ტოკიოს ოლიმპიადა ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება. თუმცა, ზოგიერთი შეჯიბრება უკვე გახურდა. მათ შორის ფეხბურთელთა ტურნირიც. დღეს, 22 ივლისს, პირველი ტურის რვა მატჩი გაიმართა. რამდენიმეს გამოვარჩევთ. ესპანეთი ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ხუმრობა ხომ არ არის, მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდში ხუთი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც რამდენიმე კვირის წინათ ევრო 2020-ზე თამაშობდნენ: პედრი, ოიარსაბალი, ოლმო, პაუ ტორესი...
ჭდე: დანი ალვეში
ვარსკვლავები ღირსებაზე ალაპარაკდნენ
ლეო მესის ნეიმარი, დანი ალვეში და სამუელ ეტო’ო შეუერთდნენ — ისე მოქცევა, თქვენ რომ ლუის სუარესს მოექეცით, არ შეიძლებაო, უკიჟინებენ ისინი „ბარსელონას”. „ბლაუგრანას” ლეგენდებმა თავიანთი აღშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ გუნდის ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 33 წლის ურუგვაელი ცივად დაითხოვა, კლუბმა კი ის კონკურენტ „ატლეტიკოს” 6 მილიონ ევროდ მიჰყიდა. მეგობრის გაგდების გამო მესიმ „ბარსელონას” გასაგონად...
მესის პასს ხშირად რატომ აძლევო
„სან პაულუს” მცველმა, 37 წლის ვეტერანმა დანი ალვეშმა SportTV-თან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ უსაყვედურა პეპ გვარდიოლამ ლეო მესისთვის პასების ხშირი გადაწოდება. ეს, ცხადია, ძველი ამბავია, როდესაც თავად ალვეში ჯერაც „ბარსელონაში” თამაშობდა, ხოლო გვარდიოლა „ბლაუგრანას” წვრთნიდა. „გვარდიოლასთან არაერთი პრობლემა მქონდა. განსაკუთრებით, როდესაც ბურთთან ერთი შეხებით თამაშს მთხოვდა. მე ყოველთვის ვცდილობდი პასი მესისთვის მიმეწოდებინა, გვარდიოლა კი ბრაზდებოდა. ერთ...
მებაღეობა აღარ დასჭირდა
დანი ალვეშმა ტიტულებით გადახუნძლული ევროკარიერა დაასრულა და სამშობლოში, ბრაზილიაში, კერძოდ კი „სან პაულუში” დაბრუნდა. ორშაბათ საღამოს „სევილიას”, „ბარსელონას”, „იუვენტუსისა” და „პარი სენ ჟერმენის” ყოფილი ფეხბურთელი O Clube da Fé-ს ანუ „რწმენის კლუბის” წევრი გახდება. 36 წლის ალვეში „სამფეროვანთა” სტაჟიანი გულშემატკივარია. მან ბრაზილიურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამრიგად, სამშობლოდან 2002 წელს „სევილიაში” წასული მცველი, შინ 36 ჯილდოთი...
ტიტეს ხუთოსნები
ბრაზილიის ნაკრებმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ დიდი ტიტული მოიგო. ისტორიაში მეცხრედ, „სელესაომ“ წარმატებას „კოპა ამერიკაზე“ მიაღწია, თანაც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე. პერუსთან ფინალურ შეხვედრაში 3:1 გამარჯვების შედეგად, ბრაზილიამ საკუთარი მიღწევა ხელუხლებელი დატოვა და იმ ოთხეულში ადგილი შეინარჩუნა, სამშობლოში ჩატარებული სამხრეთ ამერიკის ყველა ჩემპიონატი რომ მოუგიათ, თანაც მეხუთედ. პერუელებს პირველი ბურთი ევერტონმა შეუგდო, მან გაბრიელ ჟეზუსის პასით ისარგებლა....
დანი ალვეშის ორმოცი
ბრაზილიის ნაკრებმა „კოპა ამერიკას“ ფინალი პერუსთან 3:1 მოიგო. მატჩის შემდეგ ბრაზილიელი დანი ალვეში ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც 40 ტიტულის მომგები პირველი ფეხბურთელი. 36 წლის მცველი ორ-ორჯერ გახდა ამერიკის და კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. ამას გარდა ალვეშმა „ბარსელონასთან“ ერთად ესპანეთში ექვსჯერ იჩემპიონა, პსჟ-სთან ერთად ორჯერ საფრანგეთში იპირველა და ერთხელ „იუვენტუსის“ რიგებში სკუდეტოც მოიპოვა. სხვა წვრილმანები რომ გამოვტოვოთ,...
სიახლე ფეხბურთის წესებში
ფეხბურთის წესებში ახლახანს შესული ცვლილების თანახმად, როცა ლეო მესი საჯარიმოს ასრულებს, ცოცხალი კედლის უკან ვერგატანისთვის ლოცვა ნებადართულია. ფოტოზე აღბეჭდილი ბრაზილიელი დანი ალვეში ოსტატურად იყენებს ახალ წესს.
არგენტინა არგენტინამდე გადაიდო
მორიგი დიდი იმედგაცრუება არგენტინაში. ლიონელ მესი კვლავ სანაკრებო ტიტულის გარეშეა. კიდევ ერთი კოპა ამერიკა და კიდევ ერთი მარცხი, ამჯერად ნახევარფინალში, თანაც ვისთან? პრინციპულ მეტოქე, მასპინძელ ბრაზილიასთან – 0:2. ბრაზილიისა ვთქვათ – ეს ხომ იმ ოთხიდან ერთ-ერთი ქვეყანაა სამშობლოში ჩატარებული ყველა კოპა ამერიკა რომ მოუგია. ტიტეს გუნდი როგორც გამოცდილი, ევროპამოვლილი ვარსკვლავებით, ისე საშინაო ჩემპიონატიდან აღმოჩენილი ნიჭიერი...
არა, დანი. არჩევანი ბარსასია!
დანი ალვეშმა „პარი სენ ჟერმენი” დატოვა და თურმე „ბარსელონაში” დაბრუნებაზე ოცნებობს. თავის მხრივ, „ბარსა” 36 წლის ბრაზილიელის მიღებას არც კი განიხილავს. კატალონიურ ენაზე მაუწყებელი კერძო რადიოსადგური RAC 1 ამბობს, რომ ალვეში უკვე მთელი თვეა „კამ ნოუს” კაბინეტებში რეკავს და ესპანეთის ჩემპიონს თავს სთავაზობს. „ბლაუგრანას” მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ალვეშის პოზიციაზე ორი მოთამაშე ჰყავს — ადგილობრივი სერხი რობერტო და...
მესი ჩემპიონია!
„ბარსელონამ” „ლევანტეს” 1:0 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ხოლო ტრიუმფის გოლს ვინ გაიტანდა თუ არა ლეო მესი, რომელმაც მეათედ აღმართა ამ ქვეყნის საფეხბურთო გვირგვინოსნისნისთვის განკუთვნილი ჯილდო. არგენტინელმა პრიმერას ტიტულების რაოდენობით გადაასწრო ანდრეს ინიესტას (9) და ჩავის (8). ახლა მას მოქმედ ფეხბურთელთა შორის მდევარიც კი აღარ უჩანს. ერთადერთი, რაც ლეომ შემდეგ მიზნად შეიძლება დაისახოს, ლეგენდარული ესპანელის...









