უთამაშია უკრაინულ „კრივბასსა“ და „დნიპრო 1“-ში. რაც შეეხება მის ქართულ კარიერას....
საბურთალო უევროპოდ
ლიდერების მატჩებს თუ არ ჩავთვლით, 33-ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. ერთმანეთს გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები ხვდებოდნენ. „გაგრამ“ „სიონს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. გუნდებმა მატჩი კაცნაკლულებმა დაასრულეს. მსაჯმა ჯერ გაგრელი ნოდარ ლომინაძე გააძევა, შემდეგ კი სტუმარი დავით ზურაბიანი. „სიონი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და ერთობ გაირთულა სატურნირო მდგომარეობა. წააგო ცხრილის სახიფათო ნაწილში მყოფმა „თელავმაც.“ კახელებმა...
სენსაცია მე-4 ლიგიდან
გაიმართა საქართველოს თასის ნახევარფინალური შევხედრები. ფინალში, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ლიგა 4-ის გუნდი ითამაშებს. „ლოკომოტივი 2“ – „საბურთალოს“ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლო ფრედ დასრულდა, პენალტები კი უფრო ზუსტად „ლოკომოტივი 2“-ის ფეხბურთელებმა შეასრულეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები, „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. ზესტაფონში ქუთათურებმა 2:0 იმარჯვეს და დედაქალაქელების...
ისევ 2 ქულა
ეროვნული ლიგის 32-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვილებები არ შეუტანია. ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა ისევ გაიმარჯვეს და მათ შორის სხვაობა ისევ 2 ქულაა. „დინამომ“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო შინ 3:1 და სტუმრებს ევროსაგზურისთვის ბრძოლა გაურთულა. დუბლი მიითვალა მასპინძელთა გვინეელმა უსმანე კამარამ. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გახლდათ, როცა საჯარიმოს გარედან პირდაპირ ცხრიაში ჩაჭედა ბურთი. ერთიც გიორგი მოისწრაფიშვილმა შეაგდო....
პირველად ვარ-ი და დინამო
29-ე ტურში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ: ფიფას ეგიდით, საქართველოს ჩემპიონატში პირველად გამოიყენეს ვიდეოასისტენტრეფერის სერვისი – VAR. ვარ-მა ლიდერთა მატჩში („დინამო“ – „ბათუმი“) იმუშავა და შეხვედრის მსვლელობაზეც მოახდინა გავლენა. 79-ე წუთზე, მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა, განელი ოსეი ბარნსი სწორედ ჩვენთვის ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ გააძევა. ლიდერი დინამო ლიდერთა მატჩში...
უკვე 7
23-ე ტურმა ორი მოულოდნელობა შემოგვთავაზა და სატურნირო ცხრილშიც რაღაც-რაღაცეები შეიცვალა. პირველი მოულოდნელობა ერთი მოულოდნელობა საგურამოში მოხდა, სადაც განწირულმა აუტსაიდერმა „ლოკომოტივმა“ ლიდერ „ბათუმს“ ქულები დააკარგვინა. ეგ კი არა, „რკინიგზელებმა“ მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე ძებნიაურის თერთმეტმეტრტიანით გახსნეს ანგარიში. სტუმრები ბევრს ცდილობდნენ, და გათანაბრება მხოლოდ 86-ე წუთზე შეძლეს. გიორგი ფანცულაიამ გაიტანა. ეს მისთვის პირველი გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში,...
ბათუმის მე-6, ყაველაშვილის -300
ეროვნული ლიგის 22-ე ტურს გათამაშების ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა მაძიებელმა, „ბათუმმა“ და „დინამომ“ ისევ გაიმარჯვეს და კვლავ 9 ქულა აშორებთ ერთმანეთს. „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ქულებით „საბურთალოს“ გაუთანაბრდა. ჯერ „დინამომ“ ითამაშა და „დილას“ დიდი ანგარიშით – 3:0 მოუგო. თქვა კიდეც შემდეგ თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, ასეთ ანგარიშს არ...
ქართველი ბაიერნში – N 10
ეს ამბავი მიუნხენის „ბაიერნის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდდა და ჩვენ ბევრს არაფერს დავამატებთ. მხოლოდ ერთს – ფრიად სასიამოვნოა ქართველი ფეხბურთელის ევროპის ერთერთ გრანდში ხილვა. „ლუკას ვიცნობდით და ვაკვირდებოდით. ის ჩვენთან გარკვეული პერიოდი ვარჯიშობდა და ბრწყინვალე შთაბეჭდილებაც დატოვა. ამიტომაც გვიხარია, რომ ეს შეთანხმება შედგა და ლუკა შემდეგი სეზონიდან შემოგვიერთდება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ თბილისის „დინამოს“ თანამშრომლობისთვის და მის...









