„მილანთან“ კატასტროფული 0:3-ს შემდეგ ტურინის „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილში მეხუთეა და შესაძლოა, პირველად 10 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩეს. ანდრეა პირლოს ბედი გადაწყვეტილია. მას ყველა ვარიანტში მოხსნიან. არ არის გამორიცხული, პირლოს სეზონიც არ ჩაამთავრებინონ. ასეთ შემთხვევაში უკვე 12 მაისს „სასუოლოსთან“ მატჩზე გუნდს პირლოს თანაშემწე იგორ ტუდორი გაიყვანს. „იუვეს“ და ხორვატიის ნაკრების ყოფილი წევრი მზადაა, ახლავე...
ჭდე: ანდრეა პირლო
რონალდუმ ორი გაიტანა
კრიშტიანუ რონალდუმ ორი გოლი გაიტანა — „იუვენტუსმა” მილანში, „ინტერთან”, 0:1 შემოატრიალა და იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა 2:1 მოიგო. საპასუხო მატჩი ერთ კვირაშია. 35 წლის პორტუგალიელს ოთხი თამაშის განმავლობაში გოლი არ გაეტანა. ბოლოს, 10 იანვარს შეაგდო. და აი, ერთბაშად ორი გოლი. თუმცა, თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ — ლაუტარო მარტინესმა მე-9 წუთზე გამოიჩინა თავი. „იუვენტუსმა” 26-ე წუთზე...
რა ბედი შეიძლება ეწიოს კრიშტიანუს?
ესპანური გაზეთის „მარკას” ინგლისური ვერსიის რედაქტორმა, ჯეფ ჯილინგემმა კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა, რომელიც საინტერესოდ მივიჩნიეთ და მის შინაარსს ქვემოთ გაგაცნობთ. ჯილინგემი წერს, რომ ბოლო დროს ბევრი იწერება ლეო მესის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების შესახებ. წერენ, მაგალითად, რომ ვინაიდან 2021 წლის 30 ივნისს მას „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, „ბლაუგრანას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ...
იუვეს შავი სამშაბათი
არცთუ კარგი განწყობით ხვდებიან კათოლიკურ შობას ტურინის „იუვენტუსში“. მორიგ ტურში „ფიორენტინასთან“ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტურინში უკვე იცოდნენ: იტალიის ოლიმპიური კომიტეტის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება „იუვე“ – „ნაპოლის“ ოქტომბრის შეხვედრაში ტურინელთათვის ტექნიკური გამარჯვების მიკუთვნების შესახებ… მაშინ საქმეში კორონავირუსი ჩაერია. „ნაპოლის“ ჩამორთმეული საჯარიმო ქულა დაუბრუნეს, მატჩი კი მოგვინებით შედგება. მერე კი იყო დამამცირებელი...
ჩურჩულები: პირლომ რონალდუს დაურეკა
ინფორმაცია, მათ შორის ჭორად გავრცელებული, მყისიერად ვრცელდება და მისი უარყოფა გაცილებით რთულია. ეს დაემართა ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელ ანდრეა პირლოსაც. კლუბის 41 წლის დამრიგებელმა 35 წლის ხელქვეითს უთხრა, ხმებს არ დაუჯერო და ჩემს სამომავლო გეგმებში საკვანძო როლი გაკისრიაო. არადა, გავრცელებული ინფორმაციით, „იუვეს“ მიერ კრიშისთვის დაპირებული ხელფასი აუტანელ ტვირთად იქცა და ანდრეა ანიელი პანდემიურ კრიზისში მობერებული...
პირლო ტყუპისცალს ეძებს
ანდრეა პირლო სულ რამდენიმე დღის დანიშნულია ტურინის „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად, მაგრამ აქტიური სატრანსფერო ქმედებები უკვე დაიწყო. ექსპერტების აზრით, ანდრეა „საკუთარ ტყუპისცალს“ ეძებს, რომელიც მოედნის ცენტრში იმავეს შეძლებს, რასაც პირლო თავად აკეთებდა. კლუბის მთავარი სამიზნე „ბრეშას“ ნახევარმცველი სანდრო ტონალი ყოფილა. ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი დღესვე მზადაა, შეხვდეს კოლეგებს „ბრეშადან“. სანდრო ტონალისთვის დავაში ფავორიტად „მილანი“ ითვლება....
ანდრეა პირლო – იუვეს ახალი მწვრთნელი
მაურიციო სარის წასვლის შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ყველაზე აქტიურად მაურისიო პოჩეტინო, სიმონე ინძაგი და ზინედინ ზიდანი განიხილებოდნენ. ასევე აქტიურად დაირხა ხმები მაქს ალეგრისთან დაკავშირებით. მხოლოდ აქა-იქ თუ წავიკითხავდით ანდრეა პირლოზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ „იუვეს“ 23 წლამდე გუნდის თავკაცად დაინიშნა და… „იუვემ“ რისკიანი ნაბიჯი გადადგა – 41 წლის პირლო, ვინაც ახლახანს აიღო...
პირლო: პენალტი? ალბათ, იყო.
„რეალისა” და „იუვენტუსის” მეოთხედფინალური მატჩის ბოლო წამზე ტურინელთა კარში დანიშნული პენალტის გამო დავა-კამათი გრძელდება. ამ პენალტის წყალობით მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათ „ბაიენთან” მოუწევთ დაპირისპირება. რამდენად სამართლიანად დანიშნა ინგლისელმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა ჯანლუიჯი ბუფონის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა? ეს კითხვა „იუვენტუსისა” და „მილანის” ყოფილ ფეხბურთელს, იტალიური ფეხბურთის ვეტერანსა და ვარსკვლავს, ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელსა და მსოფლიოს...





