ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებული „ბაიერნი” შეჯიბრებას გამოეთიშა — „პარი სენ ჟერმენს” მისთვის მიუნხენში 3:2 ჰქონდა მოგებული და, მართალია, პარიზში 0:1 წააგო, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში, ნახევარფინალში გავიდა. მოკლე მიმოხილვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, გერმანული „შპორტ ბილდიდანაა” ნასესხები. გერმანული ჟურნალი თავის საიტზე წერს, რომ ასეთი მწარე მარცხი „რეკორდმაისტერის” 56 წლის მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ჯერ არ უწვნევია....
ჭდე: ანხელ დი მარია
მომიყვანეთ დი მარია!
დიდი შანსია, პსჟ-ს ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ზაფხულში ლონდონში გადაინაცვლოს. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი აქვს ჟოზე მოურინიოს, რომელიც 32 წლის შემტევ ნახევარმცველს ჯერ კიდევ მადრიდის „რეალიდან“ იცნობს და ბრმად ენდობა. ტრანსფერის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ დი მარია ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გადაბირება „ტოტენჰემის“ წუწურაქ ბოსებს ბევრი არ დაუჯდებათ. ამ სეზონში ანხელ დი...
ჩემპიონთა ლიგის გერმანული ოთხშაბათი
თომას ტუხელს თუ არ ჩავთვლით, გერმანელებს ჩემპიონთა ლიგაში მშვენიერი ოთხშაბათი ჰქონდათ: „დორტმუნდმა” „ბრიუგეს” სტუმრად 3:0 მოუგო; „ლაიპციგი” „პარი სენ ჟერმენთან” აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა და 2:1 მოიგო — სწორედ აქ არ გაუმართლა პარიზელთა მწვრთნელ ტუხელს; ტიმო ვერნერმა კი „ჩელსის” შემადგენლობაში ორი გოლი გაიტანა. დასავლეთლონდონელებმა „რენს” 3:0 მოუგეს. „დორტმუნდმა” ბრიუგეს მალევე მოუთავა საქმე: „რეალის” ვარსკვლავის ედენ...
დი მარია კინაღამ კიოლნში გადავიდა
ანხელ დი მარია „კიოლნში”? ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ, როგორც „შპორტ ბილდი” წერს, ეს ტრანსფერი კინაღამ შედგა. „შპორტ ბილდი” კი 66 წლის კრისტოფ დაუმის ავტობიოგრაფიულ წიგნს ეყრდნობა. წიგნს ჰქვია „მუდამ ზღვარზე”. საქმე ეხება 2007 წლის დასაწყისს, როდესაც არგენტინელი ვარსკვლავი ჯერაც 18 წლის იყო და დაუმს მისი რაინლანდზე გადაყვანა უნდოდა. დაუმს სკაუტინგ-ტური ჰქონია, ახალ ფეხბურთელებს ეძებდა და...
ერთი გადაფურთხება – ოთხი თამაში
ანხელ დი მარიას ალვარო გონსალესისთვის მიფურთხების გამო ოთხთამაშიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ეს საქციელი „პარი სენ ჟერმენის” არგენტინელმა ნახევარმცველმა 13 სექტემბერს, „მარსელთან” შეხვედრის დროს ჩაიდინა. თამაში, რომელიც „პარკ დე პრენსზე” ჩატარდა, მოიგო „მარსელმა” 1:0. ადრეც მოგახსენეთ, რომ იმ მატჩის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში გუნდებს შორის ატყდა ჩხუბი. მსაჯმა ხუთი წითელი ბარათი ამოიღო. ერთ-ერთი მათგანი მასპინძელთა ბრაზილიელ ვარსკვლავ...
აყალმაყალი პარიზში
ნეიმარი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომელიც ამ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. მან მარსელელ ალვარო გონსალესს უკნიდან რამდენჯერმე თავში ჩაუტყაპუნა და მერე რასიზმში დასდო ბრალი. ბრაზილიელი ამბობს, რომ ესპანელმა მას „ძაღლიშვილი მაიმუნი” უწოდა. ჩხუბი პარიზში თამაშის ბოლოს ატყდა. მატჩი, ნაკლებად მოსალოდნელი შედეგით დასრულდა — „პარი სენ ჟერმენმა” შინ 0:1 წააგო „მარსელთან”. შეხვედრის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე...
კატასტროფა
საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავმა კილიან მბაპემ 7 სექტემბრის დილით კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა, მერე კი ეროვნული გუნდის ვარჯიშზე გაემგზავრა. შედეგი მხოლოდ საღამოს გახდა ცნობილი: მბაპეს პირველი ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ეს კლუბისთვის ნამდვილი კატასტროფაა. შეგახსენებთ, რომ აქამდე კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარეს მისმა თანაგუნდელებმა ნეიმარმა, ანხელ დი მარიამ, მაურო იკარდიმ, ლეანდრო პერედესმა, კეილორ ნავასმა და მარკინიოსმა. კილიან მბაპე...
ნეიმარს კორონა შეეყარა
ფრანგული პსჟ-ის ვებ გვერდზე გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ სამმა ფეხბურთელმა კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. ესენი არიან ნეიმარი, ლეანდრო პარედესი და ანხელ დი მარია. მათ მიმართ ტარდება სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. სამეული შვებულებას კურორტ იბიცაზე ატარებდა. მათ გარდა იქ მაურო იკარდი, ანდრე ერერა და კეილორ ნავასიც იმყოფებოდნენ. მეორე სამეულთან დაკავშირებით ჯერ საგანგაშო არაფერი თქმულა,...
ნეიმარს ფინალში არ ათამაშებენ?
ახლა, ნეიმარს ფინალში არ ათამაშებენ? მან „პარი სენ ჟერმენისა” და „ლაიპციგის” ნახევარფინალის დამთავრების შემდეგ მარსელ ჰასტენბერგს მაისური გაუცვალა, ეს კი უეფას კორონარეგულაციების დარღვევაა. ფრანგულმა კლუბმა გერმანულს 3:0 მოუგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და იქ „ბაიერნსა” და „ლიონს” შორის გამარჯვებულს ელოდება. უეფას 31 გვერდიან პროტოკოლში კი წერია: „მოთამაშეებს ეძლევათ რეკომენდაცია მაისურები არ გაცვალონ”. ამ დოკუმენტს ჰქვია...
ახლა კი სწორად გააგდებენ
ზინედინ ზიდანის დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაში საშინელი გამოვიდა — „რეალმა” ნეიმარ და მბაპენაკლულ „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგო. მადრიდელებს სამიდან ორი გოლი მათმა ოდინდელმა ვარსკვლავმა, გუნდიდან გაშვების გამო მათზე გაბრაზებულმა არგენტინელმა ანხელ დი მარიამ გაუტანა. ამ შეხვედრაში „რეალს” ორი გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა სამართლიანად. და ამ ორ მომენტს თუ არ ჩავთვლით, გუნდს კარში არ დაურტყამს. კარისკენ...









