წუხელ ნეაპოლს ახალი ამბავი მოედო. გავლენიანი იტალიური გაზეთის „ლა რეპუბლიკას” ცნობით „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა სადილად „ალ ნასრის” ყოფილი მწვრთნელი, 59 წლის ფრანგი რუდი გარსია დაპატიჟა. „ალ ნასრი” საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადის კლუბია. რამდენადაც ცნობილია, სადილი რომში, იტალიის პრეზიდენტის რეზიდენციის, კუირინალეს სასახლის სიახლოვეს გაიმართა. თავად დე ლაურენტისი იქვე ცხოვრობს. „ლა რეპუბლიკა” წერს, რომ...
ჭდე: აურელიო დე ლაურენტისი
ყველა ვარიანტი სპალეტის მერე
დადგა „ნაპოლიში” ლუჩანო სპალეტის მწვრთნელობის ბოლო დღე. მას კამპანიის დედაქალაქი დაიმახსოვრებს, როგორც ადამიანს, რომელმაც ოცდაცამეტ წლიანი ლოდინის შემდეგ ვეზუვის ძირში სკუდეტო დააბრუნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩაატარა დაუვიწყარი სეზონი, უკეთესს რომ ვერ ინატრებს კაცი, ახლა კი გამომშვიდობების დროა. სპალეტი მომავალ სეზონში „ნაპოლის” აღარ გაწვრთნის. ის კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე აურელიო დე ლაურენტისს საჯაროდ გადაეხვია, რაც იმას...
მარადონას ოქროს ტერფი და ათ დღეში ერთხელ დარეკვა დე ლაურენტისთან
გუშინ, „ნაპოლის” ფეხბურთელებმა, მწვრთნელმა, პრეზიდენტმა და კლუბის თანამშრომლებმა დიეგო მარადონას ყოფილი აგენტისა და მეგობრისგან სტეფანო ჩეჩისგან საჩუქარი მიიღეს — ლეგენდარული არგენტინელის ოქროში ჩამოსხმული ტერფი. ჩეჩი „აძურის” მთელს კოლექტივს გასულ ზაფხულს დაჰპირდა, რომ თუ ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ, ამ საჩუქარს მიართმევდა. „დიდი მადლობა სტეფანო ჩეჩის, რომელიც განუმეორებელ ადამიანს ეთაყვანებოდა, იგი ხშირად სტუმრობდა მას და მის მიერ მორთმეული...
დე ლაურენტისი: ლუის ენრიკეს პრემიერლიგაში უნდა წასვლა
„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა TGR Rai-ს მიკროფონებთან ლუჩანო სპალეტის შემცვლელზე ილაპარაკა. მან ლუის ენრიკეც ახსენა, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში იტალიური პრესა ბევრს წერს. „ჩვენ ვეძებთ მწვრთნელს, რომელიც საუკეთესოდ გაუძღვება 4-3-3 სისტემას. გვინდა, რომ ის მოერგოს „ნაპოლის” არაჩვეულებრივ ფეხბურთელებს, რომელთა შენარჩუნებასაც ვაპირებთ. ამ მიზნით ათეულობით პროფილი შევისწავლე და მათგან საუკეთესოს ავირჩევ. მე ჯერ კიდევ თესვის...
პრეზიდენტი ოსმენის ხელფასზე ფიქრობს
„ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შენარჩუნება სურს. მის სახელს ასევე პსჟ-ს, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ უკავშირებენ. ნეაპოლელები ნიგერიელთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით გახანგრძლივებას შეეცდებიან. კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, ოსიმენთან უკეთესი პირობებით ხელშეკრულების გაგრძელების ვარიანტს რამდენიმე დღეა ინტენსიურად განიხილავს. ახლა ოსიმენი „ნაპოლიში“ ხელფასად წელიწადში 4,5 მილიონ ევროს იღებს. გარდა ამისა, დე ლაურენტისი ახალ კონტრაქტში გასაყიდ ფასად...
სპალეტიმ არ იცოდა ვინ ვიყიდეთ
„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Rai 3-ს ინტერვიუ მისცა. საუბარს ჟურნალისტი ფაბიო ფაციო უძღვებოდა. გთავაზობთ ამონარიდებს: „ჩემ გარდა „ნაპოლის” ფავორიტად არავინ მიიჩნევდა. ივნისში, როდესაც რამდენიმე ფეხბურთელმა დაგვტოვა, პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა მკითხეს, რას ახლა რაღას აპირებო, რაზეც ვუპასუხე: სკუდეტოს მოგებას. ამ პასუხმა ისინი გააოცა. გაოცებული და შეშფოთებული იყო ლუჩანო სპალეტიც, რადგან მან არ იცოდა ვინ ვიყიდეთ… …სპალეტი...
ხვიჩა ხელშეუხებელია
კვარა რომ „ნაპოლიში” რჩება ეს უდავოა, ყოველ შემთხვევაში კიდევ ერთი სეზონით. აურელიო დე ლაურენტისმა მკაფიოდ იცის რასაც აკეთებსო, წერს calciomercato და დასძენს, რომ თუ „აძურის” მეპატრონეს ფულის შოვნა უნდა, კიმსა და ოსიმენს გაყიდის. უკვე დადასტურდა, რომ მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი „სტადიო მარადონას” დატოვებს, ზედიზედ მეორე სკუდეტოს მოსაპოვებლად საქმის გაძღოლა კი ახალ თავკაცს მოუწევს, მაგრამ პრეზიდენტს ღრმად...
ბიჭებო, ეს პრივილეგიაა
ჯიჯი დ’ალესიო გახლავთ ნეაპოლელი პოპ-მომღერალი და კომპოზიტორი, რომელმაც კარიერის განმავლობაში 26 მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა. ის „ნაპოლის” თავგადაკლული ფანია და ვინაიდან კამპანიის დედაქალაქში მესამე სკუდეტოს მოგებასთან დაკავშირებული ზეიმი არ წყდება, დ’ალესიომ პიაცა დელ პლებიშიტოზე კონცერტი გამართა. იქ მან სცენაზე „აძურის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი აიყვანა. მაყურებლიდან სცენაზე ასულ დე ლაურენტისს მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან დაკავშირებით დაუყვირეს...
დე ლაურენტისის სია
„ნაპოლის” გულშემატკივრები დღითიდღე რწმუნდებიან, რომ ლუჩანო სპალეტი გუნდს ტოვებს. ამ თემას „ლა რეპუბლიკაც” გამოეხმაურა. გაზეთმა დაწერა, რომ „პარტენოპეელთა” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სპალეტის შემცვლელთა სია შეადგინა, რომელშიც საბოლოოდ ხუთი კანდიდატი დარჩა. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ლუის ენრიკეც ყოფილა. რომაულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გაზეთმა დაწერა: „დე ლაურენტისის სიაში უცხოელი მწვრთნელებიც შედიან. აქ, იულიან ნაგელსმანის გარდა ყურადღებას...
და მაინც მიდის?
„ნაპოლიმ” სერია A-ს 36-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ „ინტერზე” შური იძია — 3:1. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში, ნაახალწლევს, 4 იანვარს, სწორედ სიმონე ინძაგის გუნდმა დაამარცხა „აძური” და ყველას აჩვენა, რომ შეუჩერებელი „პარტენოპეელების” მჭიდრო მარწუხებში მოქცევა შესაძლებელია. მას მერე „ნაპოლი” რიგ შეხვედრებში დაბრკოლდა. მაგრამ, 21 მაისს, „მარადონაზე” მოპოვებულმა ლამაზმა გამარჯვებამ, იტალიურ პრესაში ვერ დაასრულა ლაპარაკი იმის...









