ბრაზილიელი ადრიანოს დაბადების დღეა… 40 წლის გახდა. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, როგორ აურია ფეხბურთელმა თავისი კარიერა. ყოფაქცევაში ორიანი — ადრე ხომ იყო ასეთი რამ? ზუსტად ესადაგება ადრიანოს, რომელმაც კარიერა ფაქტიურად 24 წლის ასაკში დაასრულა. არა, კიდევ დიდხანს ითვლებოდა მოქმედ ფეხბურთელად, მაგრამ 24 წლის მერე სულ რეგრესი ჰქონდა. ცოტა ხანს გამოანათა კიდევ ერთხელ „ფლამენგოში“, მაგრამ ისევ ჩაეშვა....
ჭდე: ბრაზილიის ნაკრები
დიდი ინტერვიუ დიდ ფილთან
ლუიშ ფელიპე სკოლარი 73 წლის არის. 40 წელიწადი გავიდა მას მერე, რაც მან მწვრთნელის ხელობას მიჰყო ხელი. 20 წელი სრულდება მას მერე, რაც სკოლარიმ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახადა. ლეგენდარულ მწვრთნელს „დეილი მეილმა” ჩამოართვა ინტერვიუ. ჩვენ ამ ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ: * რატომ დაანებეთ „ჩელსიში“ მუშაობას თავი? * რამდენიმე ფეხბურთელთან პრობლემა მქონდა. დიდიე დროგბა დაშავებული იყო....
ორჯერ გაგდებული და ორივეჯერ დაბრუნებული
კიტოში, „ესტადიო როდრიგო პას დელგადოზე“, ეკვადორისა და ბრაზილიის ნაკრებთა გიჟურ შეხვედრაში სტუმრების მეკარე, ლივერპულელი ალისონი მსაჯმა ორჯერ გააძევა, მაგრამ VAR-ს რომ შეხედა, ორივეჯერ დატოვა. თამაში დამთავრდა 1:1. მე-6 წუთზე კაზემიროს გოლით ბრაზილია დაწინაურდა, 75-ე წუთზე კი მექსიკური „სანტოს ლაგუნას“ ნახევარმცველმა ფელიქს ტორესმა გაქვითა. მსოფლიოს ჩემპიონატის ეს შესარჩევი შეხვედრა მეკარეებისთვის განსაკუთრებით უცნაური გამოდგა: მე-15 წუთზე ეკვადორელთა...
გოლაცრუებული თამაში
არგენტინამ და ბრაზილიამ 0:0 ითამაშეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არგენტინელებს ახლა უკვე მიჯრით 27 შეხვედრა არ წაუგიათ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური კი ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ. რაც შეეხებათ ბრაზილიელებს, ისინი შესარჩევი შეჯიბრების ცხრილს 6-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. მათ ყატარის საგზური ისედაც „ჯიბეში ედოთ“. არგენტინას შესარჩევ შეჯიბრებაში ბრაზილიისთვის 2005 წლის მერე არ მოუგია. 2005-ში, „ალბისელესტემ“ 3:1 გაიმარჯვა. ორი გოლი...
ბრაზილიელი მსაჯი სულ არგენტინის წინააღმდეგაა
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში პერუს მოუგო 1:0. „ალბისელესტეს“ კაპიტანმა ლეო მესიმ მატჩის დამთავრების შემდეგ ინსტაგრამზე თავისი შეხედულება გამოხატა. მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო ბრაზილიელი მსაჯით ვილტონ პერეირა სამპაიოთი. მან დაწერა: „რთული შეხვედრა გამოვიდა. ძლიერი ქარი ქროდა, მეტოქე დაცვაში ჩაჯდა, სივრცეები შეგვიბოჭა. ეს მსაჯი კი, როდესაც არგენტინის თამაშს ემსახურება, ყოველთვის ისე იქცევა, გეგონება...
იტალიას რეკორდი შეუფერხეს
აქამდე ისე ვიცოდით, რომ თუ იტალიის ნაკრები შვეიცარიასთან არ წააგებდა, მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდებოდა. ასეც მოხდა – „აძურიმ“ ბაზელში 0:0 ითამაშა და ზედიზედ 36-ე მატჩი არ წააგო, მაგრამ მსოფლიო რეკორდის მხოლოდ თანამფლობელი გახდა. მანამდე იწერებოდა, რომ ბრაზილიის ნაკრებს 1993-96 წლებში 35 მატჩი არ წაეგო, მაგრამ როგორც კი იტალიამ ეს ნიშნული 36-მდე აიყვანა, გაჩნდა ცნობები, რომ...
ბრაზილია ინგლისელებს დაუპირისპირდა
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ექვს ინგლისურ კლუბს ებრძვის. ის მათგან კარს მომდგარი შესარჩევი მატჩებისთვის 9 ფეხბურთელის გათავისუფლებას ითხოვს. პრემიერლიგის კლუბები გასულ კვირას არაოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ სანაკრებო შეკრებებზე არ გაუშვებენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც covid 19-ის რუკაზე წითელ ზონაში მყოფი ქვეყნებიდან არიან. მიზეზი: ბრიტანეთში რომ დაბრუნდებიან, მათ ათდღიან კარანტინში მოუწევთ ჩაკეტვა და ჩემპიონთა ლიგის თამაშებს გამოტოვებენ. ბრაზილიის ნაკრებს...
ბრაზილია კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია!
იოკოჰამაში, ბრაზილიის ფეხბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებმა ესპანეთს დამატებით დროში 2:1 მოუგო და ზაფხულის თამაშების 121-წლიან ისტორიაში გახდა მეხუთე გუნდი, რომელმაც ტიტული შეინარჩუნა. ახლა, ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრები 2016 და 2020 (2021) წლების ოლიმპიადების გამარჯვებულია. შეხვედრის ძირითადი დრო დასრულდა 1:1. გამარჯვების გოლი მოედანზე დამატებით დროში შესულმა პეტერბურგის „ზენიტის“ 24 წლის თავდამსხმელმა მალკოლმმა გაიტანა. თამაშის პირველი 15 წუთი მოსაწყენი...
ესპანეთი და ბრაზილია ვაივაგლახით
გაირკვა ტოკიოს ოლიმპიადის ფეხბურთელთა ტურნირის ფინალისტთა ვინაობა: ბრაზილიამ და ესპანეთმა დიდი წვალებითა და ვაივაგლახით მექსიკა და იაპონია დაამარცხეს. შედეგად, 6 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის, მექსიკა იაპონიას შეხვდება, ხოლო 7 აგვისტოს, ბრაზილია და ესპანეთი ოქროს მედალს შეეცილებიან ერთმანეთს. პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიამ და მექსიკამ საქმე პენალტებამდე მიიყვანეს. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი...
ბრაზილიელებმა არგენტინელებს კბილი გაჰკრეს
არგენტინის ოლიმპიური ნაკრები ტოკიოს ზაფხულის თამაშებს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა, რამაც ძალლიან გაახარა ბრაზილიელები. როგორც ჩანს განსაკუთრებით „ასტონ ვილას” 23 წლის ნახევარმცველმა დუგლას ლუისმა იზეიმა. მან ინსტაგრამში მეზობლების გასაღიზიანებელი ფოტო გამოაქვეყნა. არგენტინელები C ჯგუფში ავსტრალიასთან ერთად ჩარჩნენ. ფლეი-ოფში გავიდნენ ესპანეთი და ეგვიპტე. ბრაზილიელებმა კი D ჯგუფში გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში სწორედ ეგვიპტეს შეხვდებიან. D ჯგუფიდან ბრაზილიასთან ერთად...









