ტურინში, 12 409 მაყურებლის წინაშე ნამდვილი დრამა დატრიალდა — ბელგია საფრანგეთს 2:0-ს უგებდა, შემდეგ ფრანგებმა გაათანაბრეს – 2:2, რის მერეც ბელგიელებმა 87-ე წუთზე თითქოსდა გამარჯვების გოლი გაიტანეს, მაგრამ ის ოფსაიდის მომიზეზებით VAR-მა არ ჩათვალა, 90-ე წუთზე კი ტეო ერნანდესმა სიხარული მსოფლიოს ჩემპიონებს მოუტანა. კვირას, მილანში, ერთა ლიგის ფინალში ესპანეთს საფრანგეთი შეხვდება. ბელგია და იტალია კი მესამე...
ჭდე: ბელგიის ნაკრები
კაცი, რომელსაც მყესები ჰქონდა გაწყვეტილი
კევინ დე ბრუინმა თქვა, რომ ის თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა და ამიტომ ითამაშა ტრავმირებულმა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2020-ის მეოთხედფინალში, რომელიც „სკუადრა აძურამ” 2:1 მოიგო. „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა სრული 90 წუთი დაჰყო მოედანზე და როგორც წერენ, ასეთი დატვირთვის პირობებში გვარიან ტკივილსაც გაუძლო. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მერვედფინალში პორტუგალიელებმა ატკინეს კოჭი და როგორც...
კარგად არტყამს კრიშტიანუ ჯარიმებს თუ ცუდად?
90-იანი წლების ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა იან რაიტმა კრიშტიანუ რონალდუს ფენომენალურ ჯარიმებს მითი უწოდა — ევრო 2020-ის მერვედფინალში, სადაც პორტუგალიამ ბელგიასთან 0:1 წააგო, რონალდუმ სტანდარტული მდგომარეობიდან კვლავ ვერ გაიტანა. პორტუგალიელთა ლიდერმა თამაშზე დიდი გავლენაც ვერ იქონია, თუმცა საჯარიმო დარტყმით თავის გამოჩენის შესაძლებლობა ორჯერ მიეცა. რაიტმა, რომელიც ITV-ს ექსპერტად იყო მიწვეული, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშის ჯარიმებზე ასე...
დე ბრუინისა და აზარის შესახებ
წუხელ, სევილიაში, ბელგიის ნაკრებმა პორტუგალიას 1:0 მოუგო და ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იტალიას შეხვდება. თამაში პარასკევსაა და ბელგიელთა ესპანელ მწვრთნელს რობერტო მარტინესს იმედი აქვს, რომ მანამდე ექიმებისგან პორტუგალიელების მიერ დაშავებული კევინ დე ბრუინისა და ედენ აზარის შესახებ სასიკეთო ამბებს გაიგებს. „ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როგორ არის ერთი ან მეორე, — მოჰყავს „ა...
დე ბრუინი სახის ნახევარს ვერ გრძნობს
დანიისა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრაში გადამწყვეტი როლი კევინ დე ბრუინმა ითამაშა — ის მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, როდესაც დანიელები 1:0-ს იგებდნენ, ჯერ საგოლე პასი შეასრულა, შემდეგ თავადაც შეაგდო გოლი და ბელგიას 2:1 მოაგებინა. ეს გახლდათ დე ბრუინის პირველი გამოჩენა მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სადაც „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” შეხვედრაში, ლონდონელთა მცველ ანტონიო რუდიგერთან შეტაკების...
ინგლისი ჩარჩა და უსახურია
არანაირი სისწრაფე შეტევაში, არანაირი ფანტაზია ნახევარდაცვაში და არანაირი ყურადღება დაცვაში — ეს სიტყვები ინგლისურ პრესაში ამოვიკითხეთ. ასე დაახასიათეს ჟურნალისტებმა გარეთ საუთგეიტის გუნდის თამაში ბელგიაში. ეს გახლდათ ერთა ლიგის A2 ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ბელგიელებმა 2:0 მოიგეს და ხუთი ტურის შემდეგ 12 ქულით ცხრილის სათავეში მოექცნენ. მათ შემდეგაა 10 ქულიანი დანია, რომელმაც ისლანდიას 2:1 აჯობა. ინგლისის გუნდი...
მარტინესმა ბელგიასთან გაახანგრძლივა
ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი, გუნდთან მუშაობას გააგრძელებს.. ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს, რომ ესპანელი სპეციალისტი „ეშმაკუნებს“ 2022 წლამდე გაწვრთნის. მარტინესმა ბელგიის ეროვნული გუნდი 2016 წელს ჩაიბარა. 2018-ში ბელგიელები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევაფინალში გავიდნენ და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავეს. შემდეგ კი ევრო 2000-ის შესარჩევ ჯგუფში 100 პროცენტიანი შედეგით (10-დან 10 მოგება) პირველი ადგილი დაიკავეს....
ერთ წელს კიდევ ავიტან…
„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა, 28 წლის კევინ დე ბრუინმა ბელგიურ გაზეთ Het laatste Nieuws-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს მსვლელობისას ლაპარაკი შეეხო ნახევარმცველის „ქალაქელებში” დარჩენა-არ დარჩენის საკითხს. როგორც იცით, თებერვალში, უეფამ „სიტის” ევროთასებიდან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. თუ მანჩესტერელთა აპელაციამ არ გაჭრა, გამოვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი 30 წლამდე ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩება. „როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ, მე...
საუკეთესო ფეხბურთელად ჩემს თავს დავასახელებდი
შეხვედრაში, რომელიც ბელგიამ ინგლისს 2:0 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი მოიპოვა, ედენ აზარმა ერთხელაც დაამტკიცა, თუ რა ძლიერი ფეხბურთელია, — წერს კატალონიური „სპორტი”. ვარსკვლავი, რომლის „ჩელსიდან” გადაბირებასაც ესპანური გიგანტები „რეალი” და „ბარსელონა” ცდილობენ ბურთი აკონტროლა და მეტოქის კართან საგოლე მომენტები შექმნა. ინგლისის ნაკრებს ძალიან გაუჭირდა აზარის, კევინ დე ბრუინისა და რომელუ ლუკაკუს ტრიოსთან გამკლავება....
კურტუა: ფრანგებმა ანტიფეხბურთი ითამაშეს
ნახევარფინალში 0:1 წაგების შემდეგ, ბელგიის ნაკრების გამწარებულმა მეკარემ ტიბო კურტუამ მეტოქის თამაშს ანტიფეხბურთი უწოდა. ბელგიურ გაზეთ Het Nieuwsblad-თან ინტერვიუში მან თქვა: „საფრანგეთმა ანტიფეხბურთი ითამაშა. ჯერ არასდროს მინახავს, მეტოქის თავდამსხმელი კარისგან ასე შორს იდგეს. რასაკვირველია, მათ ასე თამაშის უფლება ჰქონდათ, მაგრამ ასეთი რაღაც ლამაზი სანახავი არ არის. და განა მრატო ფრანგების ტაქტიკა? მსაჯობაც ცუდი იყო”. თუმცა, კურტუას...









