ჭდე: ამხანაგური თამაშები

Home ამხანაგური თამაშები
ქოჩორა დარბოდა, მამარდა კი ფანჯრიდან მოწყენილი იყურებოდა
ჩანაწერი

ქოჩორა დარბოდა, მამარდა კი ფანჯრიდან მოწყენილი იყურებოდა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” და გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ” მოსაწყენ შეხვედრაში 0:0 ითამაშეს. ეს გახლდათ ქალაქ ვალენსიას გუნდების დაპირისპირება, რომლის დამთავრების შემდეგ AS-მა დაწერა, რომ მწვრთნელებს რუბენ ბარახასა და ხულიან კალეროს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო. ესპანეთის პირველ და მეორე ლიგათა ჩემპიონატების დაწყებამდე ორკვირანახევარია დარჩენილი, თამაში კი გამოვიდა დუნე, აშკარა სახიფათო მომენტების გარეშე. გაზეთის თქმით, მართალია,...

კვარამ დაიწყო!
ჩანაწერი

კვარამ დაიწყო!

კასტელ დი სანგროში „ნაპოლიმ” ალბანეთის ჩემპიონი „ეგნატია” დაამარცხა – 4:0. მიმდინარე ზაფხულში ეს იყო „პარტენოპეელთა” მესამე ამხანაგური შეხვედრა. იმავდროულად ეს იყო პირველი თამაში, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო მონაწილეობა. შესვენებისას ის ჯაკომო რასპადორიმ შეცვალა. ტრიბუნები პირთამდე შეივსო. 22-ე წუთზე ანგარიში კვარაცხელიამ გახსნა. მან ბურთი ჩაჭრა, მიაწოდა სტანისლავ ლობოტკას, სლოვაკმა საპასუხო გადაცემა არ დაუგვიანა, საჯარიმოში შესულმა ქართველმა...

კვარაცხელია პოდგორიცაში ავტოგრაფებს არიგებდა და სელფებს იღებდა
ჩანაწერი

კვარაცხელია პოდგორიცაში ავტოგრაფებს არიგებდა და სელფებს იღებდა

მონტენეგროს გამოცემა Dan საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის (1:3) შემდეგ ყურადღებას „ნაპოლის” თავდამსხმელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებს: „ნაპოლის” ასი თავისი ნაკრების თამაშს ხელმძღვანელობდა, ყოველთვის იქ იყო სადაც საჭიროება მოითხოვდა, აწოდებდა საგოლე პასებს და გოლის გატანაც შეეძლო. როდესაც ვილი სანიოლმა ის შეცვალა ტრიბუნებიდან ტაში დაუკრეს, ხოლო გასახდელიდან გამოსვლისას ის გაჩერდა და ადგილობრივი გულშემატკივრის სურვილი შეასრულა: ვინც კი სთხოვა...

საქართველო შევარდნებისთვის მეტისმეტად ძლიერი იყო
ჩანაწერი

საქართველო შევარდნებისთვის მეტისმეტად ძლიერი იყო

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის წინ პოდგორიცეში მონტენეგროს ეროვნულ გუნდს 3:1 მოუგო. ამ შეხვედრის შესახებ ადგილობრივი გაზეთი pobjeda სტატიაში „საქართველო შევარდნებისთვის მეტისმეტად ძლიერი იყო” (სათაური სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი) წერს: „მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელისთვის რობერტ პროსინეჩკისთვის საშინაო მარცხი საქართველოსთან ზედიზედ მეორე გამოდგა. წინა შეხვედრა გუნდმა სტუმრად ბელგიასთან წააგო (0:2). ორივე მეტოქე ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. პირველი ჩემპიონობის პრეტენდენტია, მეორე კი...

ნაპოლის ბოლო ამხანაგური თამაში
ჩანაწერი

ნაპოლის ბოლო ამხანაგური თამაში

„ნაპოლიმ” ზაფხულის ბოლო ამხანაგური შეხვედრაც მოიგო — კვიპროსის „აპოლონთან”, 2:0. გოლები მეორე ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა და ჯოვანი სიმეონემ გაიტანეს. მატჩის შემდეგ მეორე გოლის ავტორმა, სოციალურად აქტიურმა სიმეონემ ინსტაგრამზე დაწერა: „პრე-სეზონი დასრულდა, ჩვენ მზად ვართ!!! მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში დაგვეხმარა! Forza Napoli Sempre”. მოედანს დაუბრუნდა „ჟირონასთან” დაშავებული ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც არც გოლი გაუტანია და არც...

გარსიამ ექსპერიმენტები ჩაატარა
ჩანაწერი

გარსიამ ექსპერიმენტები ჩაატარა

„ნაპოლიმ” კასტელ დი სანგროში „აუგსბურგს” ამირ რაჰმანის გოლით 1:0 მოუგო. „აძურის” აკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი (მაგალითად ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია, პიოტრ ჟელინსკი და ზამბო ანგისა), მაგრამ იტალიის ჩემპიონმა გერმანელებს კოსოველი მცველის თავური დარტყმით მაინც აჯობა. გოლი მეორე ტაიმში გავიდა. შეხვედრას სწრაფი არ ეთქმოდა. პირველ ტაიმში „ნაპოლიმ” რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ბურთი კარში ვერ შეაგდო....

ნაპოლის უფერული ამხანაგური
ჩანაწერი

ნაპოლის უფერული ამხანაგური

„ნაპოლიმ” „ჟირონასთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა, ძირითადი დრო 1:1 დაასრულა, შემდეგ კი პენალტებში 4:2 მოიგო. თერთმეტმეტრიანებში თავი მეკარე ალექს მერეტმა გამოიჩინა, რომელიც ისევე როგორც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეთა უმეტესობა მეორე ტაიმის მე-15 წუთზე შევიდა მოედანზე. რატომ ათამაშა რუდი გარსიამ გუნდი მეტხანს მეორე შემადგენლობით, მხოლოდ მისთვის არის ცნობილი. შესაძლოა ფრანგმა მარქაფის ხალხი გამოცადა ან ის შეამოწმა, პირველი შემადგენლობა...

რა სიახლე იყო ნაპოლის თამაშში?
ჩანაწერი

რა სიახლე იყო ნაპოლის თამაშში?

„ნაპოლიმ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ამჯერად კასტელ დი სანგროში. რუდი გარსიას გუნდმა თურქულ „ჰათაისფორს” 4:0 მოუგო. „ჰათაისფორში” ორი ქართველი თამაშობდა: საბა ლობჟანიძე და გიორგი აბურჯანია. „ნაპოლიში” — ხვიჩა კვარაცხელია. calciomercato-ს აზრით პირველ ტაიმში იტალიის ჩემპიონთა თამაშში რამდენიმე საინტერესო მომენტი გამოიკვეთა. იტალიურ პორტალს მოეწონა მარჯვენა ფრთა, სადაც ჯოვანი დი ლორენცო და მატეო პოლიტანო შეთანხმებულად მოქმედებდნენ. სიახლე...

კვარას პირველი ამხანაგური
ჩანაწერი

კვარას პირველი ამხანაგური

„ნაპოლიმ” სერია c-ში გავარდნილ „სპალთან” ამხანაგურ შეხვედრაში 1:1 ითამაშა. მატჩი წვიმაში ჩატარდა. ანგარიში 62-ე წუთზე „სპალმა” გახსნა: 19 წლის ფილიპო პულეტომ პიერლუიჯი გოლინის ცენტრის ხაზიდან გაიტანა. 73-ე წუთზე კი ნეაპოლელთა სწრაფი კომბინაცია ანდრე მარკ ზამბო ანგისამ დააგვირგვინა ზუსტი დარტყმით. ხვიჩა კვარაცხელია, ისევე როგორც ზამბო ანგისა, ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა, ვიქტორ ოსიმენი, ამირ რაჰმანი და...

მარიო რუი დაშავდა
ჩანაწერი

მარიო რუი დაშავდა

„ნაპოლისა” და „სპალის” ამხანაგური თამაშის 35-ე წუთზე (1:1) ნეაპოლელთა პორტუგალიელმა მცველმა მარიო რუიმ ხელი კუნთზე მოიკიდა და მსაჯს შეხვედრის გაჩერება სთხოვა. ორიოდ წუთში „აძურის” მწვრთნელმა რუდი გარსიამ რუი მატიას ოლივერათი შეცვალა. მოგვიანებით კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია: „სპალეთან შეხვედრაში მარჯვენა ფეხის ბარძაყზე შექმნილი პრობლემების გამო გუნდი იძულებული გახდა მარიო რუი შეეცვალა. მცველის მდგომარეობას რამდენიმე დღეში...